Digest Logo

„სიყვარულის, ურთიერთობებისა და ფინანსების თემები მარტივად არ გადაწყდება“ - როგორ გავატაროთ დღე ცნობიერად და მივმართოთ ენერგია წარმატებისკენ?

1761632243
არწივიარწივი

„დღე ხელსაყრელია, რომ მეორე შანსი მივცეთ იმას, რაც ერთხელ არ გამოგვივიდა. თუ გაქვთ საქმე, რომელიც წარსულში წარუმატებელი იყო, დღეს შეგიძლიათ კვლავ სცადოთ. ეს ეხება ცხოვრების ყველა სფეროს, იქნება ეს მნიშვნელოვანი საქმეები, როგორიცაა ურთიერთობები ან ბიზნესპროექტები, თუ უმნიშვნელო ყოველდღიური რუტინა“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული გვერდი AstroBlog SkyLight წერს.

ასტროლოგის თქმით, დღეს სამყარო ამოწმებს ჩვენს სიბრძნეს, სტაბილურობასა და საკუთარი თავის მართვის უნარს:

„სამშაბათის, 28 ოქტომბრის, კოსმოსური ამინდი - როგორ გავატაროთ ეს დღე ცნობიერად და მივმართოთ ენერგია წარმატებისკენ?

მთვარე დღეს კვლავ თხის რქის მკაცრი გავლენის ქვეშ მოძრაობს. ეს ის დროა, როდესაც სამყარო ამოწმებს ჩვენს სიბრძნეს, სტაბილურობასა და საკუთარი თავის მართვის უნარს. თხის რქის მთვარე მოგვიწოდებს, რომ ვიმოქმედოთ გონივრულად, გეგმაზომიერად, მოვერიდოთ უკიდურესობებს და არ დავხარჯოთ ძალები ამაოდ. თუ დღეს შეძლებთ მობილიზებას და არ მისცემთ ემოციებს, განსაკუთრებით ნეგატიურს, უფლებას, გავლენა მოახდინოს თქვენს გადაწყვეტილებებზე, დღე ძალიან პროდუქტიული იქნება. თხის რქა ხელს უწყობს დაწყებული საქმის დასრულებას. რაც მეტ თვითდისციპლინას გამოიჩენთ, მით მეტად კმაყოფილი დარჩებით მიღწეული მიზნით.

დილით მთვარესა და ვენერას შორის დაძაბული ასპექტი გრძელდება. ეს ნიშნავს, რომ სიყვარულის, ურთიერთობებისა და ფინანსების თემები მარტივად არ გადაწყდება. ამ საკითხებთან დაკავშირებული ამოცანების გადაჭრისას შეიძლება სირთულეებს წავაწყდეთ. ამიტომ, შუადღემდე მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს: ერთმა არასწორად ნათქვამმა სიტყვამ შეიძლება ქარიშხალი გამოიწვიოს, ხოლო პატარა გაუგებრობა დიდ კონფლიქტად გადაიქცეს. იყავით ფრთხილად სხვების გრძნობების მიმართ და ნუ მიიღებთ ყველაფერს ზედმეტად პირადულად. თუ ძლიერ შინაგან დაძაბულობას იგრძნობთ, უმჯობესია, ჩაერთოთ პრაქტიკულ საქმეებში, დაალაგოთ პრიორიტეტები, მოაწესრიგოთ გარემო და გაათავისუფლოთ სივრცე. ეს დაგეხმარებათ შინაგანი მდგომარეობის სტაბილიზაციაში. რაც მეტ სტრუქტურასა და წესრიგს დავიცავთ, ვფოკუსირებით პრაქტიკულ გადაწყვეტილებებზე და ნაკლებად გავამახვილებთ ყურადღებას ემოციებზე, მით უფრო წარმატებული იქნება დღე.

სამწუხაროდ, ემოციური ფონი დღის მეორე ნახევარშიც არ სტაბილიზდება, რადგან მთვარე, ვენერასთან დაძაბულობის გადალახვის შემდეგ, იუპიტერთან დაძაბულ ასპექტში შევა. ამიტომ, კვლავ მნიშვნელოვანია, თავი შევიკავოთ კონფლიქტებში ჩართვისგან. თუ იგრძნობთ, რომ ვიღაც ზეწოლას ახდენს ან ცდილობს თქვენზე მანიპულირებას, არ ჩაერთოთ დაპირისპირებაში, არამედ მშვიდად განსაზღვრეთ თქვენი საზღვრები და ჩაერთეთ იმ საქმეში, რაც თქვენს კონტროლს ექვემდებარება.

ისევე, როგორც ორშაბათს, დღესაც უმჯობესია, დამოუკიდებლად ვიმუშაოთ, ვიდრე ვინმესთან პარტნიორობაში. ასევე, არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების ჩატარება, დოკუმენტების ხელმოწერა ან მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. ზოგადად, ნებისმიერი საქმისთვის, რომელიც პლანეტა ვენერასა და იუპიტერთან ასოცირდება, დღეს დიდია დაძაბულობა.

საღამოს დაძაბულობა არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას, რადგან მთვარე პლუტონთან შეერთებას იწყებს, რამაც შეიძლება შინაგანი შფოთვის განცდა გამოიწვიოს. ბევრს შეიძლება ჰქონდეს უძილობა ან, პირიქით, უცნაური სიზმრები, სადაც გამოვლინდება ჩვენი შიშები ან გადაუჭრელი საკითხები.

მნიშვნელოვანია, მშვიდად გაატაროთ საღამო, ინფორმაციით გადატვირთვის გარეშე, ხოლო ძილის წინ ჩაატაროთ მსუბუქი მედიტაცია ან სუნთქვითი პრაქტიკა. სასარგებლოა იფიქროთ იმაზე, რისი გაშვებაც გსურთ თქვენი ცხოვრებიდან. თუ გონებაში წარსულის ნეგატიური მოგონებები გაგახსენდებათ, მნიშვნელოვანია, დღესვე ჩაერთოთ მათ გარდაქმნაში, რადგან სწორედ დღეს მოქმედებს მთვარის თვის ყველაზე ტრანსფორმაციული ენერგიები.
13:52სთ-ზე იწყება მთვარის მერვე დღე. ამ დღის ენერგიის გასაგებად, გაიხსენეთ ფრინველი ფენიქსი, რომელიც პერიოდულად იწვის და ფერფლისგან ისევ აღდგება. ამიტომ, ეს დღე ახალ დონეზე გადასვლას, აღდგენასა და აღორძინებას ნიშნავს.

მერვე მთვარის დღეს მნიშვნელოვანია ცეცხლის სტიქიასთან მუშაობა. სწორედ ცეცხლი დაგვეხმარება, გარდავქმნათ სევდა ენთუზიაზმად, სასოწარკვეთა რწმენად, ხოლო ტკივილი - განკურნებად.

ცეცხლის სამკურნალო ძალით მოვიშორებთ ყველაფერს, რაც მოძველებულია, და ამ დღეს მივიღებთ ახალ ენერგიასა და ძალებს, რათა წარმატებით გავაგრძელოთ წინსვლა. ეს დღე ასოცირდება ტრანსფორმაციასთან, აღორძინებასთან, რეგენერაციასთან. ამიტომ, დღეს შესანიშნავი დროა თვითანალიზისთვის. რეკომენდებულია, დრო გამოყოთ მედიტაციისთვის, დღიურის წარმოებისთვის ან ნებისმიერი სხვა აქტივობისთვის, რომელიც დაგეხმარებათ თქვენს შინაგან მესთან კავშირის დამყარებაში.

ამ დღის ენერგიები ხელს უწყობს იმის მარტივად გაშვებას, რაც ჩვენ აღარ გვემსახურება – იქნება ეს ნეგატიური რწმენები, არაჯანსაღი ურთიერთობები თუ ცუდი ჩვევები. ეს მნიშვნელოვანი პერიოდია წარსულის გასაშვებად და ახლის მისაღებად. მთავარია ჩვენი შინაგანი განწყობა – ვიყოთ ღია ცვლილებებისა და ახალი გამოცდილების მიმართ, რწმენით, რომ ყველაფერი, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, ჩვენი უმაღლესი სიკეთისთვისაა.

ასევე, ეს დღე ხელსაყრელია, რომ მეორე შანსი მივცეთ იმას, რაც ერთხელ არ გამოგვივიდა. თუ გაქვთ საქმე, რომელიც წარსულში წარუმატებელი იყო, დღეს შეგიძლიათ კვლავ სცადოთ. ეს ეხება ცხოვრების ყველა სფეროს, იქნება ეს მნიშვნელოვანი საქმეები, როგორიცაა ურთიერთობები ან ბიზნესპროექტები, თუ უმნიშვნელო ყოველდღიური რუტინა.

დღის განმავლობაში მნიშვნელოვანია, გამოვხატოთ მადლიერება ჩვენს ცხოვრებაში არსებული ყველა სიკეთისთვის, თუნდაც ცვლილებებისა და კრიზისული პერიოდების მიმართ.

დღის ენერგიებთან შეწყმისთვის გთავაზობთ ორ აფირმაციას, რომლებიც შეგიძლიათ წარმოთქვათ გულში ან ხმამაღლა:

„მე ვუშვებ ყველაფერს, რაც აღარ მემსახურება, და ვიღებ ახალ შესაძლებლობებს, რომლებიც დღეს ჩემ წინაშე იხსნება“.

„მე ღია ვარ ტრანსფორმაციისა და ზრდისთვის და მჯერა, რომ ყველაფერი ხდება ჩემი ჭეშმარიტი სიკეთისთვის“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„ყალბი ღიმილი, ყალბი სიყვარული, ბოროტება, შური, ზედმეტი ინდივიდუალიზმი, ამპარტავნება - ყველაფერი ეს კლავს“ - რას წერს მამუკა რაშოიანი

„სახლიდან გასვლის წინ ჯიბეში ჩაიდე მონეტა და ჩუმად გაიმეორე...“ - როგორ მოვიზიდოთ ფული და წარმატება

ხარაგაულში 40 დღეა 87 წლის ქალს ეძებენ - „ვერანაირი ძალით ვერ ვიპოვეთ მიმდებარედ და ახლო სოფლებშიც“