Digest Logo

„გაფრთხილებთ, ეს არის საკრალური დღე“ - ამ კვირაში 2 მნიშვნელოვანი თარიღია

1647240356
მიხეილ ცაგარელი

ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის პროგნოზით, მიმდინარე კვირაში ორი მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა იქნება. ესენია - სავსემთვარეობა და მზებუდობა - 18 და 20 მარტი. ცაგარელი ადამიანებს ურჩევს 18 მარტი მშვიდად გაატარონ, 20-ში კი სურვილები ჩაუთქვან და ილოცონ.

„ამ კვირაში ორი მთავარი მოვლენა გვაქვს - სავსემთვარეობა და მზებუდობა. სავსემთვარეზე კოსმოსიდან მოდის ძალიან დიდი ენერგია, რაც გადადის აგრესიაში. ამიტომ 18 მარტი გაიარეთ მშვიდად, ამ დღეს არ ღირს მოლაპარაკებები და ხელშეკრულების დადება. რადგან არის ცდუნება, რომ მოგინდეთ პირველობის დამტკიცება.

20 მარტი - დღე-ღამ ტოლობა - იწყება ასტროლოგიური ახალი წელი, მზე გადადის ერთი თვით ვერძში და იწყება განახლება. ეს დღე არის საკრალური. აუცილებლად დაასუფთავეთ სახლი, სანთელ-საკმეველით გაწმინდეთ აურა და ჩაუთქვით სურვილი. ამ დღეს ლოცვა და სურვილების ჩათქმა ძალიან მნიშვნელოვანია. 20 - მარტიდან თქვენ უნდა დაიწყოთ განვითარების ეტაპი.

ასევე გაფრთხილებთ, რომ მთელი მარტის პერიოდში დედამიწა იქნება დადებით ენერგოველში, გარდა ერთკვირიანი გამონაკლისისა ესაა 18 - მარტიდან - 25 -მდე პერიოდი. ეს არის დაძაბულობის კვირა და ამ პერიოდში გაუფრთხილდით ნერვულ სისტემას“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵ია ფარულავამ „რუსთავი 2“ დატოვა

🔵ავარია რიკოთზე - გარდაცვლილია 3 პოლიციელი

🔵„ორშაბათიდან ევროპა ხსნის ნიღბებს და ყველანაირ აკრძალვებს - უჯიკეეეთ ჩვენს ეპიდემიოლოგებს“ - ლალი მოროშკინა