ასტროლოგი უჩა სიხარულიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად გამომწერებს საინტერესო ინფორმაციებს უზიარებს.
ამჯერად, იგი საზოგადოებას დაბნელებების დერეფნის დაწყებაზე ესაუბრება:
„მალე დაბნელებების დერეფანი დაიწყება!
წამოვა უამრავი დეზინფორმაცია და ყველა ეცდება თქვენი ყურადღება მიიმხროს ამ მოვლენის გაზვიადებით.
მე კი ტრადიციად მექცა დაბნელებების შესახებ იმის თქმა, რომ წელიწადში რამდენჯერმე ხდება და მაინც და მაინც ნუ მიაქცევთ დიდ ყურადღებას იმ შემთხვევის გარდა, თუ თქვენს ტრანზიტულ რუკაში არ შეიკვრა კონფიგურაციები.
ზოგადად, დაბნელებები არის ცვლილებების და ახალი შესაძლებლობების პერიოდი და თუ მაინც ზოგადი პროგნოზი გინდათ წაიკითხოთ, მოკლედ ვიტყვი იმას, რომ ამ პერიოდში ძველის დასრულება და ახალი ეტაპის დაწყება ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა“, - წერს უჩა სიხარულიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ნუცა ბუზალაძე რჩეულთან ერთად წითელ კაბაში პოზირებს - „ანათებთ“