დღეს, 7 აპრილს ხარებაა - უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული, რომელიც იმედის, განახლებისა და კეთილი ამბის მოლოდინს უკავშირდება. ეს ის დღეა, როდესაც ზეცა და მიწა ერთიანდება, რათა გვამცნოს, რომ სასწაულები შესაძლებელია და სიცოცხლე ყოველთვის იმარჯვებს.
რატომ არის ხარება კაცობრიობის ისტორიის გარდამტეხი წერტილი, რას წინასწარმეტყველებდა ესაია ქრისტეს შობამდე 8 საუკუნით ადრე და რას პასუხობს ასტროლოგი მათ, ვინც უბიწო ჩასახვას ეჭვქვეშ აყენებს? წაიკითხეთ გიორგი ლობჯანიძის ემოციური გზავნილი:
„ხარება - დიდი საუფლო დღესასწაული.
ამ დღეს, ღვთისმშობელს ეუწყა „მესიის“ განკაცება მთავარანგელოზ გაბრიელის ენით.
ეს დღესასწაული არის ნიშანი იმისა, რომ ღმერთმა ვერ გაიმეტა ადამიანი საბოლოო წარწყმედისათვის.
ქრისტეს შობამდე, ჯერ კიდევ, დაახლოებით - 800 წლით ადრე იწინასწარმეტყველა ესაია წინასწარმეტყველმა ეს მოვლენები.
მოღვაწეობა მან დაიწყო ძვ.წ. 759 წელს მეფე ოზიას ხანაში.
გარკვევით ამბობს: „აჰა ქალწულმა მუცლად იღოს და შვეს ძე და უწოდიან სახელი მისი ემანუელ". რაც თანამედროვე ქართულით ნიშნავს, რომ „ჩვენთან არს ღმერთი!".
ეს იმდენად სასიხარულო დღეა, რომ ხარობს ცა და მიწა!
მოგეხსენებათ, ძველი აღთქმის ცხოვრების წლებში, ქრისტეს განკაცებამდე ყველა ადამიანის სული, რაც არ უნდა მართალი ყოფილიყო ზეცის საუფლომდე ვერ მიდიოდა, ხოლო ამ მოვლენით კვლავ გაეღო კარი ადამს და მის მოდგმას რომ ავიდნენ კვლავ ზეცაში და დაიმკვიდრონ ადგილი.
მხოლოდ ქრისტიანულ კულტურაშია სამსახოვანი ღმერთი განკაცებული, არა მითოლოგიურად ან ფილოსოფიურად, არამედ, ხილულად, რომლის მოვლინებაც, ასევე ნიშანია მარადიული სიცოცხლის დაწყებისა.
სწორედ მისი დაბადებით დაედო საფუძველი მომდევნო 2000 წლიან ისტორიას და ზოგადად დაუსრულებელ არსებობას ღვთიურ წიაღში!
გილოცავთ! გვეხაროს ერთმანეთით და გვეპოვოს ღმერთი ჩვენს გულებში!
აქვე, არ შემიძლია რომ არ დავწერო: „სექტანტური აზრია წინა ხაზზე გამოსული ღვთისმშობლის შესახებ, როგორ მოხდა ჩასახვა ასე უბიწოდო“.
ამიტომ მოვიყვანე ესაია წინასწარმეტყველის მაგალითი პოსტში და ძველი აღთქმა მაინც წაიკითხეთ და გადახედეთ წყაროებს, სადაც ნათლად ჩანს მისი უბიწობის შესახებ.
„აჰა ქალწულმა მუცლად იღოს და შვეს ძე და უწოდიან სახელი მისი ემანუელ". რაც თანამედროვე ქართულით ნიშნავს, რომ „ჩვენთან არს ღმერთი!“.
ამიტომ, მოეშვით მკრეხელურ აზრებს და რა აზრიც არც ბიბლიაში არ თქმულა და არც ბიბლიის გაგრძელების მერეც არცერთ წმინდა მამას არ უთქვამს, აქ ნუ წერთ თქვენი ურწმუნობის აზრებს!
მოსმენაც არ უყვართ, სამწუხაროდ და ისე როგორ ხდება რომ ყველა თქვენ გატყუებთ და ყველაფერი გაყალბებულია, საინტერესოა.
კიდევ ერთხელ გილოცავთ! მრავალს დაესწარით! შეეწიოს ღვთისმშობელი მის წილხვედრ საქართველოს და მთელ მსოფლიოს!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.
ცნობისთვის, აღდგომა ქრისტიანული სამყაროსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რომელიც იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომასა და კაცობრიობის ხსნას ეძღვნება. 2026 წელს, მართლმადიდებლური აღდგომა 12 აპრილს აღინიშნება.
6 აპრილიდან ჩვენ სწორედ ვნების შვიდეულში, ანუ ვნების კვირეულში ვიმყოფებით, რომელიც დიდმარხვის ბოლო და ყველაზე მძიმე კვირაა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: