Digest Logo

🎥 „გადახედეთ თქვენს ვალდებულებებს, მეტი წინდახედულობა გმართებთ“ - 23 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

1753248664
ნინა სუსლოვა

„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა მერკურია. ამ დღის ენერგია საკმაოდ დადებითია, მარტივად შეძლებთ ყველაფრის მიღწევას, ერთადერთი რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ, არის პოზიტიური განწყობა. ასე ყველაფერი უკეთ და მარტივად გამოგივათ“, - 23 ივლისის ასტროლოგიურ პროგნოზზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ასტროლოგმა და ეზოტერიკოსმა ნინა სუსლოვამ ისაუბრა.

რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი პროგნოზი ასე გამოიყურება:

ვერძი -  გადადგით თამამი ნაბიჯები, იმოქმედეთ. კარგი იქნება ფიზიკური აქტივობა. 

კურო - დაგეგმეთ დღე სწორად, გადაანაწილეთ კარიერაზე და ოჯახზე და სწორი მიმართულება მიეცით. 

ტყუპები - დაგეგმეთ აქტივობა, რაც კომუნიკაციას უკავშირდება. დღის პირველი ნახევარი გამოიყენეთ. 

კირჩხიბი - მნიშვნელოვანი დღეა თუ ბიუჯეტს გადახედავთ, ნუ გარისკავთ. შეინარჩუნეთ ბალანსი და სტაბილურობა. 

ლომი - იგრძნობთ ენერგიის ნაკლებობას, არ გექნებათ სურვილი ახალი ნაბიჯები გადადგათ. მეორე ნახევარში ყველაფერი შეიცვლება. 

ქალწული - არ იქნებით კონტაქტური, დაკავდებით იმ საქმით, რაც თავად გეხებათ. არ აიღოთ ახალი პასუხისმგებლობა. 

სასწორი - ჰარმონიული და პოზიტიური დღე გელოდებათ, დაუთმეთ დღე მეორე ნახევარს. 

მორიელი - შეეცადეთ ფრთხილად და სწორად იმოქმედოთ, რადგან შესაძლოა გაკვირდებოდნენ. 

მშვილდოსანი - გამოიყენეთ დღე დასაგეგმად,  განსაკუთრებით თუ სამოგზაუროდ მიდიხართ. 

თხის რქა - გადახედეთ თქვენს ვალდებულებებს, მეტი წინდახედულობა გმართებთ. ნუ გაუზიარებთ სხვებს თქვენს გეგმებს. 

მერწყული - კარგია რაღაც ახლის, სპონტანური გადაწყვეტილებები. ეს ყველაფერი თქვენთვის ძალიან კარგად იმოქმედებს. 

თევზები - პრაქტიკული კუთხით გამოიყენეთ დღე, დაგეგმეთ, დაამყარეთ წესრიგი და არ აჰყვეთ ემოციები, იყავით რაციონალურები. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

ნახეთ როგორ აღნიშნა ლევან ქარაზანიშვილმა დაბადების დღე - ექიმის მეუღლე წვეულებიდან კადრებს გვიზიარებს

სალომე ბაკურაძე თელავში გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებს - „ძალიან საყვარელი ხარ“

🎥 ანიმაციური გმირები, განსხვავებული ტორტი და გართობა - როგორ აღნიშნეს გიორგი ცხადაძემ და სალომე ლემონჯავამ შვილის იუბილე