Digest Logo

🎥 „ფინანსური წარმატება, საქმეში ზრდა, არცერთი კირჩხიბი არ დარჩება მეორე ნახევრის გარეშე...“ - გოგა მანია ივნისის ფავორიტ ზოდიაქოს ნიშნებს ასახელებს

1749326596
გოგა მანია

საქართველოში ერთ-ერთი უძლიერესი ეზოტერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში საზოგადოებას პერიოდულად საკუთარ წინასწარმეტყველებებს და რჩევებს უზიარებს. მან სულ რაღაც 33 წლის ასაკში მოახერხა, რომ საკუთარი ტრაგიკული ცხოვრება იმ მამოძრავებელ ძალად ექცია, რითაც ადამიანებს წლებია ეხმარება. მას ძირითადად, ჯადო, ენერგეტიკულად დაზიანებული და კონკრეტულ ქმედებებზე დამოკიდებული ადამიანები მიმართავენ, რომლებსაც ამ ყველაფრისგან გათავისუფლება სურთ.

ახლახან მან სოციალურ ქსელში მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ივნისის ფავორიტ ზოდიაქოს ნიშნებზე საუბრობს:

„2025 წლის ყველაზე ფავორიტი ნიშნები: 

სამყარომ გადაწყვიტა, საკმარისია რაც იტანჯეთ აქამდე, ზურგს უკან საუბარი, ტკივილი, მარტო ყოფნის ემოცია, იმედების გაცრუება, საყვარელი ადამიანების დაკარგვა, იმაზე ფიქრი, რომ სამყარომ რაღაც გამოგაცალათ - აი, ამისთვის გამზადებდათ სამყარო, რაც 10 ივნისიდან დაიწყება.

ფინანსური წარმატება, საქმეში ზრდა, არცერთი კირჩხიბი არ დარჩება მეორე ნახევრის გარეშე. ადამიანები, ვინც გული გატკინეს, აუცილებლად მოგიხდიან ბოდიშს“, - ამბობს გოგა მანია.