Digest Logo

🎥 „განსაკუთრებული სიფრთხილე ჯანმრთელობისკენ, შესაძლოა გქონდეთ თავის ტკივილი...“ - მიმდინარე კვირის ასტროპროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

1772433458
მიხეილ ცაგარელი

2-3 მარტს განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო. მთავრდება დაბნელებების დერეფანი. მიუხედავად იმისა, რომ დედამიწა პოზიტიურ ენერგოველში შედის და გვაძლევს საშუალებას, პრობლემები შედარებით ადვილად გადავჭრათ, ყურადღება აუცილებელია. 

4 მარტიდან მოლაპარაკებები, ახალი საქმეები, მგზავრობა, მოგზაურობა, რაც გაგიხარდებათ - ყველაფრისთვის ძალიან კარგი პერიოდი იწყება. 

3 მარტს გვაქვს პიკი, სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელება ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში, რაც ჯანმრთელობას მართავს, ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილე ჯანმრთელობისკენ. შესაძლოა, ქრონიკულმა დაავადებებმა თავი იჩინოს, გქონდეთ თავის ტკივილი, ყურადღება მიაქციეთ კუჭ-ნაწლავის ზონას, მოწამვლის ტენდენცია მაღალია. შესაძლოა ტექნიკამაც აურიოს. 

2 მარტს პლანეტა მარსი (საქმიანობის, ენერგიის, შრომისუნარიანობის მმართველი) 9 აპრილამდე გადაინაცვლებს თევზების ზოდიაქოში. საუკეთესო დროა ქორეოგრაფიული მონაცემების გამოსავლენად. პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნება - საუკეთესო დროა. ძლიერდება ინტუიცია, მაგრამ მოიმატებს მოქეიფეთა რიცხვი, ჩნდება დალევის სურვილი. 

ოთხშაბათი (4 მარტი) - მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს, აურის ენერგოდაბინძურების, თვალის აღების ტენდენცია მაღალია. შაბათ-კვირას კარგია მანქანის ყიდვა. 

ხვალ (3 მარტს), ხუთშაბათს (5 მარტს), პარასკევს (6 მარტს) გვაქვს გეომაგნიტური დღეები. 

რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ასე გამოიყურება:

ვერძი - ენერგოტონუსი დაბალია, თქვენი ერთადერთი პრობლემა ესაა, შრომისუნარიანობა იკლებს, ორგანიზმს დასვენება, გამოძინება სჭირდება. ახალი ადამიანების გაცნობა, პირადული კუთხით კარგი პერიოდია, მთავარია ენერგია სწორად გადაანაწილოთ. 

კურო - ენერგოტონუსი მაღალია, ჯანზე მოდიხართ. დაიღალეთ ძველი პრობლემებისგან და გაქვთ არნახული სურვილი რეფორმებისა. ახალი საქმე, პროექტი, ურთიერთობები, მეთოდოლოგია, ახალი ვარცხნილობა, ბიზნესი, მეტი კავშირი გქონდეთ ინტერნეტთან. 

ტყუპები - ენერგოტონუსი სუსტია, ადვილად იღლებით. დაასვენეთ საკუთარი თავი. შეიძლება მიიღოთ ახალი წინადადებები, ბიზნესს პროექტებში ჩაერთოთ, შესაძლებლობები ყველა მიმართულებით გაქვთ, მთავარია ჯანმრთელობა და არ გადაღლა. 

კირჩხიბი - ამ პერიოდის მთავარი ფავორიტი ხართ, ოღონდ დღეს და ხვალ ცოტა ყურადღებით, ზეგიდან გადასარევი პერიოდია, ინტუიცია იზრდება, შემოქმედებითი ნიჭი იმატებს, საუკეთესო დროა მგზავრობა-მოგზაურობისთვის. 

ლომი - თავისუფლდებით ბევრი ხელის შემშლელი ფაქტორებისგან. დაწყებული ნივთიდან, დამთავრებული ურთიერთობით, რაც გამძიმებდათ. გამოავლინეთ თქვენი ნიჭი და უნარი, პერიოდი ხელს უწყობს ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას, თუმცა ჯანმრთელობას უნდა გაუფრთხილდეთ.

ქალწული - ცოცხლდება, აქტიურად გემატებათ ენერგია, შარმი და წარმატების შანსები გემატებათ. ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორული ურთიერთობა, გინდათ პარტნიორული, გინდა საქმიანი. თუ ეს მოხდება, ფინანსური მდგომარეობაც გაგიუმჯობესდებათ. 

სასწორი - პატივმოყვარეობა მატულობს, ძალიან გინდათ სიმაღლეებს მიაღწიოთ, ავტორიტეტი გინდათ გაიზარდოს. რაც ხელს გიშლით ეს დაბალი ენერგოტონუსია. ჯანმრთელობა არასტაბილურია, ამიტომ არ გაცივდეთ, არ გადაიღალოთ. 

მორიელი - ძალიან კარგი პერიოდი გაქვთ, ინტუიცია მზარდია, შარმი, მიზიდულობა საოცარი, ჯანზე მოდიხართ. გადასარევი პერიოდია მგზავრობა-მოგზაურობისთვის, გაქვთ შანსები ფინანსურ წარმატებას მიაღწიოთ, ასევე ეზოტერიკისადმი, კოსმოსური კანონების და რელიგიისადმი მიდრეკილება გაგიმძაფრდეთ. 

მშვილდოსანი - ენერგოტონუსი ეცემა, ამიტომ მეტი გამოიძინეთ და დაისვენეთ. შეიძლება საყოფაცხოვრებო პრობლემები გადაჭრათ, გაალამაზოთ თქვენი კუთხე-კუნჭული. პერიოდი კარგია, მაგრამ უნდა გაუფრთხილდეთ ჯანმრთელობას, ფინანსური პრობლემებიც მოგვარდება. 

თხის რქა - ჯანზე ხართ, ენერგიული, ლიდერი, ფინანსური კუთხით კარგი პერიოდია. სამყარო გეუბნებათ, ცოტა ხანს დაივიწყეთ კონსერვატორული მიდგომები, ეს არის მრავალფეროვანი კონტაქტების, შეხვედრების, მოგზაურობის, თანამშრომლობის პერიოდი. 

მერწყული - ენერგოტონუსი ეცემა, მთავარი საკითხია ჯანმრთელობა. ბალანსი უნდა იპოვოთ, გამოიძინეთ, ეს აუცილებელი ფაქტორია. სხვა მხრივ პერიოდი კარგია, მიიღებთ ფინანსურ დივიდენდებს, პრემიები, ბონუსები. გექნებათ საშუალება სხვებსაც დაეხმაროთ. 

თევზები - მართლა კარგი პერიოდი გაქვთ, მზე ახლა თქვენს ზოდიაქოშია, ასევე სიყვარულის, ფულის, გონების მმართველი პლანეტა თქვენთანაა. ასევე მარსი დღეიდან თქვენთან გადმოდის. თქვენი დროა, დიდხანს ელოდით, უბრალოდ დღეს და ხვალ ფრთხილად იყავით. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

„თუ ამას არ გააკეთებ, შენი სანთელი არასდროს აინთება...“ - რას წერს გია მურღულია

„ვალის დაბრუნება, ქორწინება, სწავლის ან ახალი სამსახურის დაწყებაც მიზანშეწონილია“ - 2 მარტის მეტაფიზიკური პროგნოზი

„დღე იდეალურია მოლაპარაკებებისთვის, იმიჯის განახლებისთვის და შერიგებისთვის“ - 2 მარტის კოსმოსური ამბები