Digest Logo

„გაღიზიანებადობა მომატებულია...დააკვირდით სიტყვებს, რადგან შესაძლოა შეგვრცხვეს კვირის ბოლოს!“ - სოფია ბზეკალავას ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის

1739166356
სოფია ბზეკალავა

„რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირაში?“, - ამის შესახებ ასტროლოგმა სოფია ბზეკალავამ გადაცემაში „შენი დილა“ ისაუბრა და საზოგადოებას ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის გაუზიარა.

ასტროლოგის თქმით, მიმდინარე კვირის ხუთშაბათამდე, მნიშვნელოვანია როგორ განწყობაზე არიან ადამიანები.

„ჩემი რჩევაა დავზოგოთ ერთმანეთი, რადგან შესაძლოა ზოგ ადამიანს ოჯახური პრობლემები ჰქონდეს. არ დაგვავიწყდეს, რომ 12 თებერვალს მთვარის დაბნელება გვაქვს ლომის ნიშანში, რომელიც არის ემოციები, გული, იმიჯი და დამოკიდებულებები ოჯახთან. მე გირჩევთ, რომ კონფლიქტების გარეშე დავძლიოთ ეს კვირა, სადაც გამოცდა გველის ემოციებსა და სიყვარულზე“,- განაცხადა ბზეკალავამ.

რაც შეეხება ზოდიაქოს ცალკეულ ნიშნებს, მათი პროგნოზი ასეთია:

ვერძი

24 თებერვლამდე გირჩევთ, დაზოგოთ დრო და ემოციები. კვირის პირველ ნაწილში, თქვენ დაკავებული იქნებით, საკითხების მოგვარებით, რაც უკავშირდება სახლს, ლოჯისტიკას და საოჯახო ვალდებულებებს. ზოგი თქვენგანი შესაძლოა წავიდეს პაემანზე. ასევე, შანსი იმისა, რომ უმისამართოდ იყოთ გაღიზიანებული დიდია. თქვით კორექტულად არა, ვიდრე გაღიზიანებულზე ილაპარაკოთ მეტი. კვირის მეორე ნახევარში კი შესაძლოა მიიღოთ საჩუქარი.

კურო

რაღაცას უნდა დაელოდოთ, რაც თქვენს გაღიზიანებას იწვევდეს. კარგი პერიოდია ფინანსური მოლაპარაკებების ფანჯარა გაჭრათ. ცოტა თამამი იქნებით და მე გირჩევთ, რომ პირდაპირ თქვათ თქვენი სათქმელი. ეს ეხება ყველანაირი საკითხს, მათ შორის ფულთან. თუ კი თქვენ მეტ სითამამეს გამოიჩენთ, შესაძლოა ის ადამიანი გამოვიდეს კონტაქტზე, ვისთანაც კონტაქტის პერსპექტივა დაკარგული გეგონათ. 

ტყუპი

გვაქვს საინტერესო ისტორია, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე ხართ. შეიძლება იმპულსურად იმოქმედოთ და დაგაბრმავოთ კონკრეტულმა მოქმედებებმა. არ იმოქმედოთ ემოციურად, რადგან ქარის წისქვილებს დაუწყებთ ბრძოლას. ან კვირის ბოლოს დიდი შანსია, გარიყულად იგრძნოთ თავი. არ დაგაბრმავოთ ზედმეტად თავდაჯერებამ. გაქვთ მოლოდინი, რომ ყველაფერს გაპატიებენ, მაგრამ გირჩევთ არ იჩქაროთ, არ იყოთ ხისტი და კარებს ნუ მოიჯახუნებთ, რადგან შესაძლოა ინანოთ.

კირჩხიბი

საინტერესოა ის, რომ საბოლოოდ თქვენთვის ნათელი გახდეს, ის რაც თქვენთვის ორი კვირის წინ გაურკვეველი იყო. ეს ეხება მატერიალურ საკითხებს და საერთო ქონებას. ეს ასევე ეხება თქვენს ჯანმრთელობას. გეტყვით, რომ ეს დროებითია, არაფერი ცუდი არ არის. შესაძლოა იყოთ, გაღიზიანებული და ემოციური. შეიძლება აღიარებები მოისმინოთ და ასევე თქვენც მოგიწიოთ, გარკვეული აღიარებები. 12 თებერვლის სავსემთვარეობა შესაძლოა თქვენთვის იყოს გულისამაჩუყებელიც.

ლომი

ძალიან მნიშვნელოვანი კვირაა, რაც შეეხება თქვენს იმიჯს, როგორ აღიქვამთ საკუთარ თავს სხვა ადამიანის პრიზმიდან. დროა, აღიდგინოს შელახული რეპუტაცია. აუცილებელი იქნება მოუსმინოთ პარტნიორებს, შესაძლოა იყოს ობიექტური კრიტიკაც. დადეთ იარაღი და ბრძოლაში არ შეხვიდეთ. დაზოგეთ თავი და არ ჩაერიოთ სხვის კონფლიქტურ სიტუაციაში, რადგან მედიატორის როლით შესაძლოა თქვენ გამოხვიდეთ დაზარალებულები. მე გირჩევთ დამკვირვებლის პოზიციაში იყავით, ასევე ბევრი დრო გაატარეთ ბავშვებთან.

ქალწული

კვირის პირველ ნაწილში, შეეცადეთ ემოციურად არაფერმა დაგაბრმავოთ. შესაძლოა მომაკვდინებლად კრიტიკული იყოთ და გარიყულობის განცდა იგრძნოთ. აუცილებლად უნდა გახსოვდეთ, იმისთვის რომ დაგიჯერონ, კიდევ ერთი შანსი მოგცენ, თქვენ უნდა უკან დაიხიოთ და უფრო მეტად მოქნილი გახდეთ, უფრო მეტად ლოიალური. გაიხსენეთ, ივნის-ივლისის მოვლენებს, რა ხდებოდა თქვენს ზურგს უკან. მოერიდეთ ექსტრემს და საჭესთან თუ ხართ, ნელა იარეთ. სიმშვიდე და გულწრფელობა.

სასწორი 

აუცილებლად უნდა დააკვირდეთ, თქვენს სამსახურებრივ ურთიერთობებს, სადაც საქმე ეხება სტატუსს. შესაძლოა კარგი შემოთავაზებები და რჩევები იყოს, რაც შესაძლოა აღიქვათ, როგორც ულტიმატუმი, მაგრამ ამით შესაძლოა ძალიან კარგი შანსი გაუშვათ ხელიდან. კარგი პერიოდია შვილებთან ურთიერთობისათვის. მიმდინარე კვირას, შესაძლოა მოგიწიოთ საკითხების გადაგეგმვა სამსახურებრივი ფაქტორით, რადგან კონკრეტული ადამიანი ვერ ახერხებდეს ბოლო წუთს მოვალეობის შესრულებას, გარკვეული მიზეზით, მათ შორის ჯანმრთელობის პრობლემების გამო. ამან შესაძლოა გაგაღიზიანოთ, ამიტომ გირჩევთ იყოთ, მაქსიმალურად ტოლერანტული.

მორიელი

თქვენს წინ დადგება საკითხები, რომელიც ზაფხულში მოხდა და მოგიწიათ დიდი ნახტომის გაკეთება. შესაძლოა გადახარჯეთ რესურსი, იქნება ეს მატერიალური თუ ადამიანური. ყველაფერი ეს არის მიზეზშედეგობრივი. თუ კონკრეტულ საკითხებზე არ აიღეთ პასუხისმგებლობა, ამ კვირაში კიდევ ერთხელ მოგიწევთ, ამ ყველაფერს დაუბრუნდეთ. კონკურენციის კვირაა, და შესაძლოა აღმოაჩინოთ, რომ მარტო არ ხართ და მხარდაჭერას იგრძნობთ.

მშვილდოსანი

აქ იწყება პერიოდი და გაგრძელდება მაისამდე, სადაც საკითხები, რომელიც ეხება თანამშრომლობას, ხან შევა ჩიხში და ხანაც გაუმჯობესდება. უცებ შედეგი არ იქნება, მაგრამ ნელ-ნელა უნდა გადადგათ ნაბიჯები. ამ კვირაში იწყება წარმატებული საკითხები, რომელიც ითხოვს თანმიმდევრულ მოქმედებას, ხელები დაიკაპიწეთ და დაიწყეთ ახალი რაღაცის შენება. მოთმინება დაგჭირდებათ, თუ რამე დანაშაული მიგიძღვით დაა მოგიწევთ ნდობის მოპოვება.

თხის რქა 

ამ კვირაში შესაძლოა ვერავინ და ვერაფერმა გადაგახვევინოთ დასახული მიზნებიდან, თუმცა ამან შესაძლოა ვიღაც გააღიზიანოს და გაგაკირტიკონ, თუმცა ამან არ შეგაშინოთ. იგი არ თმობს ერთ სიტყვასაც კი, არის უკომპრომისო. თხის რქა შესაძლოა საშინლად ჯიუტი იყოს, მიმდინარე კვირაში შეიძლება გაიმყარონ სმსახურებრივი რეპუტაცია

მერწყული

დააკვირდით, რაღაც შფოთვები იქნება. ეს შეიძლება უფრო იყოს შიში და ფიქრი უსაფრთხოებაზე, განსაკურებით ბავშვების მიმართ, ოჯახზე. ასევე არის შანსი, ყოფილი გამოჩნდეს და ზურგს უკან არსებული ამბები გახდეს ნათელი. ნუ მოახდენთ სიტუაციის ფორსირებას, შეეცადეთ მოერიდოთ შფოთვებს და კონფლიქტს შვილებთან.

თევზები

საინტერესო აღმოჩენას გააკეთებთ, მიმდინარე კვირაში. რომ გყავთ კონკურენტი, ან სამსახურში ან სამეგობროში, რომელიც აქამდე არ გეკონკურენტებოდათ, ახლა კი ღიად გაძლევთ შენიშვნებს და გაკრიტიკებთ. არ აჩქარდეთ, რომ წინ არ გაგისწროთ სიტყვებმა, არ ჩაერიოთ სხვის ცხოვრებაში. ამ კვირას აქვს კარგი ის, რომ თუ თქვენ დაკარგეთ შინაური ცხოველი შესაძლოა დაბრუნდეს. ან თუ ავად გყავდათ, გამოჯანმრთელდეს.