ეს კვირა გარდატეხის შეგრძნებით დაიწყება - თითქოს, რაღაც მნიშვნელოვანი უკვე მოხდა, თქვენ კი ცვლილებების მასშტაბებს მხოლოდ ახლა აცნობიერებთ. ძველი აქცენტები თანდათან გაქრება და მათ ადგილს ახალი პრიორიტეტები დაიკავებს.
კვირის პირველ ნახევარში ბალანსის პოვნა და სტრატეგიის დასახვა უფრო გაგიადვილდებათ, უქმეების მოახლოებასთან ერთად კი ემოციები, განსაკუთრებით ფინანსურ საკითხებში, სამუშაოსა და ურთიერთობებში, გამძაფრდება. ეს დაძაბულობისგან გაქცევის კი არა, მასში გარკვევის საუკეთესო მომენტი იქნება, რადგან წინსვლა სწორედ ასეთი წერტილების გადალახვით იწყება:
ვერძი
ფინანსური სფერო თამაშის წესებს შეცვლის. ძველი სიჩქარე თუ ქაოსური გადაწყვეტილებები წარსულს ჩაჰბარდება - შემოსავლებსა და ხარჯებს უფრო ფხიზელი და პრაქტიკული თვალით შეხედავთ. კვირის დასაწყისში სამუშაო დინამიკით გაგახარებთ: პროცესებში სწრაფად ჩაერთვებით და იგრძნობთ, რომ ყველაფერს აკონტროლებთ. თუმცა, უქმეებისკენ სურვილებსა და რეალურ შესაძლებლობებს შორის შინაგანი კონფლიქტია მოსალოდნელი. ეს შფოთვის საფუძველი არ გახდება, პირიქით - უფრო მდგრადი სისტემის ჩამოსაყალიბებლად კარგ შანსს მოგცემთ. პარალელურად, კომუნიკაციის თემა გაძლიერდება - საუბრები უფრო გულახდილი გახდება, რაც ურთიერთობებს ნამდვილად წაადგება.
კურო
კვირა სიმსუბუქის სასიამოვნო შეგრძნებით დაიწყება - შემოქმედებითი მუშაობა, საკუთარი თავის განებივრება და ჩარჩოებისგან გათავისუფლება მოგინდებათ. ამ მდგომარეობის შენარჩუნება მაშინაც მნიშვნელოვანი იქნება, როდესაც ტემპი მოიმატებს. უკვე სამშაბათიდან სამუშაო დავალებებში ,,ჩაეფლობით”, სადაც ბევრი რამ წარმატებით დალაგდება. პოზიციების გამყარებისა და სამომავლო წარმატებებისთვის საფუძვლის ჩაყრის შანსი მოგეცემათ. მთავარია, ზედმეტად არ გადაიტვირთოთ და პრიორიტეტები დროულად განსაზღვროთ. შინაგანად იგრძნობთ, რომ სწორი მიმართულებით მიდიხართ, რაც თავდაჯერებულობას შეგმატებთ.

ტყუპები
მიუხედავად იმისა, რომ თქვენი პირადი სეზონის დადგომამდე ჯერ კიდევ არის დრო, ცვლილებების სურვილს უკვე იგრძნობთ. თქვენში მომავლის, ახალი შესაძლებლობებისა და იმ საკითხების მიმართ ინტერესი გაიღვიძებს, რომლებიც ადრე შორეულად გეჩვენებოდათ. ეს პერიოდი საკუთარი თავის მოსასმენად და სურვილების ფორმულირებისთვის საუკეთესო იქნება. კვირის შუა პერიოდში განწყობა უფრო მსუბუქი და მხიარული გახდება - ურთიერთობები, შემოქმედება და ახალი თავგადასავლები მოგინდებათ. ეს იმ პერიოდის ერთგვარი რეპეტიცია იქნება, რომელიც სულ მალე დაიწყება.

კირჩხიბი
ორ სურვილს შორის ბალანსის დაცვა მოგიწევთ - ხალხში ყოფნა და, ამავდროულად, განმარტოება დაგჭირდებათ. ერთი მხრივ, შეხვედრებისა და ერთობლივი პროექტებისკენ ისწრაფვით, მეორე მხრივ კი - სიჩუმისა და ძალების აღდგენის მოთხოვნილება გაგიჩნდებათ. ორივე იმპულსი მნიშვნელოვანი იქნება. თუ აქტიურობისა და დასვენების მონაცვლეობას შეძლებთ, კვირა ჰარმონიულად ჩაივლის, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაღლილობა ან გაღიზიანება გელით.

ლომი
პროფესიული თემა ყურადღების ცენტრში დარჩება, თუნდაც მოგეჩვენოთ, რომ დაძაბულობამ იკლო. თქვენ კვლავაც მნიშვნელოვანი ცვლილებების პროცესში იქნებით და წინ ყველაზე დატვირთული ეტაპი დაგხვდებათ. ამასთანავე, სოციალური აქტივობაც მოულოდნელად მოიმატებს - ახალი ნაცნობობა, შეხვედრები და იდეები გაჩნდება. სულ უფრო ხშირად საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდებით, რაც შემთხვევითობა სულაც არ იქნება. კვირის შუა პერიოდში ადამიანებთან საუბარი და ურთიერთქმედება განსაკუთრებით ნაყოფიერი გამოდგება.

ქალწული
კვირა საქმეებსა და ჩვეული საზღვრების გარღვევის სურვილს შორის წონასწორობის დაცვას მოგთხოვთ. ახალი შთაბეჭდილებების, სწავლისა და გარემოს შეცვლისკენ ისწრაფვით, თუმცა სამუშაო დავალებებიც აქტიურდება. კარგი სიახლე ისაა, რომ ამ მიმართულებებს ერთმანეთის მხარდაჭერა შეეძლებათ. კვირის შუა პერიოდში შემოსავლებისა და კარიერის თემა გააქტიურდება - წინსვლის შანსი მოგეცემათ, თუკი გააზრებულად იმოქმედებთ და ყურადღებას არ გაფანტავთ.

სასწორი
იგრძნობთ, რომ ახალი ეტაპი იწყება, რომელიც თქვენს ხედვებსა და მიზნებს თანდათან შეცვლის. განვითარების, ახალი ცოდნისა და შთაბეჭდილებებისკენ სწრაფვა გაძლიერდება. ეს კვირა შთაგონებასა და ჩვეული ჩარჩოებიდან გასვლის სურვილს მოგიტანთ. განსაკუთრებით სასიამოვნო კი ის იქნება, რომ ყოველივე ამას სიმსუბუქისა და ინტერესის შეგრძნება დაემთხვევა. მნიშვნელოვანია, ეს იმპულსები არ უგულებელყოთ - წინსვლაში აუცილებლად დაგეხმარებათ.

მორიელი
ფოკუსი ურთიერთობებზეა, თუმცა მათ უფრო სიღრმისეულად შეხედავთ. გაგიჩნდებათ სურვილი, გაარკვიოთ, რა არის ნამდვილად მნიშვნელოვანი და რა საჭიროებს გადახედვას. უქმეებზე ემოციები გამძაფრდება, რაც თქვენი გულწრფელობისა და გახსნილობის გამოცდად იქცევა. ამავდროულად, ფინანსური თემაც გაძლიერდება - მეტი დამოუკიდებლობისა და კონტროლისკენ ისწრაფვით. საკუთარი სტრატეგიების გადასახედად ეს საუკეთესო მომენტია.

მშვილდოსანი
სამუშაო თემა აქტიურია და იგრძნობთ, რომ პროცესები სასურველი მიმართულებით წავა. კვირის დასაწყისში გარემოებებისა თუ ადამიანების მხრიდან მხარდაჭერა განსაკუთრებით შესამჩნევი იქნება. პარალელურად, ურთიერთობების თემაც გაძლიერდება - მეტი დინამიკა და ცოცხალი ემოცია გაჩნდება. გულწრფელი კომუნიკაცია კი ბევრი საკითხის გადასაჭრელად საუკეთესო სტრატეგია იქნება.

თხის რქა
კვირა სიამოვნებასა და მოვალეობებს შორის ბალანსის აუცილებლობას მკაფიოდ წარმოაჩენს. ერთი მხრივ, მოდუნება და იმ საქმით დაკავება მოგინდებათ, რაც სიხარულს მოგიტანთ, მეორე მხრივ კი - სამსახური ყურადღებასა და ჩართულობას მოგთხოვთ. საინტერესოა, რომ სწორი მიდგომის შემთხვევაში, ეს სფეროები ერთმანეთს შეავსებენ. კვირის შუა პერიოდში საქმეებში წინსვლის შანსი მოგეცემათ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს არ დააყოვნებთ.

მერწყული
პროფესიული ცხოვრება თანდათან აქტივობის ახალ დონეზე გადავა. იგრძნობთ, რომ ტემპი იმატებს და ეს მხოლოდ დასაწყისია. ამასთანავე, შემოქმედებითი საქმიანობის, დასვენებისა და ცხოვრებისგან სიამოვნების მიღების სურვილი მოულოდნელად გაგიმძაფრდებათ. კვირის შუა პერიოდში ეს მდგომარეობები გაერთიანდება და შთაგონების მოზღვავებას იგრძნობთ. კარგი დროა იმისთვის, რომ რაიმე ახალი სცადოთ და ჩვეულ საზღვრებს გასცდეთ.

თევზები
კვირა იმ შეგრძნებით დაიწყება, რომ ურთიერთობებსა და კომუნიკაციაში ბევრი რამ უკვე გაირკვა. საკუთარ თავსა და სხვებს უკეთ გაუგებთ, რაც დიალოგის აწყობაში დაგეხმარებათ. მნიშვნელოვანია, ეს გახსნილობა მომავალშიც შეინარჩუნოთ. პარალელურად, ყურადღება სახლისა და პირადი სივრცისკენ გადაინაცვლებს - შესანიშნავი პერიოდია იმისათვის, რომ თქვენი სურვილები უფრო თამამად გამოხატოთ.

ასევე დაგაინტერესებთ:
წყარო: www.beaumonde.ge