Digest Logo

🎥 „ფოიერვერკული ემოციებისა და თავბრუდამხვევი წელი იქნება“ - 2023 წლის სასიყვარულო პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის

1671538173
სოფია ბზეკალავა

ასტროლოგი სოფია ბზეკალავა ამბობს, რომ 2023 წელს ბევრ ადამიანს სასიყვარულო ურთიერთობებში გამოცდა ელოდება, ბევრს კი თავბრუდამხვევი რომანტიკული კავშირი:

ვერძი - ამ წელს  ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ვერძის ნიშნის ქვეშ არის დაბადებული, შეიცვლის სტატუსს. ზუსტად იანვრის ბოლომდე გაქვთ შანსი გაიაზროთ წარსულ ურთიერთობებში დაშვებული შეცდომები. თქვენ გექნებათ შანსი დროულად თქვათ ის, რასაც ფიქრობთ და შეხვიდეთ ჯანსაღ ურთიერთობებში. 

კურო - 2023 წელი კალეიდოსკოპური იქნება. ემოციურად იქნებით ხან ძალიან მაღლა, მწვერვალზე და ხან პირიქით. წლის პირველ ნახევარში შესაძლოა, გამოიჩინოთ სიჯიუტე და ეგოიზმი. ცვლილებები კარზე აკაკუნებს და ურანი თქვენგან მოითხოვს ცვლილებებს. გაზაფხული - ზაფხულის პერიოდი, როდესაც ვენერა უკუმავალია, იქნება თქვენთვის გარდამტეხი, მაშინ ან დასრულდება ყველაფერი, ან გაგრძელდება.

ტყუპები - ამ წელს პირად ურთიერთობებში სერიოზული გამოწვევები გელოდებათ. თქვენთვის სიყვარული ნიშნავს ლაპარაკს, თუმცა შესაძლოა, ამ წელს თქვენი პარტნიორი დადუმდეს და გაურკვევლობაში გამყოფოთ, ეს კი თქვენთვის დიდი გამოცდის პერიოდი იქნება.

კირჩხიბი - თქვენ გაქვთ რეალური შანსი იპოვოთ ადამიანი, რომელიც ძალიან ბევრ რამეში გავსებთ, თუმცა შესაძლოა, პრობლემა იყოს ორი სახის - 1. თქვენი ოჯახი და ეს ადამიანი იყოს ერთმანეთისთვის შეუთავსებელი და 2. შესაძლოა ურთიერთობა დაიწყოთ ადამიანთან რომელიც თქვენგან შორს არის, მაგალითად ემიგრაციაშია, ეს შეგიქმნით პრობლემებს.

ლომი - თავბრუდამხვევი ემოციების წელია, შეიძლება ითქვას, რომ შესაძლოა, ფოიერვერკული ემოციები მიიღოთ და ცხოვრების სიყვარული იპოვოთ. ძალიან ემოციური წელი გექნებათ, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ეს წელი მკვეთრად გამოხატულ ეგოს მოგიტანთ, რაც დაგაბრკოლებთ ურთიერთობაში. ეს წელი გაძლევთ საშუალებას თავი დაკარგოთ.

ქალწული - თქვენთვის სიყვარული და ურთიერთობები პროექტია, თქვენ ითვლით დროს, რამდენი სჭირდება ურთიერთობას და ა.შ. თუმცა ამ წელს ურთიერთობებში კარმული პერიოდი გექნებათ. როგორც ამბობენ - რაც გიწერია, ვერ აგცდებათ. შესაძლოა მოგიწიოთ ურთიერთობა ძალიან ემოციურ ადამიანთან.

სასწორი - ძალიან რეალური შანსი გექნებათ პარტნიორების დახმარებით შეიცვალოთ თვალსაწიერი და საცხოვრებელიც კი. შესაძლოა, გაიცნოთ ადამიანი, რომელიც თქვენგან განსხვავებით მასშტაბურად ხედავს შესაძლებლობებს. 

მორიელი - თქვენ გიყვართ ურთიერთობებში დრამები. ეს წელი თქვენს სიყვარულს გამოცდის, პირდაპირი მნიშვნელობით მოგიწვეთ 20 ფუთი მარილის ჭამა, ამ წელს. შესაძლოა ზოგიერთებთან დასრულდეს ურთიერთობა. 

მშვილდოსანი - ძალიან სერიოზული სასიყვარულო ურთიერთობები გელით, ეს წელი მოგცემთ საშუალებას თავი იგრძნოთ მოწოდების სიმაღლეზე. თუმცა დაიმახსოვრეთ, რასაც მშვილდოსნები გთავაზობენ, ეს არ არის შემოთავაზება სიცოცხლის ბოლომდე, შესაძლოა, დროებითიც იყოს.

თხის რქა - თქვენ ახლა ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს გადიხართ,  შესაძლოა, სამუდამოდ დაასრულოთ ურთიერთობა, ან დაიწყოთ სერიოზული კავშირები. სხვათა შორის ძალიან რეალურია ეს ურთიერთობა დაიწყოთ სამსახურში, ასაკით უფროს ან უმცროს ადამიანთან. ახლა უნდა დააკვირდეთ ყველაფერს და მომავალი წლის მეორე ნახევრიდან უკვე რეალური შანსები გექნებათ.

მერწყული - შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში შემოვიდეს ურთიერთობა რომელიც დაფუძნებული იქნება მეგობრობაზე და რაღაც საერთო ინტერესებზე, თუმცა შესაძლოა ეს ურთიერთობა იყოს გაურკვეველი, ამიტომ გმართებთ მოთმინება. განსაკუთრებული წელი გექნებათ იანვრის მერწყულებს.

თევზები - თქვენ გექნებათ ურთიერთობის სიმყარეზე სერიოზული გამოცდა. შეგიძლიათ რთულ სიტუაციებში დაეყრდნოთ ასაკოვანი ადამიანის რჩევებს. ასევე დააკვირდით თქვენს ირგვლივ ადამიანს, რომლებიც მეგობარზე მეტია, თქვენით დაინტერესებულია, თუმცა ნაბიჯს ვერ დგამს და არ შეგაშინოთ ამ წლის გამოწვევებმა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵სიტუაციის ხელოვნურად დამძიმება წარმოადგენს სასამართლო განხილვების წინ დაძაბული ფონის შექმნის კიდევ ერთ დამატებით მცდელობას - პენიტენციური სააკაშვილის შესაძლო მოწამვლაზე

🔵„დღეს მოერიდეთ ინტიმურ კონტაქტებს, ახალი საქმის დაწყებას და სესხის აღებას“ - მიხეილ ცაგარელი

🔵ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს