„დედამიწა პოზიტიურ ენერგოველში გადადის, ყველა ამას მეტ-ნაკლებად იგრძნობს იმით, რომ განწყობა გაუმჯობესდება, კომუნიკაცია უკეთესი, ურთიერთგაგება მაღალი, საქმე, იდეა, პროექტი შედარებით უკეთ წარიმართება, ამიტომ პოზიტიური შესაძლებლობები მოიმატებს. მაგრამ არის ერთი დეტალი - ამ კვირაში 5 გეომაგნიტური დღე გვაქვს“, - ამის შესახებ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა „იმედის დილაში“ განაცხადა.
👉ნახეთ, რომელ ზოდიაქოს ნიშნებს გაუმართლებთ
მისი თქმით, ოთხშაბათი მისტიკური დღეა და ასევე მისტიკა გველოდება კვირას, 19 თებერვალს, როცა მზე დატოვებს მერწყულის ნიშანს და თევზებში გადავა.
„ოთხშაბათი მისტიკური დღეა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, სიზმარი იყოს საოცარი, როგორც ინტუიციური ხედვა, ან რამე განსაკუთრებული ახალი ინფორმაცია მოვიდეს, რომელიც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ყველასთვის, მით უმეტეს მანდილოსნებისთვის, რომელთაც ინტუიცია გაძლიერებული აქვთ. ამიტომ ოთხშაბათს მზად იყავით ასეთი ტენდენციებისთვის. ასევე მნიშვნელოვანია კვირა დღე - აი, სად იწყება მისტიკა, მზე ტოვებს მერწყულის ზოდიაქოს ნიშანს და გადადის თევზებში. ეს ნიშანი არის მისტიკა, რელიგია, ფილოსოფია, ფსიქოლოგია და ყველაფერი ერთად. თითოეულ ჩვენთაგანში ეზოტერიკისადმი ინტერესი მოიმატებს, ასევე მოიმატებს სენტიმენტალურობა, რომანტიზმი, შეცოდების, განცდის და თანაგრძნობის მომენტი. ამ ნიშანს აქვს ასევე უარყოფითიც - ზედმეტი თანაგრძნობა და ფანტაზიის უნარი, რაც აგდებს მას ილუზიაში. ბოლოს კი, როცა აღმოაჩენს რომ ილუზიებში იცხოვრა, გამოსწორებისთვის უკვე გვიანია ხოლმე. ამ ყველაფრის მიუხედავად, კვირა კარგია და ყველა მოემზადეთ წარმატებებისთვის, ნელ-ნელა იგრძნობთ, რომ ენერგოტონუსი იმატებს და უმჯობესდება მდგომარეობა და შესაძლებლობები“, - განაცხადა მიხეილ ცაგარელმა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵CBS-ის კომენტატორმა კვარას იუბილე ქართულად მიულოცა
🔵🎥 „თავს კარგად ვგრძნობ...“ - დათი ქოქრაშვილი საქართველოში დაბრუნდა
🔵🎥 კაცი, რომელიც მიწისძვრიდან 138 საათის შემდეგ გადაარჩინეს, მაშველებს ხელზე კოცნის