Digest Logo

„ფინანსურ პრობლემებზე წუხილი არ დაგჭირდებათ, მაგრამ იზრუნეთ სულიერ სიმშვიდეზე“ - 27 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი თაკო მელიქიშვილისგან

1750969694
თაკო მელიქიშვილი

ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც  ბოლო პერიოდში ასტროლოგიით დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო ამ კუთხით, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე ხშირად აქვეყნებს პოსტებს თუ ვიდეოებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.

ამჯერად თაკო მელიქიშვილი სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 27 ივნისის ასტროლოგიურ პროგნოზზე წერს:

„ჰოროსკოპი 27 ივნისისთვის

მთვარის დღე – 2 / 3

მთვარის ფაზა – მზარდი მთვარე კირჩხიბში / ლომში

ვერძი

დღეს მნიშვნელოვანია, სწორად გადაანაწილოთ თქვენი ენერგია, არ გადაიღალოთ და შეინარჩუნოთ კარგი ფიზიკური და ემოციური მდგომარეობა. წინასწარ დაგეგმეთ საქმეები და დრო გამოუყავით დასვენებას. პირად ცხოვრებას არ მოეკიდოთ უყურადღებოდ.

კურო

დღის მოვლენები შეცვლის თქვენს შეხედულებებს. შესაძლოა, გაგიჩნდეთ ახალი მიზნები და პრიორიტეტები. მოგიწევთ მეტი ძალისხმევა და კომფორტის ზონის დატოვება. არ დანებდეთ პირველივე სირთულეზე — იყავით მომთმენი და მიზანდასახული.

ტყუპები

გადახედეთ თქვენს ვალდებულებებს და ეცადეთ, თავი დააღწიოთ საქმეებს, რომლებიც არ გაძლევთ პროფესიულად ან ფინანსურად წარმატებას.შესაძლოა, ძველი პროექტები, რომლებიც მიტოვებული გქონდათ, კვლავ გახდეს აქტუალური. მოერიდეთ ადამიანებს, რომლებთან ურთიერთობა ენერგიას გაკარგვინებთ.

კირჩხიბი

გელით დატვირთული, მაგრამ საინტერესო დღე. ყურადღება მიაქციეთ წარსულში გადადებულ საქმეებს. პრობლემები დროულად მოაგვარეთ და არ გადადოთ. თავი შეიკავეთ დიდი ხარჯებისგან. მოუსმინეთ ახლობლების აზრს და პატივი ეცით მათ სურვილებს.

ლომი

მოსალოდნელია ცვლილებები. მიმართეთ თქვენი ენერგია მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებზეც დიდი ხანია ფიქრობთ. ბალანსი პირადსა და პროფესიულ ცხოვრებას შორის დაგეხმარებათ ენერგიის სწორად განაწილებაში. მოერიდეთ გადაღლას. საქმიანი მოგზაურობა შედეგიანი იქნება.

ქალწული

დადებითი და წარმატებული დღე პროფესიული და ფინანსური კუთხით. დღის განმავლობაში შეიძლება დაიწყოს მნიშვნელოვანი ცვლილებები. გამოიყენეთ მეგობრებისა და კოლეგების მხარდაჭერა. მოერიდეთ საეჭვო ინვესტიციებს — ისინი ზარალს მოგიტანთ.

სასწორი

შრომისმოყვარე და მოტივირებული სასწორები მიზანს მიაღწევენ. თქვენი წარმატება სხვებისთვის შესამჩნევი გახდება. გააქტიურდებიან შურიანები — ერიდეთ მათ ზეგავლენას. არ გადადოთ პრობლემების გადაჭრა. მარტოხელებისთვის მოსალოდნელია საინტერესო შეხვედრა.

მორიელი

რაც არ უნდა გააკეთოთ — წარმატება გელით. ენერგიის დონე მაღალია, გამოიყენეთ ეს რთული საქმეებისთვის. განავითარეთ ახალი ჰობი — შეიძლება აღმოაჩინოთ თავი შემოქმედებით სფეროში. პირად ურთიერთობებში მოიხმარეთ იუმორი დაძაბულობის შესამსუბუქებლად.

მშვილდოსანი

ზოგისთვის დღე შეიძლება ემოციურად დამთრგუნველი ან დეპრესიული იყოს. ფინანსურ პრობლემებზე წუხილი არ დაგჭირდებათ, მაგრამ იზრუნეთ სულიერ სიმშვიდეზე. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია ცვლილებები — სჯობს მოერიდოთ კონფლიქტებს და იპოვოთ შეთანხმება.

თხის რქა

რთულ სიტუაციაში შეინარჩუნეთ სიმშვიდე და გამოიყენეთ თქვენი შინაგანი რესურსები. თუ რაღაც არ გამოგდით, არ დანებდეთ. მოძებნეთ ახალი გზები. არ იყოთ კრიტიკულები პარტნიორის მიმართ — მეტი რბილი დამოკიდებულება სასარგებლო იქნება.

მერწყული

აირჩიეთ ერთი მნიშვნელოვანი მიზანი და კონცენტრირდით მასზე. დღის ენერგია მოგცემთ შესაძლებლობას, რომ პოზიტიური ცვლილებები შეიტანოთ თქვენს ცხოვრებაში. ენდეთ საკუთარ ინტუიციას.

თევზები

აქტიური და საინტერესო დღე. საქმიანი შეხვედრები და ახალი ნაცნობობები წარმატებას მოგიტანთ. შეიძლება გაიხსნას შემოქმედებითი შესაძლებლობები. ფინანსური მდგომარეობა სტაბილური იქნება. პირად ცხოვრებაში ყველაფერი მშვიდად იქნება“, - წერს თაკო მელიქიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „საოცრად ლამაზი ხარ“ - სალომე ღვინიაშვილის ახალმა ფოტოებმა საზოგადოების მოწონება დაიმსახურა

„ყველა ინტერვიუში, გადაცემაში ვიძახი, რომ საოცრად კარგი მამა მყავს“ - როგორ მიულოცა რატი დურგლიშვილმა მამას დაბადების დღე

ევა ბარბაქაძე საცურაო კოსტიუმში პოზირებს - „შეუდარებელი გოგო ხარ“