
დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე აქტიური და გონებამახვილი, კონტაქტური და კომუნიკაბელური ტყუპების, მთვარე კი, უშიშარი და მებრძოლი ლომის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გამოვლინდება ყველაზე მეტად.
პარტნიორული ურთიერთობა – გამოიჩინეთ მეტი მზრუნველობა პარტნიორის მიმართ, ეცადეთ აუსრულოთ ყველა სურვილი.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, საჩუქრებისა და სუვენირების შესაძენად, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, მცენარეების დარგვა და გადარგვა, ბინის შეცვლა და სესხის აღება.
ჯანმრთელობა – მოერიდეთ ნერვიულობას და სიმძიმის აწევას. არ ღირს ფიზიკურად და ემოციურად გადატვირთვა. გაუფრთხილდით დასუსტებულ ხერხემალს და გულ-სისხლძარღვოვან სისტემას.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ლურჯი, ბეჟი, ნარინჯისფერი და ვერცხლისფერი, ასევე ქარვა, სერდოლიკი, სარდიონი, ბრილიანტი და მთის ბროლი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა მშვილდოსნისა და მერწყულისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ კირჩხიბს, ქალწულს და თევზებს.