Digest Logo

„ფრთხილად - 15-21 მარტის შუალედი ძალიან ნეგატიურია“ - რამაზ გიგაური საზოგადოებას აფრთხილებს

1678965956
რამაზ გიგაური

ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში მარტის მეორე დეკადის ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს.

🔵 „სიტყვა „ერთგულება“ აზრს იძენს მხოლოდ „ღირსებისა“ და „სამართლიანობის“ - შემდეგ. სხვა შემთხვევაში ის უზნეობაა“ - გია მურღულია

როგორც ასტროლოგი მიუთითებს, 15-21 მარტის შუალედში ნეგატიური მოვლენები კვლავ აქტუალური იქნება და მისი პროგნოზით, „მოიმატებდა ხიფათის, დაპირისპირებებისა და შეტაკებების ალბათობა“.

„15-21 მარტის ნეგატიური შუალედის შესახებ.

ადრეც დავწერე, რომ მარტის მეორე დეკადა საკმაოდ რთული იქნება, მოიმატებდა ხიფათის, დაპირისპირებებისა და შეტაკებების ალბათობა.

პრინციპში, მოვლენები ასეც განვითარდა (როგორც საქართველოს, ისე მსოფლიოს მასშტაბით).

თუმცა კიდევ ერთ ნეგატიურ ტენდენციას უნდა გაესვას ხაზი.

15-21 მარტის შუალედში მზე და მერკური შეერთებაში იქნება ნეპტუნთან და ნეგატიურ ასპექტში იქნება მარსთან. ამიტომ ამ პერიოდში:

* მოიმატებს ცდუნების, ილუზიების და საკუთარი თავის მოტყუების ალბათობა;

* ბევრ ადამიანს შესაძლოა დაესიზმროს ნეგატიური, საშიში და კოშმარული სიზრები;

* გაძლიერდება მომავლის ნეგატიური შეგრძნება, შიშები და ფობიები;

* მოიმატებს ჭორების, ინტრიგებისა და შანტაჟის ალბათობა. არ გამოირიცხება გასაიდუმლოებული ინფორმაციის „გაჟონვა“ ან მიზანმიმართული გამჟღავნება;

* ყურადღებას ითხოვს მომწამლავი და ისეთი ნივთიერებები, რომლებიც თრობას და „კაიფს“ იწვევს (ალკოჰოლი, ნარკოტიკი).

ამ პერიოდში არსებობს მსგავსი სიტუაციების გართულების და საერთოდ, შემთხვევების ლეტალურად დასრულების მაღალი ალბათობა;

ასე რომ, რეკომენდებულია მაქსიმალური პრაქტიკულობის, პრაგმატულობის და სიფრთხილის გამოჩენა.

ინფორმაცია, საბუთები უნდა გადამოწმდეს და ამის შემდეგ უნდა იქნეს გადაწყვეტილება მიღებული. მინიმუმზე უნდა დავიდეს ალკოჰოლის გამოყენება და არ უნდა იქნეს მიღებული უცნობი ნივთიერები.

გისურვებთ სიმშვიდეს, ჯანმრთელობას და ყველაფერს საუკეთესოს!“, - აღნიშნავს ასტროლოგი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„გაწყლოვანებულ „თხლეშია“ ეს უზარმაზარი ცათამბჯენები წამოჭიმული - ბზარები უკვე გაჩენილი აქვს...ბათუმი!“ - რა ფოტოებს ავრცელებს სეისმოლოგი თეა გოდოლაძე

🔵 „სიტყვა „ერთგულება“ აზრს იძენს მხოლოდ „ღირსებისა“ და „სამართლიანობის“ - შემდეგ. სხვა შემთხვევაში ის უზნეობაა“ - გია მურღულია

🔵 „თურმე რამდენს ნდომებია ჩემი სიკვდილი“- რა წერს გიორგი კეკელიძე

🔵 „სიმონიანმა იმდენი ქნა საკუთარ სამშობლოში აუკრძალეს შესვლა - მაინც არაფრად უღირს საქართველო და ბარემ თინა კანდელაკი...“ - რა ინიციატივით გამოდის დათო ლიკლიკაძე

🔵 რუსთავში ქალმა ქუჩაში ნაპოვნი პლასტიკური ბარათით პროდუქტები შეიძინა