Digest Logo

„განსაკუთრებით მგრძნობიარე შეიძლება აღმოჩნდეს ურთიერთობების, ფინანსებისა და შეთანხმებების სფერო“ - 5 ოქტომბრის ასტროპროგნოზი

1791177376
ლომი ლომი ლომი

5 ოქტომბერი ენერგიული და ძალზე აქტიური დღეა. დღეს საკმარისზე მეტია ენერგია, ინიციატივა და მოქმედების სურვილი, თუმცა მთავარი გამოწვევა ამ ენერგიის მართვა და სწორად გამოყენებაა.

მთვარე ლომის ნიშანში გადავიდა, სადაც მარსს უერთდება. ეს მნიშვნელოვნად აძლიერებს ინიციატივას, გამბედაობას და საკუთარი პოზიციის გამოხატვის სურვილს. უფრო სწრაფად ჩავერთვებით საქმეებში, მეტი მონდომებით მოვაგვარებთ დაგროვილ საკითხებს და იქ, სადაც ადრე დიდხანს ვყოყმანობდით, მოქმედების სურვილი გაცილებით ძლიერი იქნება. დღეს მოვლენების პასიური დამკვირვებლის როლში ნამდვილად ვერ ვიქნებით.

თუმცა ამ ენერგიულ სურათს მნიშვნელოვანი დაძაბულობა ახლავს. მთვარისა და მარსის შეერთება ოპოზიციას აყალიბებს რეტროგრადულ პლუტონთან და სწორედ აქ ჩნდება დღის მთავარი გამოწვევა. აქტიურობისა და საკუთარი პოზიციის დაცვის სურვილი ადვილად შეიძლება გადაიზარდოს მცდელობაში, რომ სიტუაცია ძალით ვმართოთ, სხვებს ჩვენი გადაწყვეტილება თავს მოვახვიოთ, კონტროლი დავიბრუნოთ ან საკუთარი სიმართლე ნებისმიერ ფასად დავამტკიცოთ. ასეთ შემთხვევაში წინააღმდეგობა მხოლოდ გაიზრდება. ჩვენი მხრიდან ზეწოლას მეორე მხარე ასევე ძლიერი წინააღმდეგობით უპასუხებს და საკითხი, რომლის მოგვარებაც მშვიდად შეიძლებოდა, ძალაუფლების, პრინციპების ან ამბიციების ბრძოლად გადაიქცევა.

განსაკუთრებით მგრძნობიარე შეიძლება აღმოჩნდეს ურთიერთობების, ფინანსებისა და შეთანხმებების სფერო. მერკურისა და რეტროგრადული ვენერას შეერთება ტაუ-კვადრატის წვეროს ქმნის, რაც წარსულში დარჩენილ, მაგრამ ბოლომდე მოუგვარებელ საკითხებს კვლავ აქტიურს ხდის. შეიძლება ისევ წამოიჭრას ძველი წყენა, ადრე ნათქვამი სიტყვები, ნდობასთან დაკავშირებული საკითხები, ფინანსური ვალდებულებები ან ისეთი შეთანხმებები, რომლებსაც თითოეული მხარე თავისებურად აღიქვამს. ამიტომ დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, არ მივცეთ მარსისა და პლუტონის დაძაბულობას საუბრის კონფლიქტად გადაქცევის საშუალება.

თუ რაიმე საკითხი წინააღმდეგობას გვიქმნის, უმჯობესია მხოლოდ საკუთარი სიმართლის დამტკიცებაზე არ ვიყოთ ორიენტირებული. გაცილებით მნიშვნელოვანი იქნება გავიგოთ, რა დგას ამ დაპირისპირების უკან და რატომ ბრუნდება კონკრეტული საკითხი ისევ და ისევ. ზოგჯერ პრობლემა მისი გადაჭრის მოძველებულ მეთოდშია.

დღის ასტროლოგიური კონფიგურაცია გვთავაზობს სხვა გზასაც. მარსისა და პლუტონის დაძაბული ურთიერთქმედება ერთდროულად ტრაპეციის კონფიგურაციის საფუძველს ქმნის, რომლის მნიშვნელოვანი წერტილები ურანსა და ნეპტუნს უკავშირდება. ეს მიანიშნებს, რომ ზეწოლით მოქმედება შესაძლოა ყველაზე ნაკლებად ეფექტური გზა აღმოჩნდეს.

ამიტომ დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მოქნილობას და არასტანდარტულ აზროვნებას. მოულოდნელმა იდეამ, ახალმა ინფორმაციამ, განსხვავებულმა მიდგომამ ან მოქმედების ტაქტიკის შეცვლამ გაცილებით უკეთესი შედეგი შეიძლება გამოიღოს, ვიდრე წინააღმდეგობის პირდაპირი გარღვევის მცდელობამ. თუ რაიმე საკითხში ძლიერ წინააღმდეგობას აწყდებით, საკუთარ თავს დაუსვათ კითხვა: სხვაგვარად როგორ შეიძლება ამ პრობლემის გადაწყვეტა?

ხანდახან საკმარისია საუბრის ფორმის შეცვლა, რომელიმე პირობის მცირე კორექტირება, პროცესში სხვა ადამიანის ჩართვა ან ძველი მეთოდების შეცვლა. იქ, სადაც ერთი შეხედვით ჩიხია, განსხვავებული მიდგომის შემთხვევაში შეიძლება მოქმედებისთვის საკმაოდ დიდი სივრცე აღმოჩნდეს.

12 საათის შემდეგ კიდევ ერთი მხარდამჭერი კონფიგურაცია ერთვება - „დახრილი იალქანი“, რომელშიც მონაწილეობს მზე, სატურნი და მთვარე. ეს კომბინაცია მარსის ძლიერ ენერგიას სატურნის დისციპლინასთან აკავშირებს და დღის მეორე ნახევარს უფრო პროდუქტიულს ხდის. სწორედ ამ მონაკვეთში განსაკუთრებით სასარგებლო იქნება დაგროვილი საქმეების მოწესრიგება, რთული ამოცანების დასრულება, ფინანსურ საკითხებში წესრიგის შეტანა, პირობების განხილვა და პრაქტიკული გადაწყვეტილებების პოვნა.

დღის ჭარბი ენერგიის ფიზიკურ საქმიანობაში მიმართვაც კარგი არჩევანია. სამუშაო, ვარჯიში, სახლის მოწესრიგება ან ნებისმიერი კონკრეტული საქმე, რომელსაც ხელშესახები შედეგი მოაქვს, დაგვეხმარება ძლიერი იმპულსის სწორად გამოყენებაში.

კომუნიკაციაც საკმაოდ შედეგიანი აღმოჩნდება, თუმცა აქ ერთი პირობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია - მეორე მხარის მოსმენისა და კომპრომისისთვის მზადყოფნა. თუ საუბარს წინასწარ განსაზღვრული პოზიციით დავიწყებთ და მხოლოდ იმას მოვითხოვთ, რომ ყველაფერი ჩვენი სურვილის მიხედვით გადაწყდეს, კონსტრუქციული დიალოგის წარმართვა გართულდება.

5 ოქტომბერს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან გავარჩიოთ თავდაჯერებულობა და სიჯიუტე, დაჟინებულობა და ზეწოლა, ძალა და დომინირების სურვილი. ეს ერთი და იგივე არ არის. დღის მთავარი პრინციპი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ: იმარჯვებს ის, ვინც საკუთარი ძალის მართვის ტექნიკას უკეთ ფლობს.

ამავე დროს, მთელი დღე 24-ე მთვარის დღის ენერგიები მოქმედებს. ეს ძლიერი, ენერგიულად დატვირთული დღეა, რომლის სიმბოლოდაც დათვი მიიჩნევა. მისი ენერგია უკავშირდება შინაგან ძალას, სიმტკიცეს, ფიზიკურ გამძლეობას, ბუნებრივ სასიცოცხლო რესურსს და მყარ საფუძველს. 24-ე მთვარის დღე განსაკუთრებით კარგად შეესაბამება ისეთ საქმიანობას, რომელიც ძალისხმევას, გამძლეობასა და კონკრეტულ შედეგს მოითხოვს.

ამ დღეს კარგი დროა ფიზიკური აქტივობისთვის, სხეულზე ზრუნვისთვის, ჯანმრთელობის გაძლიერებისთვის, მძიმე სამუშაოს შესრულებისთვის. განსაკუთრებით ხელსაყრელია ყველაფრის კეთება, რაც საფუძველს აძლიერებს - როგორც მატერიალურ, ისე შინაგან დონეზე.

24-ე მთვარის დღის ენერგია მოძრაობას მოითხოვს. როდესაც ასეთი ძლიერი ენერგია მიმართულების გარეშე რჩება, შინაგან დაძაბულობად იქცევა. ამიტომ დღეს უმჯობესია ენერგია კონკრეტულ საქმეში ჩავდოთ და არ გავფანტოთ უმნიშვნელო საკითხებზე, კამათსა და უმიზნო აქტიურობაზე. აირჩიეთ ერთი მნიშვნელოვანი საქმე და თქვენი ძალა იქ მიმართეთ, სადაც რეალურად ქმნით ან აძლიერებთ საკუთარ მომავალს. ძალიან კარგი დღეა მაგ. სწორ კვების და ცხოვრების ჯანსაღი წესის დაწყებისთვის, რად მიმართულია ხანგრძლივ პერიოდზე, კონკრეტული მიზნის მისაღწევად.

ამ დღის ენერგია ასევე კარგად შეესაბამება მატერიალურ და პრაქტიკულ საქმიანობას. სახლის მოწესრიგება, რემონტი, მშენებლობა, სამუშაო სივრცის ორგანიზება ან ისეთი საქმის დაწყება, რომელსაც ხანგრძლივი და მყარი შედეგი ექნება, განსაკუთრებით ბუნებრივად ეწყობა 24-ე მთვარის დღის ხასიათს. აქ ნაკლებია ილუზია და მეტი მოთხოვნილება რეალურ საყრდენზე - გვინდა ვიგრძნოთ, რომ მყარად ვდგავართ მიწაზე და ვიცით, რას ვაშენებთ.

ამიტომ დღეს, 5 ოქტომბერს ენერგია მოახმარეთ კონკრეტულ, მნიშვნელოვან და პრაქტიკულ საქმეს. ჩვენი ძალა ყველაზე კონსტრუქციულად მაშინ გამოვლინდება, როდესაც მას ბრძოლისთვის კი არა, რაღაცის შესაქმნელად, გამოსასწორებლად ან შესაცვლელად გამოვიყენებთ.

დღის მთავარი გაკვეთილი სწორედ ეს არის: ძალის არსებობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ მისი მაქსიმალური გამოყენება გვჭირდება. ზოგჯერ ყველაზე ძლიერი მოქმედება ტაქტიკის შეცვლა, ნაბიჯის უკან გადადგმა, სხვა გამოსავლის პოვნა ან საკუთარი ემოციური იმპულსის მართვაა. ნუ დახარჯავთ ძლიერ ენერგიას ისეთ ბრძოლაში, რომელშიც საბოლოოდ არც ერთი მხარე არ მოიგებს. მიმართეთ ის იქ, სადაც რეალური შედეგის შექმნა შეგიძლიათ.
ასე, რომ, მეგობრებო, გისურვებთ ნაყოფიერ, აქტიურ და წარმატებულ დღეს!

P.S. შეგახსენებთ, რომ 10 ოქტომბერს გვექნება ძალიან საინტერესო ახალი მთვარე სასწორის ნიშანში, რომლის მთავარი თემაა ურთიერთობები, ფინანსური თემები და საკუთარი პრიორიტეტები. ეს იმ ფონზე, როცა სასწორის მმართველი ვენერა რეტროგრადულია და დაძაბულ ასპექტს ქმნის ლომში მყოფ მარსთან.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 5 ოქტომბერს საქართველოში

✕