Digest Logo

„ფინანსური ენერგიის გასაძლიერებლად შეგიძლიათ, ფრინველებს საკვები დაუყაროთ“ - თაკო მელიქიშვილი 31 ოქტომბრის ენერგიებზე

1793429594
თაკო მელიქიშვილი

🔥 31 ოქტომბერი დღე, როცა სიზარმაცემ შეიძლება მიზნებს ხელი შეუშალოს.

🔢 დღის ენერგიები: 4 • 6 • 1.

„როდის შეიძლება, არაფერი ვაკეთო, ვიწვე და კომფორტის ზონაში დავრჩე?“ - დღეს შეგიძლიათ! 

თუ სახლში დარჩებით, გამოიძინებთ და კარგად დაისვენებთ, ძალებს ნამდვილად აღიდგენთ, თუმცა, შესაძლოა, დღევანდელი უმოქმედობით ვერც მიზნებს მიუახლოვდეთ და ადრე დაწყებულ საქმესაც შეაფერხოთ.

🔥 თუ გსურთ, ამ დღისგან მაქსიმუმი მიიღოთ, იმოქმედეთ მაშინაც კი, როცა გეზარებათ. გაღვიძებისთანავე ჩართეთ 5–6 საყვარელი სიმღერა და იცეკვეთ ან იხტუნეთ. სიმღერებს შორის შეგიძლიათ ერთწუთიანი შესვენება გააკეთოთ.

💃 აირჩიეთ ისეთი მუსიკა, რომელიც განწყობას აგიმაღლებთ! თუ ამ პატარა აქტივობაში ბავშვებსაც ჩართავთ, უფრო მხიარული და ენერგიული გამოვა.

💡 დილის მოძრაობის შემდეგ შესაძლოა დიდი ხნის ნანატრი იდეა გაგიჩნდეთ. პასუხი შეიძლება სწორედ იმ საკითხზე იპოვოთ, რომელზეც დიდი ხანია ფიქრობთ და წინსვლას ვერ ახერხებთ.

🤎 დღევანდელი იღბლიანი ფერია ყავისფერი, დაამატეთ ის თქვენს სამოსს ან აქსესუარებს.

🐦 ფინანსური ენერგიის გასაძლიერებლად შეგიძლიათ ფრინველებს საკვები დაუყაროთ, შეარჩიეთ მათთვის შესაფერისი საკვები.

🎨 დაუთმეთ დრო შემოქმედებას: დახატეთ, იცეკვეთ, იმღერეთ, მოამზადეთ რაიმე გემრიელი ან ბავშვებთან ერთად ხელნაკეთი ნივთი გააკეთეთ.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ხელსაყრელია პაემანი, შეხვედრები, ქორწილი...“ - 31 ოქტომბრის პროგნოზი ფენშუის მიხედვით

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 31 ოქტომბერს საქართველოში

🎥 „თუ ყვირილს დაუწყებ, საკუთარ თავში იკეტებიან, ყვირილით შედეგს ვერ მიაღწევ“ - ვილი სანიოლი ქართველ ფეხბურთელებზე

✕