Digest Logo

„გამოიყენეთ ეს დრო! თქვენ შეგიძლიათ არნახულ წარმატებებს მიაღწიოთ“ - ცაგარელი კვირის ფავორიტ ნიშანს ასახელებს

1676279447
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი

„დედამიწა პოზიტიურ ენერგოველში გადადის, ყველა ამას მეტ-ნაკლებად იგრძნობს იმით, რომ განწყობა გაუმჯობესდება, კომუნიკაცია უკეთესია, ურთიერთგაგება მაღალი. საქმე, იდეა, პროექტი შედარებით უკეთ წარიმართება, ამიტომ პოზიტიური შესაძლებლობები მოიმატებს. მაგრამ არის ერთი დეტალი - ამ კვირაში 5 გეომაგნიტური დღე გვაქვს“, - ამის შესახებ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა „იმედის დილაში“ განაცხადა.

👉„მზად იყავით! ამ კვირაში 2 მისტიკური დღეა“ - ცაგარელი საზოგადოებას აფრთხილებს

მისი თქმით, ოთხშაბათი მისტიკური დღეა და ასევე მისტიკა გველოდება კვირას, 19 თებერვალს, როცა მზე დატოვებს მერწყულის ნიშანს და თევზებში გადავა.

რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი კვირის პროგნოზი ასე გამოიყურება👇

ვერძი -  ვერ გააჩერებთ ამ კვირაში, ძალიან ენერგიული, მიმზიდველი და შარმიანია, ბევრი რამ გამოსდის, არაერთი იდეა რეალიზაციაში გადავა. ეს პერიოდი მისგან თანმიმდევრულ მოქმედებას ითხოვს და არა სულსწრაფობას, მას კი ეჩქარება, ეს შესაძლოა, ხელს უშლიდეს. თუ ამას გაითვალისწინებს და დაიოკებს, მშვენიერი პერიოდი აქვს. ეს არის სიახლეების დრო, შეიძლება ახალ ბინაშიც კი გადავიდეს, ამიტომ მათთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია, ამიტომ უნდა იყოთ აქტიური. ვერძებო, მიდექით-მოდექით, ხალხი შეაწუხეთ და იყავით წარმატებულები.

კურო - ენერგოტონუსი იწყებს გაუმჯობესებას, ამიტომ თუ ეს ნიშანი ავადმყოფობდა, ან ვერ იყო განწყობაზე, ბოლო 2 კვირის განმავლობაში, განწყობა შეიცვლება. ჰარმონიზაციის ელმენტი ჩნდება და უკვე ნაკლებად იღლება. შრომისუნარიანობა მოიმატებს, მაგრამ მინდა ვთხოვო მათ, ჯერ არ არის საუკეთესო პერიოდი კარიერული განვითარებისთვის. აქ შეიძლება შეცდომები ისევ დაუშვათ, ამიტომ ეს დრო ძველის გამოსწორებას დაუთმეთ. შემდეგი კვირიდან ძალიან კარგი პერიოდი დაიწყება. 

ტყუპები - ტყუპები თუ გყავთ გვერდით, გაგაოგნებთ და გაგაკვირვებთ. არნახული ენერგიის, კომუნიკაციის, გონებამახვილობის პატრონია და უცებ მოგაყრით 19 იდეას ერთად, მიდით და აარჩიეთ. მას ძალიან უყვარს მოგზაურობა და ამისთვის კარგი პერიოდი აქვს ახლა. ის ლინგვისტია თავისი ბუნებით და ახლა სწორედ კარგი დროა ახალი ენის ასათვისებლად. ვისაც შვილები გყავთ ტყუპები, აუცილებლად ასწავლეთ უცხო ენა, რადგან მათთვის 5-6 ენაც არაფერია. ტყუპებო, ერთ-ერთი საუკეთესო კვირაა, შარმიც გაქვთ, მიზიდულობაც. პაემნებისთვისაც და საქმისთვისაც მშვენიერი დროა.

კირჩხიბი - ნელ-ნელა ენერგოტონუსის მომატებას იგრძნობთ. თუ რამე პრობლემა, გაურკვევლობა და მოუგვარებელი საკითხები იყო, უკვე ადვილად აგვარებთ. ინტუიცია მზარდი ხდება, წინათგრძნობის მომენტები ძლიერდება. ეს პერიოდი ხელს უწყობს არაერთი საინტერესო იდეის მოგვარებას. მაგრამ ენაზე კბილის დაჭერა მოგეთხოვებათ. თქვენ ემოციური, მგრძნობიარენი ხართ, მაგრამ წინდაწინ ნურაფერს გათქვამთ, რადგან ეს შეიძლება სხვამ მომენტალურად გამოიყენოს. ეცადეთ, გაასაიდუმლოოთ თქვენი იდეები, რათა სხვებმა ის თქვენს წინააღმდეგ არ გამოიყენონ. 

ლომი - იმპერატორთა ნიშანი უკეთ იგრძნობს თავს, ენერგოტონუსი მაღალია, შარმიანია, კარგი ორგანიზატორია, ლიდერული თვისებები აქვს წამოწეული წინა პლანზე. ძალიან საინტერესო პერიოდი აქვს, მაგრამ მე ვთხოვ ლომებს ერთადერთ რაღაცას, რაც მათ უშლით ხელს, კამათის, დისკუსიის და დაპირისპირების მაღალი ალბათობის გამო, ხელმძღვანელ პირებთან ცოტა ლმობიერება წამოწიონ წინ. სხვა მხრივ პერიოდი ძალიან კარგია, ყველაფერი გამოდის, უბრალოდ ნუ იქნებით ხისტი და იყავით დელიკატური.

ქალწული - აშკარად გამოცოცხლდება. მიეცით ყველაზე რთული საკითხები და საქმეები, ისედაც არნახულად ნებისყოფიანი და შრომისუნარიანია და ეს ყველაფერი ახლა ემატება. განწყობა უკეთესია და აქედან გამომდინარე შესაძლებლობები ერთიორად მატულობს. აქ შეიძლება მემკვიდრეობითი საკითხები მისთვის სასიკეთოდ გადაწყდეს. ფინანსური მდგომარეობა გაუუმჯობესდეს, ჩაერთოს ახალ პროექტებში, რაც წარმატების მომტანი იქნება. რადგან ჯანმრთელობა მატულობს, მისი შრომიუნარიანობაც ორმაგდება. ამიტომ, ახლა ნელ-ნელა მოუმატოს, მაგრამ არ გადაიღალოს. ქალწულებს ვთხოვ, როცა ვამბობ, რომ კარგი პერიოდი იწყება, ეს არ ნიშნავს, რომ დღესვე მოიკლათ თავი და ერთი კვირის პროგრამა შეასრულეთ. 

სასწორი - გაცილებით უკეთ იგრძნობს თავს, რადგან მატულობს ენერგეტიკა. მეგობრების, კოლეგების და პარტნიორებნის მხრიდან იღებს დახმარებას, რაც აძლევს საშუალებას არაერთი იდეა განახორციელოს. სასწორებო, საუკეთესო კვირაა კონკურსებში, ლატარიებში მონაწილეობისთვის, რადგან იქნება წარმატების და მოგების დიდი შანსი. ქორწინებისთვისაც კი ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. ამიტომ, იაქტიურეთ გინდათ პირადული და გინდათ ფინანსური კუთხით. 

მორიელი - გამოცოცხლდება, ჯდება კალაპოტში, ენერგოტონუსი მატულობს, ეს აძლევს საშუალებას იღბლიანობაც გააძლიეროს. მისი ნამოქმედარი ხელმძღვანელების და კოლეგების მხრიდან დანახული და კარგად შეფასებული იქნება, ეს კი მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ერთადერთი, რამაც შეიძლება შეუშალოს ხელი, არის გადაფასება საკუთარი შესაძლებლობების. ის მომენტი, რომ „აი, მე ძალიან მაგარი ვარ“, როგორც გაუჩნდება, ეგრევე შეცდომებს დაუშვებს. 

მშვილდოსანი - ენერგიული, აქტიური და ინიციატივიანია. მისგან მოდის ძალიან საინტერესო და კარგი იდეები. საუკეთესო პერიოდია უცხო ენების ასათვისებლად, ასევე პარტნიორული ურთიერთობებისთვის.  ხელს უწყობს ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას. მათ აქვთ ძალიან კარგი შანსები და იაქტიურონ, ძალიან კარგი კვირაა, ახალი თავგადასავლებით, დაუვიწყარი ურთიერთობებით და შთაბეჭდილებებით სავსე. 

თხის რქა - მისი ძირითადი ყურადღება არის ფინანსებზე გადასული. ძველი საქმეებიდან შესაძლოა, სწორედ ახლა მიიღოს დივიდენდები და უნდა მოიფიქროს ეს რაში ჩადოს, რომ ახალი ბიზნესი დაიწყოს. მან ასევე შეიძლება ისეთი პრაგმატული რჩევა მისცეს სხვებს, ერთიორად აიმაღლოს ავტორიტეტი. ის მზად არის დაგიდგეთ გვერდით, არამარტო რჩევით არამედ ფინანსურადაც და ფიზიკურადაც, ეს კი წარმატების გაუზრდის იმ ადამიანს, ვისაც ეხმარება.

მერწყული - წარმატების ბოლო კვირა გაქვთ, ამიტომაც დააგვირგვინეთ. გამოიყენეთ კარგად, რადგან ენერგოტონუსი, იღბლიანობა, შარმი, მიზიდულობა გაქვთ უმაღლესი, იდეები გენიალური. პერიოდი კარგია პირადი და პარტნიორული ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.  ყველა სფეროში იქნებით დიდოსტატი. ამიტომ, გამოიყენეთ, თქვენ შეგიძლიათ არნახულ წარმატებებს მიაღწიოთ ამ კვირაში. ამის შემდეგი კვირაც არ იქნება ცუდი, მაგრამ ამას ვერც შეედრება. 

თევზები - იწყებენ გამოცოცხლებას.  ბოლო ორი კვირა ჰქონდათ რთული და დაძაბული, ცუდი აზრები, შიშები, კომპლექსები და ა.შ. ნელ-ნელა ამ ყველაფრისგან თავისუფლდება, გრძნობს, რომ მზე მის ზოდიაქოს უახლოვდება. ამიტომაც უმჯობესდება ინტუიცია, განწყობა, ენერგოტონუსი, ეს კი აძლევს საშუალებას უფრო აქტიურად იმოქმედოს, უფრო მეტიც, ზოგიერთმა შეიძლება უკვე ამ კვირაშიც მიიღოს გარკვეული წინადადება თანამდებობის დაკავების შესახებ. უკეთესი პერსპექტივები ექნება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ახლავე მოჰკიდოს ხელი სარისკო მოქმედებებს და გადაიღალოს, ჯერ ადრეა. ამისთვის კარგი დრო შემდეგი კვირიდან მოვა. გადაღლის და გადატვირთვის გარეშე ვიმოქმედოთ და ვიგრძნობთ, რომ თანდათანობით, ყველაფერი დაიწყებს მოგვარებას, თუმცა გახსოვდეთ, ჯერ კიდევ არის ზურგს უკან ჭორების და ინტრიგების ტენდენცია, ამიტომ საიდუმლოს ნუ გათქვამთ. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„მზად იყავით! ამ კვირაში 2 მისტიკური დღეა“ - ცაგარელი საზოგადოებას აფრთხილებს

🔵🎥 „თავს კარგად ვგრძნობ...“ - დათი ქოქრაშვილი საქართველოში დაბრუნდა

🔵„ძლიერდება შიში და შფოთვა... შესაძლოა, გაჩნდეს იმის შეგრძნება, რომ ვერაფერს ცვლით და „ყველაფერი ცუდად არის“ - რას წერს ასტროლოგი?