Digest Logo

🎥 „განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ ნებისმიერი მიმართულებით რასაც არ უნდა აკეთებდეთ“ - 28 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1730092364
ნინა სუსლოვა

„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა მთვარეა. მოსალოდნელია დღე იყოს ცოტა დაძაბული. სიფრთხილე გმართებთ გზებზე, მათ შორის საჭესთან დიდი დროის გატარების შემთხვევაში. დღეს არ არის სასურველი შოპინგი“, -  ამის შესახებ ასტროლოგმა და ნუმეროლოგმა ნინა სუსლოვამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა. 

რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი 24 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ასე გამოიყურება 👇 
 
ვერძი - საკმაოდ მნიშვნელოვანი დღეა, გადადგით ახალი ნაბიჯები. გაგიჩნდებათ ახალი იდეები და მიზნები. ეს ყველაფერი სხვისთვის მოსაწონი არ იქნება, მაგრამ ამის გამო არ დაბრკოლდეთ. 

კურო - მიდრეკილი ხართ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილება. სასურველია კარგად დაფიქრდეთ სანამ რამეს იმოქმედებთ.

ტყუპები - მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ცვლილებები კარიერის მხრივ. შესაძლოა მიიღოთ ახალი შეთავაზებები.

კირჩხიბი - ეს დღე იქნება მნიშვნელოვანი, ენდეთ ინტუიციას. გულახდილი იყავით მეორე ნახევართან, გაუზიარეთ ის რაც გაწუხებთ. 

ლომი - სწრაფად მოქმედება გიწევთ, საქმეებს მიუდექით არასტანდარტულად. არ აჰყვეთ პროვოკაციებს.

ქალწული - მოსალოდნელია სირთულეები, თუმცა შეგიძლიათ ეს თქვენს სასიკეთოდ გამოიყენოთ. 

სასწორი - საკმაოდ ნაყოფიერი დღე გექნებათ. გამოიყენებთ თქვენს ნიჭს. მნიშვნელოვანი საქმეების მოსაგვარებლად კარგი დღეა. 

მორიელი - ეს დღე გარკვეულ ცვლილებებს მოგიტანთ, რაც ერთი შეხედვით არც ისე სასიამოვნო იქნება. მიხვდებით, რომ ყველაფერი უკეთესობისკენაა. არ დაიღალოთ, საღამოს გატარება სასურველია სიმშვიდეში. 

მშვილდოსანი - შეგიძლიათ იმოქმედოთ, გადაჭრათ საკითხები, გადადგით პირველი ნაბიჯები, თქვენი ყველა წამოწყება წარმატებული იქნება. 

თხის რქა - საკმაოდ მშვიდი დღე გელოდებათ, ბევრი რამ გაგახარებთ, შესაძლებლობა გექნებათ ძველი საქმეები დაასრულოთ. 

მერწყული - განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ ნებისმიერი მიმართულებით რასაც არ უნდა აკეთებდეთ, რადგან შეცდომის დაშვების ალბათობა გაქვთ. 

თევზები - მარტივად გაართმევთ თავს საქმეების, გარდა ამისა გაიგებთ სასიხარულო სიახლეებს ოჯახის წევრებზე.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

🎥 „ჩემი საოცნებო ხელის თხოვნა კომოს ტბაზე“ – ბლოგერმა გიორგი ნაჭყებიამ რჩეულს ხელი სთხოვა