ასტროლოგი მარიამ შუკაკიძე საზოგადოებას პერიოდულად საკუთარ პროგნოზებს უზიარებს.
ამჯერად მან ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც 24 ნოემბრის სავსემთვარეობაზე საუბრობს. გარდა ამისა, იგი ცუდი აზრებისგან გაწმენდის რიტუალს გვიზიარებს:
„სავსემთვარეობა კარგია ნეგატივისგან გასათავისუფლებლად, კარგია განწმენდა, რაც დაგიგროვდათ, ნეგატივი, შფოთვა, თავდაჯერებულობის ნაკლებობა.
კონკრეტული, მარტივი რიტუალი არსებობს, რაც ყველას შეუძლია გააკეთოს:
24 ნოემბერს, დღის განმავლობაში, ღამის 12 საათამდე უნდა გააკეთოთ.
დაგვჭირდება 2 ფურცელი, კალამი ნებისმიერი ფერის, თუმცა წითელი უფრო კარგია, 1 სანთელი (უმჯობესია თეთრი ან წითელი).
ავანთებთ სანთელს, ერთ ფურცელზე ვწერთ იმას, რაც გვაწუხებს, ნეგატიური აზრები და ა.შ. ეს ფურცელი აუცილებლად უნდა დავწვათ.
მეორე ფურცელზე წერთ საპირისპიროს, დაკეცეთ და შეინახეთ ისეთ ადგილას, სადაც წვდომა არავის ექნება“, - ამბობს მარიამ შუკაკიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„დნმ-ის ტესტმა გამაოცა - 74%-ით ქართველი ვარ“ - რას ამბობს თურქული სერიალების ვარსკვლავი?