ფრანგმა ფეხბურთის ლეგენდამ, დავიდ ტრეზეგემ, ხვიჩა კვარაცხელიასა და „ოქროს ბურთის“ მოგების შანსებზე ისაუბრა. მისი შეფასებით, ქართველ ფეხბურთელს აქვს ყველა საჭირო თვისება იმისთვის, რომ მომავალში პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს მფლობელი გახდეს, თუმცა წელს ამის მიღწევა გაუჭირდება.
ტრეზეგეს თქმით, კვარაცხელია უნიკალური ფეხბურთელია, თუმცა საქართველოს ნაკრებთან დაკავშირებული გარემოებები მის შანსებზე გავლენას ახდენს.
„ხვიჩა კვარაცხელიას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ მომავალში „ოქროს ბურთის“ მფლობელი გახდეს. თუმცა, მისი ნაკრების გამო, ეს წელს გაცილებით რთული იქნება. ის უნიკალური ფეხბურთელია, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატზე არ უასპარეზია და საკუთარი შესაძლებლობების სრულად წარმოჩენა ვერ შეძლო“, - განაცხადა ტრეზეგემ.
მისი შეფასებით, კვარაცხელიას სამომავლოდ აქვს პოტენციალი, ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოსთვის იბრძოლოს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ცნობილია, როდიდან შეძლებენ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები სასკოლო ფორმის შეძენას