ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.
ამჯერად მელიქიშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 26 ოქტომბრის ენერგიებზე საუბრობს და რეკომენდაციებს გვიზიარებს:
„26 ოქტომბერი — სამსახურისა და განწმენდის დღე
დღის საერთო ენერგია იმართება ციფრით 9
✅ მნიშვნელოვანია მაქსიმალურად ემსახუროთ სხვებს და გაუზიაროთ პოზიტიური ემოციები
✅ შესანიშნავი დღეა ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის — ივარჯიშეთ, გაისეირნეთ ან ეწვიეთ ფიტნესს
✅ გააკეთეთ გენერალური დასუფთავება და მოიშორეთ ყველაფერი ზედმეტი, რაც სივრცეს გიკავებთ
✅ ხელსაყრელი დროა ქველმოქმედებისთვის, კეთილი საქმის გასაკეთებლად მადლობის მოლოდინის გარეშე
✅ დღეს შეგიძლიათ მოემზადოთ ახალი ცხრადღიანი ციკლისთვის, რომელიც ხვალ დაიწყება — შესაძლოა ახალი შესაძლებლობები გამოჩნდეს
✅ ბევრი დაწყებული საქმე დასრულდება, ამიტომ მნიშვნელოვანია შინაგანი სიმშვიდე და სიმდაბლე — ასე გაიღება ახალი გზები
❌ არ შეიძლება — კონფლიქტი, სიზარმაცე და სხვაზე ზეწოლა.
❌ მოერიდეთ ხელშეკრულებების ან მნიშვნელოვანი დოკუმენტების ხელმოწერას.
❌დღე ემოციურად დატვირთულია — შესაძლოა აგრესიული ენერგია გამოვლინდეს, ამიტომ აკონტროლეთ ემოციები. კარგია სუნთქვითი პრაქტიკები და მსუბუქი ფიზიკური აქტივობა
დღეს კვირაა — ყველაზე იღბლიანი დღე ცნობიერების რიცხვის 1 ადამიანებისთვის (დაბადებულები 1, 10, 19 ან 28 რიცხვში).
რეკომენდებული ფერები: თეთრი და წითელი ტონები“, - წერს თაკო მელიქიშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„შეეცადეთ თავი აარიდოთ ყოველგვარ კონფლიქტს და შეიმოსეთ წითელ ფერებში“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი