
7 სექტემბერს „სისხლიანი მთვარე“ ცას წითლად გაანათებს - ასტროლოგების აზრით, ეს მთვარის სრული დაბნელება არა მხოლოდ ულამაზესი ციური სანახაობაა, არამედ გარდატეხების ენერგიაცა, რომელიც ადამიანებს მოუწოდებს ძველი ჩვევების და დამამძიმებელი კავშირების დასრულებისკენ.
თევზებში მომხდარი დაბნელება ინტუიციას, ემოციებსა და სულიერ სიღრმეებს ააქტიურებს, რაც ბევრისთვის შინაგანი წმენდისა და ახალი დასაწყისების წერტილი იქნება.
7 სექტემბრის მთვარის დაბნელებაზე ვრცლად სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული ასტროლოგიური გვერდი AstroBlog SkyLight - გვესაუბრება:
„დადგა ეს დღეც - 7 სექტემბერი, დრო, როცა საღამოს 22: 10სთ-ზე მოხდება სუპერმთვარის სრული დაბნელება თევზების ნიშანში. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ეს იქნება მიმდინარე წლის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოვლენა. საღამომდე, ჩვენ ამ მნიშვნელოვანი მოვლენის ზღურბლზე ვიქნებით. რა თქმა უნდა, დაბნელების ენერგიები უკვე ძალიან ძლიერად იგრძნობა.
რას მოგვიტანს ეს დაბნელება?
უპირველეს ყოვლისა, კარმულ განწმენდას. ასეთ დღეებში წარსული თითქოს თავს გვახსენებს. ზედაპირზე ამოდის ძველი ისტორიები, გადაუწყვეტელი საკითხები, შინაგანი შიშები. ყველაფერი, რასაც მერესთვის გადავდეთ, რაც უკვე მივიწყებულიც კი გვქონდა, ახლა ამოვა ზედაპირზე. ბევრი რამ, რაც ფარული იყო, ცხადი გახდება, და ამის შეჩერება შეუძლებელია, რადგან დაბნელება მოქმედებს როგორც კოსმოსური ტალღა, რომელიც ასუფთავებს და ძველს აქრობს. ამავდროულად, იხსნება გზა სიახლისთვის, ცვლილებებისთვის, რადგან ეს დაბნელება ხდება ამომავალ კვანძზე, რომელიც სიმბოლურად განასახიერებს ჩვენი მომავლის კარმას. ამიტომ, ამ პერიოდში ერთდროულად ფორმირდება ჩვენი მომავლის ძლიერი კარმული პროგრამები.
ჩვენს ცხოვრებაში გარკვეული მოვლენები ყალიბდება. როგორც აღვნიშნე წინა პოსტში , რომელიც ამ დაბნელებას მიეძღვნა, ეს დაბნელება უჩვეულოდ ხანგრძლივია. გარდა ამისა, ეს იქნება სუპერმთვარე, როდესაც მთვარე დედამიწასთან ახლოს იქნება. ეს ყველაფერი მოქმედებს, როგორც ამ დაბნელების ენერგიის გაძლიერების ძლიერი ფაქტორი. ეს იქნება თითქოს უზარმაზარი ტალღა. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ დაბნელების ენერგიის კონტროლი შეუძლებელია, თუმცა მისი მართვა შეიძლება.
დაბნელებამ შეიძლება იმუშაოს, როგორც კრიზისი, მაგრამ ასევე, როგორც შანსი, თუ მას გააზრებულად გაივლით. ის შეიძლება გახდეს პორტალი, თქვენი გარდამტეხი წერტილი ბედნიერების, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისკენ.
იმისათვის, რომ შეძლოთ ამ დაბნელების ენერგიების მართვა, შემოგთავაზეთ სპეციალური რიტუალი, რომელიც ვთარგმნე საიტიდან ,,ეზოტერული პრაქტიკები''- 7 სექტემბრის მთვარის დაბნელებისთვის. ეს რიტუალი დაგეხმარებათ, გამოიყენოთ დაბნელების ძალა თქვენს სასარგებლოდ. პირველ ნაწილში, პიკამდე, ჩავატარებთ განწმენდას, გავუშვებთ ძველ პროგრამებს, წარსულის სიმძიმეს, ყველაფერს, რაც ხელს უშლის თქვენს სხეულსა და სულს. მეორე ნაწილში, პიკის შემდეგ, ჩვენ შევივსებით სინათლით, ჯანმრთელობით, ძალით, სიუხვით.
დავაფიქსირებთ ახალ ქვეცნობიერ პროგრამებს მომავლისთვის, მოვიზიდავთ ჩვენი სურვილების განხორციელების ,,განზრახვის ძალას''. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ შეასრულოთ რიტუალი, იხილეთ წინა პოსტში.
გამოიყენეთ ეს უნიკალური შანსი, სანამ დაბნელების პორტალი, ცვლილებების პორტალი ღიაა. ეს რიტუალი შექმნილია იმისთვის, რომ დაბნელების ენერგიებმა არ დაგაზიანოთ, არამედ დაგეხმაროთ განახლებაში რბილად და თქვენს სასარგებლოდ. ეს არის შანსი, გარდაქმნათ ძლიერი და რთული კოსმიური მომენტი განახლების წერტილად.
გუშინ, 19:54-დან მთვარე გადავიდა თევზების ნიშანში, ამიტომ იგრძნობდით ენერგიების შერბილებას, მგრძნობელობის და ემოციურობის მატებას, თითქოს სული ითხოვს სიმყუდროვეს, სიმშვიდეს, განმარტოებას, რათა მოხდეს ძალების აღდგენა და საკუთარ ქვეცნობიერში ჩაძირვა. როდესაც მთვარე თევზებშია, აქტიური გეგმები ძნელად განხორციელდება, ამიტომ უმჯობესია, დაკავდეთ რაიმე სასიამოვნო, მსუბუქი და ჰარმონიულით.
თქვენი სივრცის, თქვენი აზრებისა და თქვენი ემოციური ფონის განწმენდა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ დაბნელებამდე, რომელიც თევზების ნიშანში ხდება. თავისი ბუნებით, ეს დაბნელება მიმართულია განწმენდისა და დასრულებისკენ. ამიტომ, რაც უფრო ღრმად და ხარისხიანად ჩაატარებთ წმენდას, მით მეტად შეივსება თქვენი სივრცე მომავალში ახალი, უკეთესი ენერგიებით“, - წერია ასტროლოგიურ გვერდზე განთავსებულ პოსტში.
ასევე დაგაინტერესებთ: