„თეთრი მთვარე, ანუ მფარველი ანგელოზი, სელენა არის ნათელი ენერგიების გამტარი, ის გვეხმარება, გვიცავს ყველანაირი უარყოფითი ენერგიისგან. იმის მიხედვით, ადამიანი რამდენად სწორად ცხოვრობს, ასრულებს კოსმოსურ მისიას, აძლიერებს ან ასუსტებს მას.
7 თვეში ერთხელ მფარველი ანგელოზი გადის გარკვეულ ზოდიაქოს ნიშანს. ახლა იმყოფება ლომის ზოდიაქოში, 15 მარტამდე იქნება იქ. ამის შემდეგ 15 ოქტომბრამდე გადავა ქალწულის ზოდიაქოში, შემდეგ 7 თვით სასწორში. ეს პერიოდი განსაკუთრებით ეხმარება ლომებს. ეს ის პერიოდია, როდესაც ადამიანში იღვიძებს შემოქმედებითი ნიჭი, არტისტიზმი, თეატრალური უნარი. ძალიან კარგი პერიოდია სიყვარულისთვის, ლომი სიყვარულის სიმბოლოა.
15 მარტიდან მფარველი ანგელოზი დაგეხმარებათ განკურნებაში. 15 ოქტომბრიდან საუკეთესო პერიოდი იქნება ქორწინებისთვის.
ახლა ვინც იბადება 15 მარტამდე ბავშვების მფარველი ანგელოზი ყველას ჰყავს ლომში, მათ დიდი გამართლება აქვთ პირად ურთიერთობებში ცხოვრების განმავლობაში“, - ამის შესახებ გადაცემაში „პოსტ ალიონი“ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა ისაუბრა.
რა ზეგავლენას ახდენს მფარველი ანგელოზი ზოდიაქოს ნიშნებზე:
ვერძი - 15 მარტამდე გადასარევი პერიოდია სიყვარულისთვის, სასიყვარულო პარტნიორის პოვნის, შეუღლების. შემოქმედებითი ნიჭი და უნარი გამოვლინდება ახლებურად. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა შვილებთან. 15 მარტის შემდეგ ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, ჰიგიენას.
კურო - 15 მარტამდე პერიოდი კარგია საოჯახო, სანათესავო კონტაქტებისთვის. მფარველი ანგელოზი გეხმარებათ გაერკვეთ საგვარეულო ფესვებში, რიტუალებში, გაიხსენეთ წინაპრები, პატივი მიაგეთ მათ და სანთელი აუნთეთ. იმოქმედეთ ინტუიციაზე დაყრდნობით. 15 მარტის შემდეგ 15 ოქტომბრამდე გეწყებათ სიყვარულის დრო. საუკეთესო დროა შვილებთან ურთიერთობისთვის.
ტყუპები - კონტაქტები, შეხვედრები, მოლაპარაკებები, მოგზაურობა, ურთიერთობები, ინფორმაციები, თანამშრომლობა - 15 მარტამდე. ამის შემდეგ სამყარო გეუბნებათ, ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ, ნაკლები გონება, წინ გულის ხმა. გააძლიერეთ ახლობლებთან, ნათესავებთან ურთიერთობები. 15 ოქტომბრიდან გეწყებათ სიყვარულის ხანა.
კირჩხიბი - კარგი პერიოდი გაქვთ ბიზნესს საქმიანობაში, ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. შანსი იმისა, რომ რაღაც საინტერესო პროექტში ჩაერთოთ, საკმაოდ დიდია. თქვენი პროექტები იქნება მოგებიანი. კონკურსში შეიძლება გაიმარჯვოთ. 15 მარტიდან საუკეთესო პერიოდი გექნებათ სწავლისთვის.
ლომი - თქვენი დროა, მფარველი ანგელოზი თქვენთანაა და არ დაკარგოთ ეს დრო. გაქვთ საშუალება გამოჩნდეთ, გახდით ლიდერები, აიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. მაქსიმალური კონტაქტი დაამყარეთ შვილებთან, ლატარიებში, კონკურსებში მონაწილეობა იქნება წარმატებული. 15 მარტის შემდეგ ფინანსების მოსაზიდი პერიოდი დაგეწყებათ.
ქალწული - მეტი დრო დაუთმეთ რწმენას, ხართ მატერიალისტი ნიშანი, მაგრამ ახლა უნდა გაიხედოთ რელიგიისკენ, ფილოსოფიისკენ, ასტროლოგიისკენ. ძალიან კარგი პერიოდი გექნებათ თუ ფსიქოლოგიაში მოღვაწეობთ. 15 რიცხვიდან თქვენი დრო მოვა, საუკეთესო პერიოდი გექნებათ საინტერესო ადამიანების გასაცნობად, სამოგზაუროდ.
სასწორი - თქვენ გაქვთ სიახლეების პერიოდი. რეფორმები, ახალი იდეა, პროექტი, ურთიერთობა, მეტი დრო დაუთმეთ ინტერნეტს, აქედან გაიცნობთ ადამიანებს. გჭირდებათ არასტანდარტული მოქმედება, სპონტანური იმპროვიზაცია, ორიგინალური აზროვნება - ეს არის თქვენი წარმატების ფაქტორი!
მორიელი - ახლანდელი პერიოდი, 15 მარტამდე, არის კარიერული განვითარების, წინსვლის პერიოდი. ამიტომ რაც შეიძლება მეტი ურთიერთობა ხელმძღვანელებთან, კოლეგებთან. აიმაღლეთ კვალიფიკაცია, გაიარეთ კურსები. ახალი წლის შემდეგ შეიძლება მიიღოთ წინადადება. 15 მარტიდან პერიოდი გაქვთ სიახლეების, დანერგეთ ახალი მეთოდები. ძალიან კარგი მეგობრობის პერიოდია. ეცადეთ, იმუშაოთ უფრო თავისუფალ გარემოში. 15 ოქტომბრიდან მოგეთხოვებათ ენაზე კბილის დაჭერა, ყველაფერი ჩუმად უნდა აკონტროლოთ.
მშვილდოსანი - მგზავრობა-მოგზაურობა, უცხოელებთან აქტიური კონტაქტი, ურთიერთობები იქნება წარმატებული. ერთობლივი თანამშრომლობა ჩამოგიყალიბდებათ, საიდანაც მატერიალურ დივიდენდებს მიიღებთ. შემდეგ პერიოდში შავი მთვარე იქნება თქვენს ზოდიაქოში. „ფეიკების“ ალბათობა გექნებათ მაღალი.
თხის რქა - 15 მარტამდე მაქსიმალურად უნდა იმოქმედოთ საიდუმლოდ. სხვისთვის ინფორმაციის ცოდნა არ არის სასურველი. 15 მარტის შემდეგ გადასარევი იქნება უცხოელებთან აქტიური კონტაქტებისთვის, მგზავრობა-მოგზაურობისთვის. 15 ოქტომბრიდან 7 თვე მფარველი ანგელოზი გეუბნებათ, რომ ცხოვრებაში რაც შეიძლება მეტი სიახლე უნდა შეიტანოთ.
მერწყული - ახლანდელი პერიოდი კარგია თქვენი ნიჭის გამოსავლენად, ქორწინებისთვის. რაც მეტად გადაწყვეტთ პრობლემას უკონფლიქტოდ, მით მეტად იქნებით წარმატებული. 15 მარტიდან პერიოდი კარგი იქნება ერთობლივი, პარტნიორული თანამშრომლობისთვის, რაც მატერიალურ დივიდენდებს მოგიტანთ, მთავარია ენას კბილი დააჭიროთ. დაეყრდენით ინტუიციას.
თევზები - დაალაგეთ აზრები, ურთიერთობები, საქმე. მიხედეთ ორგანიზმს, ჰიგიენას. 15 მარტიდან საუკეთესო პერიოდია შემოქმედებითი ნიჭისთვის, ფრთებს შლით ამ სფეროში და გადასარევი პერიოდი იქნება ქორწინებისთვის. 15 ოქტომბრიდან კი პერიოდი ხელს შეგიწყობთ ბიზნესში.
ასევე დაგაინტერესებთ: