Digest Logo

„განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ დამთხვევებს...“ - 31 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

1738301520
ნინა სუსლოვა

„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა ვენერაა, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ დამთხვევებს. შესაძლოა გარკვეული შეთავაზებები, სიახლეები იყოს. არ არის სასურველი სიჩქარე, უმჯობესია დაფიქრდეთ და ისე მიიღოთ გადაწყვეტილება“, - ამის შესახებ ასტროლოგმა ნინა სუსლოვამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

რაც შეეხება ზოდიაქოს ნიშნებს, მათი 30 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი ასეთია 👇 

ვერძი  - საკმაოდ ენერგიული და მრავალფუნქციური იქნებით, მაგრამ უმჯობესია თქვენი ენერგია სწორად მართოთ და არ გაფანტოთ მუხტი. 

კურო - შესაძლოა გარკვეული პრობლემები შეგექმნათ, დაგჭირდეთ ახლობლების დახმარება. თუ რამე გაწუხებთ, დაიხმარეთ ადამიანები.

ტყუპები - ეცადეთ დაკავდეთ მსუბუქი საქმიანობით, რაც საჭიროცაა და სასიამოვნოც. ნუ დაივიწყებთ ვალდებულებებს. 

კირჩხიბი - არ არის სასურველი იყოთ ზედმეტად ემოციურები, მწვავედ რეაგირებდეთ ყველაფერზე, ეს დაგეხმარებათ წარმატებაში. 

ლომი - ყურადღება მიაქციეთ დეტალებს და წვრილმანებს. მიიღებთ გადამწყვეტ მინიშნებებს ამიტომ ყურადღებით იყავით. 

ქალწული - იმუშავეთ ჩვეულ რიტმში, არ არის სასურველი სიჩქარე, მიჰყევით დღის დინებას. დამოუკიდებლად შეასრულეთ სამუშაოები.

სასწორი - ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. კარგად შეაგროვეთ და გადაამოწმეთ ინფორმაცია, არ იყოთ იმპულსურები. 

მორიელი - არ იყოთ აქტიურები, არ გამოიჩინოთ ინიციატივა და შეეცადეთ ზომიერი ნაბიჯები გადადგათ. იქ სადაც თქვენ აზრს არ გეკითხებიან, ნუ აიღებთ პასუხისმგებლობას.

მშვილდოსანი - იმ გეგმასა და მიზანზე რაც გქონდათ, შეიძლება გითხრან არ არის კარგი, მაგრამ არ მოუსმინოთ მათ. იყავით დამოუკიდებლები. 

თხის რქა - საქმეები გექნებათ, რაც აუჩქარებლად უნდა გააკეთოთ. წვრილმანებს ყურადღება არ მიაქციოთ, რაც უფრო მშვიდად იქნებით მით უფრო იდეალურად გააკეთებთ ყველაფერს.

მერწყული - ბევრი კითხვა დაგიგროვდათ, რაზედაც პასუხები არ გქონდათ, სწორედ დღეს აეხდება ყველაფერს ფარდა.

თევზები - ყველა საქმე და პრობლემა დღეს მოაგვარეთ. ემოციები აკონტროლეთ, ეს მნიშვნელოვანია.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ეკლესიაში მოხდა ჩვენი სხივი და ვიცოდი ქორწილშიც გაგრძელდებოდა...“ - „დუეტი ლეონის“ სიყვარულის ისტორია

⭕ახალციხეში „სმარტის“ შენობაში აფეთქება მოხდა

🎥 „იმდენად ვიტანჯე შეყვარებულობის პერიოდში...“ - სოფო ბედიას და მიშა მესხის სიყვარულის ისტორია

⭕„უსაყვარლესი გოგონები...“ - სალომე შარვაძე ოჯახურ კადრებს გვიზიარებს