Digest Logo

ფინანსური სიურპრიზი, ახალი პროექტები და განვითარების შესაძლებლობა - როგორი იქნება 3-9 ნოემბრის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

1762150368
კვირის ასტროლოგიური პროგნოზი

ეს კვირა თითოეულ ადამიანს წარმატებისა და განვითარების მნიშვნელოვან შანსს აძლევს. მზე მორიელში იქნება, რაც ფიზიკური და გონებრივი რესურსების მობილიზებაში დაგეხმარებათ. მიმდინარე პერიოდი კვლევებისთვის, ახალი აღმოჩენებისთვის, ფინანსური დაგეგმვისა და საინტერესო პროექტების განხორციელებისათვის შესანიშნავია.

სამშაბათიდან, 4 ნოემბრიდან, მარსი შედის მშვილდოსანში, რაც კიდევ უფრო მეტ იმპულსს ქმნის. შეგიძლიათ, ყველაზე ამბიციური და მასშტაბური პროექტებისა და იდეების განხორციელებაზეც კი იფიქროთ.

ოთხშაბათს, 5 ნოემბერს, კუროში სავსე მთვარე გველოდება. კუროში სავსე მთვარის დროს რესურსების ღერძი აქტიურდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ფინანსური საკითხები უფრო წარმატებით გადაწყდება. შესანიშნავი დროა იმისათვის, რომ სამომავლო გეგმები შეადგინოთ. 

პარასკევამდე, ვენერა, ჰარმონიისა და ურთიერთობების პლანეტა, სასწორშია, რაც ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ჰარმონიის მიღწევაში დაგეხმარებათ. თუმცა, 7 ნოემბრიდან ვენერა მორიელის ნიშანში გადადის, რაც ამ ნიშნის მმართველთან, პლუტონთან, დაძაბულ ასპექტს ქმნის. ურთიერთობების თვალსაზრისით, შესაძლოა, რადიკალური გადაწყვეტილება მიიღოთ და ეს ყველა შემთხვევაში დადებითად არ დასრულდეს.

უფრო კონკრეტულად, როგორი იქნება მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, ქვემოთ გაგიზიარებთ:

ვერძი

შესაძლოა, გრძნობთ, რომ სამყარო ყველა მხრიდან თქვენზე ზეწოლას ახდენს. ემოციური არასტაბილურობა და დაძაბულობა შესაძლოა, პლანეტა მარსის რეტროგრადული მოძრაობით იყოს განპირობებული. კვირის განმავლობაში შეეცადეთ, იმპულსური გადაწყვეტილებები არ მიიღოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება, შედეგით განსაკუთრებით უკმაყოფილო აღმოჩნდეთ. განიტვირთეთ, საყვარელ ადამიანებთან ერთად დასვენება დაგეგმეთ და დადებითი განწყობა შეიქმენით. (ასევე დაგაინტერესებთ: ზოდიაქოს 1 ნიშანი, რომელსაც 2025 წლის 5 ნოემბრის სუპერმთვარე განსაკუთრებულ წარმატებასა და ახალ ფინანსურ შესაძლებლობებს მოუტანს)

კურო

ეს კვირა ფინანსური სიურპრიზითა და წარმატებებით გაგახარებთ. შესაძლოა, მოულოდნელი მოგება, ბონუსი, შრომის აღიარება მიიღოთ ან ახალი პროექტებისა თუ საქმეების შეთავსება შემოგთავაზონ, რაც ფინანსურ კეთილდღეობასაც მოგიტანთ. ენდეთ საკუთარ თავს. ამ კვირაში ფინანსური ინვესტიციებიც ხელსაყრელი იქნება.

ტყუპები

მიმდინარე კვირა შეუსრულებელ ვალდებულებებს შეგახსენებთ და მოგიწევთ, დაუსრულებელ საქმეებს, პროექტებს კიდევ ერთხელ მიუბრუნდეთ. რჩევებისა და რეკომენდაციების მისაღებად მზად იყავით და ნუ ჩათვლით, რომ მხოლოდ პირადი შეხედულებებით ყველაფერს იდეალურად შეასრულებთ. ზოგჯერ მშობლების, ახლობლების, მეგობრების, კოლეგებისა თუ სხვადასხვა სფეროში გამოცდილი ადამიანებისაგან რჩევების მიღებას შესანიშნავი ეფექტი აქვს.

კირჩხიბი

ეს შესანიშნავი კვირაა შერიგებისთვის, მხარდაჭერის მიღებისა და ემოციური კავშირების გაღრმავებისთვის. კომუნიკაცია გაცილებით გაგიმარტივდებათ და თქვენი მიზნების მიღწევასაც შეძლებთ. იყავით კეთილგანწყობილი, დაეხმარეთ სხვა ადამიანებს და დადებითი ენერგია უკან ორმაგად დაგიბრუნდებათ.

ლომი

კვირის განმავლობაში მოულოდნელი შთაგონება გეწვევათ და გექნებათ შანსი, რაღაც ახალი და უნიკალური შექმნათ. თუ სამსახურში გაქვთ რაიმე იდეა, ახლა შეგიძლიათ მენეჯმენტს თამამად წარუდგინოთ. თუ ინდივიდუალურად აპირებთ რაიმეს წამოწყებას, გარდაქმნას ან გამრავალფეროვნებას, ამისთვისაც შესანიშნავი დროა. დიდი შანსია, რომ აღიარება და წარმატება მოიპოვოთ.

ქალწული

ამ კვირაში შესაძლოა, გონებაგაფანტულობამ შეგაწუხოთ და კონკრეტულ საქმეებზე კონცენტრირება გაგიჭირდეთ. ასტროლოგები გირჩევენ, რომ ოცნება შეწყვიტოთ და მოქმედებაზე გადახვიდეთ. კარიერული წინსვლისა და წარმატების შესაძლებლობა გაქვთ, თუმცა იქამდე, აუცილებელია, ემოციურ არასტაბილურობას დაძლიოთ და ზუსტად გააანალიზოთ, რისი გაკეთება გსურთ.

სასწორი

ამ კვირაში ურთიერთობების, სამართლიანობისა და კომპრომისების სფეროზე მოგიწევთ ყურადღების გამახვილება. ნებისმიერი სადავო საკითხიდან შეგიძლიათ, გამარჯვებული გამოხვიდეთ. ეს არის პერიოდი, როდესაც თანამშრომლობითა და თანმიმდევრულობით შეგიძლიათ, ურთიერთობებში პრობლემები გადაჭრათ და სტაბილურობა შეინარჩუნოთ.

მორიელი

განათლება და მოკლე მანძილზე მოგზაურობები ამ კვირას ნამდვილად გამორჩეულსა და დასამახსოვრებელს გახდის. მომატებულ ენერგიასა და თავდაჯერებულობას იგრძნობთ. ინტელექტუალური გამარჯვებები მოსალოდნელია შეხვედრებზე, რომლებიც მახვილ გონებას და მოქნილობას მოითხოვს. ძველი კონტაქტები ღირებული ინფორმაციით ან საინტერესო წინადადებით გაგაოცებთ.

მშვილდოსანი

კვირის განმავლობაში შესაძლოა, თვითგანვითარებისა და ახალი ცოდნის მიღების განსაკუთრებული სურვილი გაგიჩნდეთ. ამიტომ, თამამად შეგიძლიათ, ახალი სასწავლო კურსი, მასტერკლასი, ტრენინგი მოიძიოთ, უცხო ენის გაუმჯობესება ან თუნდაც თავიდან შესწავლა დაგეგმოთ და თქვენი ჰობიც გაააქტიუროთ. ნებისმიერ ინფორმაციას სწრაფად აითვისებთ და ის თქვენს გონებაში დიდი ხნის განმავლობაში დარჩება.

თხის რქა

სამსახურში წარმატების მისაღწევად შესაძლოა, დასვენება დაივიწყოთ. თუმცა, გახსოვდეთ, იმისათვის, რომ ენერგია შეინარჩუნოთ და საკუთარ მიზნებს მიაღწიოთ, ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა გჭირდებათ. ეს კვირა გაჩვენებთ, რომ სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის მკაფიო საზღვრები უნდა გაავლოთ.

მერწყული

ეს კვირა გიბიძგებთ, რომ რუტინულ საქმეებს თავი დაანებოთ და მოულოდნელად იმოქმედოთ. გადით კომფორტის ზონიდან და გააკეთეთ ის, რაც დიდი ხანია, გინდათ, მაგრამ თავს არიდებთ. თქვენი ძალა თქვენს უნიკალურობაშია და ამ კვირაში ამას კიდევ ერთხელ ნახავთ. მოუსმინეთ თქვენს გულსა და ინტუიციას. ის წარმატებამდე აუცილებლად მიგიყვანთ.

თევზები

მიმდინარე კვირა პირად ურთიერთობებში სიახლეებს გპირდებათ. თუ დიდი ხანია, თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანთან დალაპარაკება გსურთ, ახლა ამისთვის შესანიშნავი პერიოდია. გარდა ამისა, ეს კვირა გაძლევთ შანსს, რომ კონფლიქტების მოგვარებაზე იზრუნოთ და დრო დასვენებასა და საკუთარ თავზე ზრუნვასაც დაუთმოთ.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„საჩუქარი დედაჩემისთვის“ - ნახეთ, რა აჩუქა ანა შელიამ დაბადების დღეზე დედას

⭕„მიყვარხარ ძლიერად და ულიმიტოდ! მადლობა, რომ გაჩნდი და მერე მე გამაჩინე“ - რეპერი „მასტერი“ დედას დაბადების დღეს ულოცავს

⭕ „ნუ აიღებთ კრედიტებს და ვალს“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი

წყარო: www.beaumonde.ge