Digest Logo

„გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა სრულად“ - თუ ამ სამ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ხარ, მაშინ ნოემბერი საოცარ წარმატებას გიმზადებს

1762607277
ჰოროსკოპიჰოროსკოპი

ასტროლოგი, რომელიც სოციალურ ქსელში „ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადებულის“ სახელითაა რეგისტრირებული, 3 ზოდიაქოს ნიშანს ასახელებს, რომლებსაც ნოემბერი საოცარ წარმატებას ჰპირდება.

თითოეულ ამ ნიშანს ან უკეთესი ურთიერთობები, ან პროფესიული წარმატება, ან უფრო ღრმა თვითშეცნობა ელის:

„ასტროლოგიურად რომ ვთქვათ, 2025 წელი მარტივი ნამდვილად არ ყოფილა. თუმცა, თუ ამ სამ ზოდიაქოს ნიშანს შორის ხართ, ნოემბერი თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე პოზიტიურ პერიოდად იქცევა.

თქვენ გელოდებათ რამდენიმე ულამაზესი ასტროლოგიური ტრანზიტი, რომლებიც თქვენს სასიკეთოდ იმუშავებს. ეს ნიშნავს, რომ ამ თვეში თითოეულ ამ ნიშანს ან უკეთესი ურთიერთობები, ან პროფესიული წარმატება, ან უფრო ღრმა თვითშეცნობა ელის.

კირჩხიბი

ნოემბერი 2025 ნამდვილად თქვენთვისაა. თქვენ თვეს იწყებთ ახალი ენერგიით - ტოვებთ ურთიერთობებსა და რუტინებს, რომლებიც აღარ გემსახურებათ და მხოლოდ გფიტავთ.

ნოემბრის განმავლობაში იგრძნობთ, როგორ დალაგდება თქვენი ყოველდღიურობა და რამდენად მარტივი გახდება ის, რაც ადრე გადატვირთულად გეჩვენებოდათ. პირველ ეტაპზე ცვლილებები შეიძლება შემაშფოთებლად მოგეჩვენოთ, მაგრამ ისინი გახდებიან საფუძველი თქვენი მომავალი წარმატებისთვის.

მერკურის რეტროგრადის გავლენა ახალ კრეატიულ იდეებს მოგიტანთ, ხოლო საკუთარი იმიჯის განახლება - თავდაჯერებულობას. ნოემბერი იქნება თვე, როცა ბოლოს და ბოლოს თავს გამოიხსნით ჩაკეტილი ენერგიისგან და ისევ დაინახავთ, როგორ შეიძლება ცხოვრება ხალისით გააგრძელოთ.

მორიელი

ბოლო პერიოდში ცხოვრება თქვენთვის მარტივი არ ყოფილა, მაგრამ ნოემბერი ამას შეცვლის. თუ ერთ ნიშანს უნდა დავარქვათ „მთავარი პერსონაჟი“ ამ თვეში - ეს თქვენ ხართ, მორიელებო.

ურთიერთობები, რომლებიც აღარ გემსახურებათ, თავად გაქრება და ამის შემდეგ თქვენ დაიწყებთ საკუთარი იდენტობისა და დამოუკიდებლობის ჩამოყალიბებაზე მუშაობას.

სამყაროს ენერგია თქვენს ცხოვრებაში ახალ ადამიანებს შემოიყვანს - ისეთებს, რომლებიც დაგეხმარებიან საკუთარი ღირებულებებისა და მიზნების გაცნობიერებაში.

როცა თქვენი თვითშეგნება სტაბილური ხდება, იწყებთ იმ ადამიანების მოზიდვას, ვინც თქვენს ენერგიულ დონეზეა. ეს ნიშნავს, რომ ახლა თქვენს ირგვლივ გაჩნდება ავთენტიკური, ერთგული ადამიანები და ურთიერთობები, რომლებიც რეალურ ზრდასა და სიყვარულზე დაფუძნდება.

თევზები

ნოემბერი 2025 ძალიან კეთილგანწყობილია თქვენს მიმართ. ბოლო ორი თვის განმავლობაში შესაძლოა უფრო ფოკუსირებულად და გამჭრიახად გეგრძნოთ თავი და ეს ტენდენცია ნოემბერში კიდევ უფრო გაძლიერდება.

ნოემბრის პირველივე დღეებში იგრძნობთ, როგორ იწმინდება თქვენი გონება და კომუნიკაცია მკაფიოდ, ნათლად და მიზანმიმართულად იქცევა.

თქვენი იდეები უფრო პრაქტიკული გახდება, აზროვნება - უფრო მიზანმიმართული. ეს თვე დაგეხმარებათ არა მხოლოდ პროფესიულად ან ინტელექტუალურად განვითარებაში, არამედ უკეთ გაიგოთ საკუთარი შინაგანი ხმა - ის, რომელიც თქვენს რეალურ ბედნიერებამდე მიგიყვანთ.

ნოემბერი ამ სამ ნიშანს განსაკუთრებულად ანათებს - ის დროა, როცა სამყაროს ენერგია თქვენს მხარესაა.

გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა სრულად - ახალი სიმშვიდისთვის, ახალი წარმატებისთვის და ცხოვრების ახალი ეტაპისთვის“, - წერს ასტროლოგი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ფინანსური გადაწყვეტილებები უმჯობესია გადადოთ“ - როგორ გავატაროთ 8-9 ნოემბრის უქმეები

ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი ნეფე-პატარძალი - კადრები გიორგი სარდალაშვილის ქორწილიდან

„დიეტის დაწყება იდეალურია!“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი