
„მიმდინარე კვირა, წინა კვირასთან შედარებით უკეთესია, რადგან დედამიწა პოზიტიურ ენერგოველში გადადის.
პერიოდი კარგია ახალი იდეების რეალიზაციისთვის, პარტნიორული ურთიერთობებისთვის და მაქსიმალურად გამოიყენეთ პოზიტიური შესაძლებლობები.
25 აგვისტოს - ვენერა, სიყვარულის და ფინანსების მმართველი პლანეტა, თითქმის 20 სექტემბრამდე გადადის ლომის ზოდიაქოს ნიშანში.
ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია სასიყვარულო, პარტნიორული და შვილებთან ურთიერთობისთვის. ასევე პერიოდია კარგია ქორწინებისთვის, ფინანსური შემოსავლების გაზრდისთვის“, - მომდევნო ერთი კვირის ასტროლოგიურ ტენდენციებზე ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა „იუთუბის“ საკუთარ არხზე ისაუბრა.
რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ასე გამოიყურება 👇
♈ ვერძი
ჰარმონიული პერიოდია თქვენთვის, ენერგოტონუსი ჯერ კიდევ მაღალია და სწრაფად შეგიძლიათ ფინანსური კუთხით წარმატების მიღწევა. კარგია ასევე მგზავრობა-მოგზაურობისთვის ეს კვირა.
კარგია - 26 და 31 აგვისტო, ხოლო არ ვარგა 28.
♉ კურო
უკვე გრძნობთ გამოცოცხლებას, გრძნობთ რომ ენერგია მატულობს, ასევე მატულობს წარმატების ფაქტორიც. პერიდი კარგია ქორწინებისთვის, შვილებთან ურთიერთობისთვის.
კარგია 29 აგვისტო, არ ვარგა 26 და 31.
♊ ტყუპები
კარგი პერიოდია და არ გაუშვათ ხელიდან ამ პერიოდის წარმატება. შეგიძლიათ ჩაერთოთ პროექტებში, მოლაპარაკებისთვის და ასევე სახლის გალამაზებისთვის კარგი პერიოდია.
კარგია - 27 აგვისტო, ხოლო არ ვარგა 29 აგვისტო.
♋ კირჩხიბი
ნელ-ნელა გაილაღებთ, ხდება აქტივიზაცია საცოცხლო ენერგიების, შესაძლოა, მიიღოთ ძველი საქმეებიდან შემოსავალი.
კარგი პერიოდია მგზავრობა-მოგზაურობისთვის. ძლიერდება ინტუიცია, ამიტომ შეგიძლიათ იმოქმედოთ მასზე დაყრდნობით.
კარგია - 28 აგვისტო, არ ვარგა 26 და 31.
♌ ლომი
პირადი ცხოვრებისთვის და ფინანსური კუთხით კარგი პერიოდია, შესაძლოა ძველი საქმეებიდან მიიღოთ შემოსავალი.
კვირა კარგია, როგორც პირადი, ასევე სასიყვარულო კუთხით. კარგია მოგზაურობაც.
კარგია - 26 და 31, ხოლო არ ვარგა 29 აგვისტო.
♍ ქალწული
ახლა თქვენი დროა, რომელსაც დიდხანს ელოდით. მზე უკვე თქვენ ზოდიაქოს ნიშანში გადავიდა და გეწყებათ ვარსკვალვური პერიოდი.
მაქსიმალურად გამოიყენეთ ეს კვირა, ყველა კუთხით გაქვთ წარმატების შანსი.
კარგია - 25 და 30 აგვისტო, ხოლო არ ვარგა 27 აგვისტო.
♎ სასწორი
ჯერ კიდევ სტაბილურია ენერგოტონუსი, მაგრამ არ გქონდეთ იმედი სწრაფი წარმატების. აკონტროლეთ საკუთარ თავში ამბიცია, რათა პერიოდი კარგი და წარმატებული იყოს.
კარგია 26 და 31, ხოლო არ ვარგა 28 აგვისტო.
♏ მორიელი
ენერგოტონუსი ნელ-ნელა ყოველდღე ემატება, ასევე მატულობს შრომისუნარიანობა და ინტუიცია, რაც ხელს უწყობს წარმატებას.
ფრთხილად იყავით ირგვლივ მყოფ ადამიანებთან და არ იყოთ ზედმეტად ხისტები და პირდაპირები.
კარგია - 25, 30 აგვისტო, ხოლო არ ვარგა 27 აგვისტო.
♐ მშვილდოსანი
ენერგოტონუსი ჯერ კიდევ მდგრადია ამიტომ წარმატების შანსებიც გაქვთ. შესაძლოა ზოგიერთ თქვენგანმა შეიცვალოთ თანამდებნობა, ან სამსახური. პროფესიონალური განვითარების კუთხით კარგი პერიოდია.
იაქტიურეთ, ეს კვირა ჯერ კიდევ გაძლევთ შანსს გაზარდოთ მატერიალური შემოსავლები.
კარგია 27 აგვიტსო, ხოლო არ ვარგა 25 და 30.
♑ თხის რქა
პერიდოი კარგია, ენერგოტონუსი ყოველ დღე უმჯობესდება, ხდებით შრომისუნარიანი. შესაძლოა, მოულოდნელი საქმეების წინაშე აღმოჩნდეთ, თუმცა ეს იქნება წარმატების მომტანი.
კარგი იქნება უცხოელებთან კონტაქტი და მოგზაურობა.
კარგია 28 რიცხვი, ხოლო არ ვარგა 26 და 31 აგვისტო.
♒ მერწყული
გრძნობთ დაღლილობას, რაც იწვევს გაღიზიანებას, თუმცა ფინანსური კუთხით კარგი პერიოდია. ეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე და არ გადაიღალოთ.
კარგია 27 აგვისტო, ხოლო არ ვარგა 25 და 30 აგვისტო.
♓ თევზები
თავს კარგად გრძნობთ, რადგან მატულობს ენერგოტონუსი და ინტუიციაც. კარგი პერიოდია სასიყვარულო კუთხით, ქორწინებისთვის და შემოქმედებითი ნიჭის გამოსავლენად.
კარგია პერიოდია 29, ხოლო არ ვარგა 26 და 31 აგვისტო.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ზოდიაქოს 3 ნიშანს ზაფხულის ბოლომდე ლატარიის მოგების შანსი აქვს