Digest Logo

„ეცადეთ შეასრულოთ დაგეგმილი საქმეები და არაფერი არ გადადოთ მომავლისთვის“ - მიხეილ ცაგარელი

1652941208
ცაგარელის პროგნოზი

ეცადეთ შეასრულოთ დაგეგმილი საქმეები და არაფერი არ გადადოთ მომავლისთვის. პარტნიორული ურთიერთობა – გამოიჩინეთ მეტი ნდობა და გულწრფელობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, უძრავი ქონების ყიდვისა და გაყიდვისთვის, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, საოფისე და საკანცელარიო ნივთების შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელება, კოლეგების კრიტიკა და ხელმძღვანელთათვის საკუთარი პროექტების წარდგენა.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ სიმძიმის აწევას. კარგი დღეა ექიმის კონსულტაციის მისაღებად და ფილტვების სამკურნალოდ. მოერიდეთ ალერგიული პროდუქტის მიღებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ხერხემალს, სახსრებს და ძვლოვან სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, ყავისფერი, კრემისფერი და ნაცრისფერი,  ასევე ონიქსი, ქრიზოპრაზი, აქატი, ოპალი და მარჯანი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კირჩხიბისა და ქალწულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და მერწყულს.

ასევე დაგაინტერესებთ

🔵„გამოვჯანმრთელდი და ისევ მზად ვარ ბრძოლისთვის! ვემშვიდობები ტერნოპოლს“ - უკრაინაში მებრძოლი ქართველი

🔵„საღამოს სასწრაფო გამოვიძახე და გადმოგვიყვანეს სტაციონარში. აქ ბევრი ბავშვია ამ ვირუსით, ადგილები გადავსებულია“ - მარიამ ნაკანი მშობლებს აფრთხილებს

🔵ჟურნალისტ ხატია ქირიას საზოგადოების დახმარება სჭირდება