ასტროლოგი ქეთი ოდიშელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.
ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც 7 აპრილის შესახებ წერს და ამბობს, რომ დღეს ქალღმერთი „კარნის“ დღეა:
„დღეს, 7 აპრილია, ქალღმერთი კარნის დღე, ბედისწერის დღეების დასაწყისი, რომელიც 21 აპრილამდე გრძელდება. ვარაუდობენ, რომ კარნის (სლავური მითოლოგია) სახელს უკავშირდება სიტყვა „ინკარნაცია“, „რეინკარნაცია“.
კარნი განსაზღვრავს ცხოვრების მოვლენებს, შემდეგი განსხეულებების პროცესს. ის არის გლოვის, გამოტირების ერთგვარი იდეის მატარებელი. ის აცილებს გარდაცვლილებს უკანასკნელ გზაზე. კარნი მოიცავს სევდას, გარდაცვალებას, ტირილს, გოდებას, რომელსაც ახლავს განახლება, გარდაქმნა.
ამ დღეს ეფექტურია „კარმული კვანძების“ გახსნა.
დაფიქრდით, სად, რა უნდა შეცვალოთ, დაალაგეთ თქვენი ცხოვრება, განსაზღვრეთ გარემოება და გონივრულად იმოქმედეთ. თქვენ უნდა „გარდაიცვალოთ“, რათა აღდგეთ ფერფლიდან თქვენს საუკეთესო ვერსიად.
ყველაფერი ციკლურია, ყველაფერი მოიცავს ორ საწყისს, ყველაფერი ერთიანია ამ სამყაროში.
„გამოიტირეთ“ საკუთარი წარსული „მე“ თუ ამას საჭიროებთ და დაიბადეთ, აღორძინდით, იხარეთ!“, - წერს ქეთი ოდიშელი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს...“ - კვირის დღეების ასტროპროგნოზი