ასტროლოგი ქეთი ოდიშელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.
ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც ცხენის წელზე წერს:
„რისი წელი დგება?
ცეცხლის სტიქიის ცხენის წელი.
ცეცხლის სიმბოლოს მნიშვნელობა რა არის?
ცხენის სიმბოლიკა უკავშირდება დინამიკას, მოძრაობას, გამბედაობას, ერთგულებას, გამძლეობას, გრაციოზულობას, ასევე სიუხვესა და განზრახვის ძალას.
ის ასევე არის, ჯანმრთელობის სიცოცხლის სიმბოლო, რომელიც მეგზურობას უწევს ადამიანს ყველა რთულ სიტუაციაში და ეხმარება დაბრკოლებების გადალახვაში.
სწორედ ამიტომ ცხენი სიმამაცისა და კარიერული წინსვლის ეფექტურ თილისმად ითვლება.
პეგასი, სლეიპნირი, ჰიპოკამპი, უნიკორნი - ყველა ეს მითოლოგიური პერსონაჟი თავისი ჯადოსნური მახასიათებლებით, რეალურად აერთიანებს ცხენის სიმბოლიკას, რომელიც გამოხატავს სისწრაფეს, ჯადოსნურ საწყისს, უანგარობას, სიწმიდესა.
ცხენის მნიშვნელოვანი ატრიბუტია ნალი - ის ცნობილია, როგორც იღბლიანობისა და კეთილდღეობის სიმბოლო (ორივე მდგომარეობაში ეფექტური სიმბოლოა, როგორც თაღი - უკავშირდება დაცვასა და წარმატებას, ამიტრიალებული კი - სიუხვეს.)
ხოლო ცხენის თმა - იმდენად მტკიცეა, რომ მისგან ამზადებენ მშვილდის ლარს, ბევრ კულტურაში ის ძლიერ ამულეტად ითვლება.
ფენ-შუის ტრადიციაში ცხენი გამარჯვების, ძალისა და სიმტკიცის სიმბოლოა.
რას მოიტანს ცხენის წელი?
პროგრესს, აქტიურობას, მნიშვნელოვან ძვრებს, რომელიც შეუმჩნეველი არ დარჩება როგორც გლობალურად ასევე ნებისმიერი ჩვენგანისთვის.
თითოეული ადამიანისთვის ეს ერთ წლიანი ციკლი კარიერულ წინსვლას, სასურველი მიზნების მიღწევის ამბიციას, ნაყოფიერებას მოიტანს! თუმცა ცეცხლოვანი ცხენის წელს გარკვეული ცრურწმენაც არსებობს, რომ ამ წელს დაბადებულ ქალბატონებს უიღბლობა მოაქვს როგორც თავის მეწყვილეებისთვის, ასევე ზოგადად ოჯახურ ცხოვრებაში.
(წინა ცეცხლოვანი ცხენის წელი 1966 წელს იყო, მომდევნო კი იქნება 60 წლის შემდეგ - 2086 წელს).
როდის დგება რეალურად ახალი წელი?
სინამდვილეში რამდენიმე ახალი წელი გვაქვს.
1 იანვარს ჩვენ კალენდარულ ახალ წელს აღვნიშნავთ.
აღმოსავლური კალენდრით ახალი წელი, ზამთრის მზებუდობის მეორე ახალმთვარეობას ემთხვევა, ამიტომ 2026 ში ჩვენი დროით 17 თებერვალს დგება, მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ეს დღე იმით, რომ ამ დღეს გვაქვს მზის დაბნელებაც.
აი ცხენის წელი კი, ხვალ 4 თებერვალს დგება, ანუ იქამდე გველის წლის თემები იყო აქტუალური.
ნამდვილი ახალი წელი კი 2026 წელს 20 მარტს დადგება, მაშინ როდესაც ბუნება გაიღვიძებს, მაშინ, როდესაც მზე ვერძის ზოდიაქოს ნიშანში გადავა.
ცხენის წელს დაბადებული ცნობადი სახეები: ტომას ედისონი, ნილ არმსტრონგი, შონ კონერი, ბარბრა სტრეიზანდი, ჯეკი ჩანი, კელვინ კლაინი, რეი ჩანრლზი, ემა უოტსონი, მაიკ ტაისონი, სელმა ჰაიეკი, როუენ ატკინსონი, ამიდაბხ ბაჩანი“, - წერს ქეთი ოდიშელი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ჩემ თავს გავუბრაზდი, ბორია ახალგაზრდა კაცი ხარ...“ - როგორ დაიკლო ბორის ბედიამ წონაში?
⭕ „უკარგესი წყვილი“ - რუსკა ქარქაშაძე მეუღლესთან ერთად იერუსალიმში მოგზაურობს