8 სექტემბერი. ჩემო ძვირფასებო, ეს ფინანსური ჯეკპოტის დღეა!
დღის ენერგიები: 8 • 9 • 8. დღე ძალიან ძლიერი, შედეგიანი და მიზანდასახულია. დღეს განსაკუთრებით მარტივია მიზნებისკენ სვლა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და პირველი პოზიციების დაკავება.
ყველაფერი, რაზეც დიდი ხანია ფიქრობთ, დღეს კონკრეტულ მიზნად და გეგმად უნდა აქციოთ. უბრალოდ კი არ ვოცნებობთ ვიწერთ სურვილებს, ვადგენთ ვადებს და ვიწყებთ მოქმედებას. დღეს გამარჯვებულების დღეა, ამიტომ გააღვიძეთ საკუთარ თავში მიზანდასახული ადამიანი და წინ იარეთ!
ფინანსურად დღე შეიძლება ძალიან „ტკბილი“ აღმოჩნდეს! შესაძლოა, მიიღოთ ფული, გამოჩნდეს ახალი შესაძლებლობა, მომგებიანი შეთავაზება ან წარმატებული გარიგება. რეალიზაციაში რვიანი ფინანსური სიუხვის, ძალისა და მატერიალური შედეგის მიღწევის ენერგიაა.
განსაკუთრებით წარმატებული იქნება ის საქმეები, რომლებსაც ვინმესთან ერთად განახორციელებთ. გუნდი, პარტნიორობა, დამხმარეები, ასისტენტები და მენტორები — დღეს ყველაფერი თქვენს სასარგებლოდ იმუშავებს. თუ მიზნისკენ სხვებთან ერთად მიდიხართ, წარმატება შეიძლება მართლაც თავბრუდამხვევი იყოს!
მე ძალიან მიყვარს კომბინაცია 8 • 9 • 8, რადგან ის ხშირად ნამდვილ გამარჯვებულებსა და მიზნის მიმღწევ ადამიანებზე მიუთითებს მათზე, ვინც მწვერვალისკენ მიდის, აღიარებას მოიპოვებს და პირველ ადგილს იკავებს.
ამიტომ დღეს საკუთარ თავს მასშტაბურად ფიქრის უფლება მიეცით.
თუმცა, მისიაში ცხრიანის მნიშვნელოვანი წესი უნდა გავითვალისწინოთ: არ ვნერვიულობთ და ემოციებს არ ვყვებით! დღის განმავლობაში შესაძლოა მოულოდნელი ან საბედისწერო სიახლე მიიღოთ. ნუ შეშინდებით და ემოციების ფონზე ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გამოიტანთ.
ნებისმიერი სიახლე უბრალოდ ინფორმაციაა. ცოტა დისტანცირდით, ღრმად ჩაისუნთქეთ, აიღეთ პაუზა და თქვენი ენერგია განცდებში ნუ გაფლანგავთ. დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აზრების კონტროლი და იმის რწმენა, რომ ყველაფერი გამოგივათ.
ნუ მოუსმენთ ზედმეტ მოსაზრებებს და სხვებს თქვენი გზიდან გადახვევის უფლებას ნუ მისცემთ. თქვენ თავად იცით, რა გსურთ და საით მიდიხართ. შეინარჩუნეთ ყურადღება საკუთარ მიზნებზე და იმოქმედეთ მშვიდად და თავდაჯერებულად.
ასე რომ, დღის ფორმულა მარტივია: ვისახავთ დიდ მიზნებს, ვერთიანდებით ძლიერ ადამიანებთან, ვანაწილებთ საქმეებს, ვდებთ გარიგებებს და ვინარჩუნებთ ემოციურ წონასწორობას.
დაე, ამ დღემ მოგიტანოთ გამარჯვება, საბედისწერო შესაძლებლობები და ფინანსური სიუხვე! იყავით ყველაზე ბედნიერები და მდიდრები!