ტაროლოგი სოციალურ ქსელში 28 ოქტომბრის არკანზე (სიმბოლოზე) საუბრობს, რის მიხედვითაც აქტიურობა შედეგს გამოიღებს.
მისი თქმით, არსებულ ან ახალ ურთიერთობაში უნდა გამოიჩინოთ ინიციატივები, შეხვედრები და წინ გადადგმული ნაბიჯები:
„დღის არკანი 28 ოქტომბერი, სამშაბათი: ეტლი.
მთავარია კონცენტრაცია და ფოკუსირება მიზნის მისაღწევად. გადადგით ნაბიჯები, იმოძრავეთ და გამოდით კომფორტის ზონიდან, დღეს შეიძლება ზუსტად თქვენმა აქტიურობამ სწორი შედეგები გამოიღოს. გქონდეთ კონტროლი საკუთარ თავზე და სიტუაციებზე, ვინაიდან ეტლი თქვენ მიგყავთ, თქვენ ირჩევთ ამ ეტაპზე რომელ გზას გაივლით. თავისუფალი ნება.
არსებული ან ახალ ურთიერთობაში აქტიური სიტუაციები, ინიციატივები, შეხვეხრები და წინ გადადგმული ნაბიჯები. იქონიეთ კონტროლი და დაიცავით ბალანსი, შეინარჩუნეთ საღი აზრი და ნებისმიერი შემდეგი მოქმედება თქვენ სასარგებლოდ განახორციელეთ და ეს ურთიერთობაზეც კარგად აისახება“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕დღის მეტაფიზიკური პროგნოზი - „იმოგზაურეთ! დაუთმეთ ეს დღე პოზიტივს“