3 თებერვლიდან იწყება ცეცხლოვანი ცხენის წელი, რაც ენერგეტიკული ცვლილებების ახალ ეტაპს უკავშირდება. როგორც გვერდი „Feng Shui – წარმატების ვარსკვლავი“ წერს, 2026 წელი და მომდევნო პერიოდი ერთ-ერთ ყველაზე რთულ და დინამიკურ ფაზად მიიჩნევა, რომელიც პრაქტიკულად ყველას შეეხება.
„3 თებერვალს ცეცხლოვანი ცხენის წელი იწყება. ენერგიები იცვლება და, ო, რა რთული წელი იქნება — აბსოლუტურად ყველას შეეხება მნიშვნელოვანი ცვლილებები და გამოწვევები. არავინ გადაურჩება 🥰
არა, არავის ვაშინებთ — ეს მოცემულობაა.
2017 წლიდან გადავდიოდით მე-9 პერიოდში და ზუსტად ეს წელი და მომდევნო 2027 წელი იქნება კულმინაციურად რთული. ავდივართ „ამერიკული მთების“ მწვერვალში და იქიდან — ზოგი შეინარჩუნებს პოზიციებს, ზოგი დაეცემა. ეს გაფრთხილებაა: ტკბილ სიცრუეს რეალობა ჯობია.
ბევრი ბიზნესი დაასრულებს ფუნქციონირებას როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში. გაყიდვები დაეცემა, ურთულესი იქნება პოზიციების შენარჩუნება, სამუშაო ადგილები მკვეთრად შემცირდება. ეს ყველაფერი გაზაფხულისათვის უკვე ნათელი გახდება. ნონსტოპ რეჟიმში უამრავი რამ დატრიალდება მსოფლიოში.
ფინანსურად გადარჩება ის, ვისაც შემოსავლის რამდენიმე წყარო ექნება 🙏
‼️აუცილებლად დაეუფლეთ და შეისწავლეთ ახალი პროფესიები — ეს იქნება ყველაზე ღირებული ინვესტიცია არა მხოლოდ 2026-ში, არამედ მომდევნო რთულ პერიოდში‼️
ეს პოსტი არ ემსახურება დაშინებას, უბრალოდ გვინდა რეალური სურათი იცოდეთ. როგორც ახლა არის და ცხოვრობთ — ასე აღარ იქნება. ყველაფერი კოსმიური სისწრაფით შეიცვლება ისე, რომ ხშირად გადაწყვეტილებების მისაღებად დროც არ გვექნება 🔥
ყველაფერი დაჩქარდება, დატრიალდება, შეიცვლება. არსად იქნება ძველებური სტაბილურობა — ეს ეხება არა მხოლოდ 2026 წელს, არამედ სრულ მე-9 პერიოდს, რომელიც 2044 წლამდე გაგრძელდება. მსოფლიო აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო — არც ურთიერთობები, არც ფინანსები, არც ჩვეული ღირებულებები.
ეს ყველაფერი 4 თებერვლის შემდეგ დაიწყება, ამიტომ აუცილებლად მოემზადეთ მენტალურად და ფიზიკურად: მეტი ფიზიკური დატვირთვა, დროული ძილი, ემოციების მოთოკვა. მაქსიმალურად შეეცადეთ ყველაფრის მშვიდად მიღებას და დროულ რეაგირებას. გაიმარჯვებს ყველაზე ამტანი, სწრაფი, ჭკვიანი და წინდახედული ადამიანი.
და ისიც, ვინც იყენებს ფენ შუის — დიახ, მათთვის ეს წელიც და მომდევნო პერიოდიც არ იქნება ტრავმატული და რთული, რადგან ამ უნიკალურ, 5000-წლიან მეცნიერებას ყველა ბერკეტი და შესაძლებლობა აქვს იმისთვის, რომ ყველაზე რთულ პერიოდებშიც კი კომფორტულად, მშვიდად და ბედნიერად ვიცხოვროთ. მოგვმართეთ, ვისაც სურვილი გექნებათ, და თავად დარწმუნდებით.
ამ წლის ენერგიებზე მოკლედ რომ ვთქვათ — ეს არის ცეცხლი ცეცხლში, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ გაზს და საერთოდ ყველაფერს, სადაც აფეთქების ან დაწვის რისკია.
ასე რომ, ყველამ შევიკრათ უსაფრთხოების ღვედები და წინ — ვინც გაფრთხილებულია, ის შეიარაღებულია 🩷🙏🩷 ატარეთ ყველა შესაძლო თილისმა აუცილებლად, იკითხეთ ლოცვები და მანტრები, გაითვალისწინეთ ჩვენი რეკომენდაციები და ყველაფერი მაქსიმალურად კარგად იქნება“, — წერს გვერდი „Feng Shui – წარმატების ვარსკვლავი“.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ „აღნიშნული მოვლენა 165 წელიწადში ერთხელ ხდება“: რატომ იქნება ეს კვირა გადამწყვეტი?