
ცნობისთვის, გენიალური მუსიკოსი მამუკა ჩარკვიანი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 21 აგვისტოს, 69 წლის ასაკში გარდაიცვალა, მისი გარდაცვალება თითოეული ქართველისთვის დიდი დანაკლისია, განსაკუთრებით მეგობრებისთვის და ახლობლებისთვის. მუსიკოსი 24 აგვისტოს საკუთარ დაბადების დღეზე დაკრძალეს.
ჟურნალისტი მერიკო კარტოზია სოციალურ ქსელში მამუკა ჩარკვიანთან ჩაწერილ ინტერვიუს იხსენებს და ემოციური წერილით ემშვიდობება მას:
„საზეპირო იყო მისი ყოველი ნათქვამი.
ჩანაწერი, სამწუხაროდ, ვერ ვიპოვე, მაგრამ ყველაფერი მახსოვს, რაზეც მაშინ ვისაუბრეთ.
მთავარი კითხვა ის არის: ჩემს სიმღერებში ნეტა მართლა თუ იპოვა იმ ბიჭმა ის გოგო?..
ყველა ადამიანს თავისი თოვლის ბაბუა ჰყავსო… კიდევ ბევრი რამ მითხრა… ყველგან უფალს და სიყვარულს ეძებდა“,- წერს მერიკო კარტოზია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ზოდიაქოს 3 ნიშანს ზაფხულის ბოლომდე ლატარიის მოგების შანსი აქვს