Digest Logo

🎥 „გარემო ნეგატიურია და ცდილობს თქვენზე მანიპულაცია მოახდინოს...“ - ანზორ ოდიშარია

1714370537
ანზორ ოდიშარია

ასტროლოგი, ანზორ ოდიშარია გადაცემა „დილა  მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში დღის ასტროლოგიურ პროგნოზზე, თორმეტივე ნიშნისთვის საუბრობს.

ვერძი

ვერძებისთვის დღევანდელი დღე გამორჩეულია, მათ შეუძლიათ დასახონ მიზნები და იყვნენ პოზიტიურები. ერიდეთ ისეთ ადამიანებს, ვისაც თქვენი სასიცოცხლო ენერგია სწყურიათ. მოერიდეთ ადამიანებს, რომლებიც ხელს გიშლით.

კურო

არ უნდა დაკარგოთ შესაძლებლობები, გააქტიურდით. არ დაკარგოთ იმედი ენერგია და რითმის შეგრძნება.

ტყუპები

თქვენთვის სიახლეები მატულობს. საინტერესო პერიოდია, როცა კომუნიკაცია შეგიძლიათ და საინტერესო ინფორმაციის მიღება. ასევე შეისრუტავთ ისეთ ინფორმაციას, რომელიც სამომავლოდ გამოგადგებათ, რათა თქვენი ცხოვრება შეცვალოთ.

კირჩხიბი

თქვენი დღე ქაოსურია, ნეგატიური ემოციები შესაძლოა თან გდევდეთ, მაგრამ მოერიეთ თავს მიზანი დასახეთ და პრობლემებს აუცილებლად გადაჭრით. საღამოს იხალისებთ დღის მანძილზე განვითარებული მოვლენებით თუ სწორად განაწყობთ თქვენს თავს.

ლომი

საფრთხილოა, რომ თქვენი ენერგია სხვებს გაუნაწილოთ. არ მოხდეს თქვენი რესურსების მიტაცება. დღის ბოლოს შესაძლოა განცდა გქონდეთ რომ გამოგიყენეს. მიითვისეს თქვენი ძალა ან რესურსი და უაზრო დახარჯეთ თქვენი დღის ენერგია.

ქალწული

დღეს კარგი დღე გაქვთ განახლება, სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოთ. დღე განცდებითა და საფრთხეებით სავსეა. თქვენს ირგვლივ მყოფებს შეიძლება უნდოდეთ თქვენი დაზიანება, ან თქვენ ასე აღიქვათ მათი ქმედებები. გაუფრთხილდით საკუთარ თავს და ნუ მოუშვებთ უცხო ადამიანებს თქვენს ცხოვრებაში.

სასწორი

ენერგია თქვენი იზრდება. შესაძლებლობები ინტერესები, მისწრაფებები - შესაძლოა შეგეცვალოთ. ემოციების გამოხატვა თქვენთვის საჭიროა, რადგან თავიდან აიცილოთ უსიამოვნებები.

მორიელი

დღეს განსაკუთრებულად უნდა ერიდოთ მორიელები ნეგატივის გამოხატვას. გარემო ნეგატიურია და ცდილობს თქვენზე მანიპულაცია მოახდინოს, ამიტომ სამსახურში, სამეგობრო წრეში შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ნუ აჰყვებით პროვოკაციებს.

მშვილდოსანი

არ ინერვიულოთ თუ რამე არ გამოგივათ ყველაფერი წინ არის. დღევანდელ დღეს მეტად დაისვენეთ. საკუთარ თავზე იფიქრეთ და ემოციურად იყავით მშვიდად. გაუფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობას. მაღალი ენერგია შესაძლოა თქვენზე ნეგატიურად აისახოს.

თხის რქა

არ წახვიდეთ დათმობებზე, თქვენი პრინციპები, ღირებულებები, ფასეულობები - შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. გებრძვიან და შეეცადეთ დაიცვათ თქვენი ინტერესები. საჭიროა დღეს თქვენ იცოდეთ სად მიდიხართ და რა გინდათ.

მერწყული

დღევანდელი დღის თავგადასავლები გაგახარებთ, ამიტომ მაქსიმალურად იყავით გააქტიურებულები. ყველაფერს შეძლებთ, ამიტომ გამოიყენეთ პოზიტიური ენერგია დღის გასახალისებლად.

თევზები

შესაძლოა ჭორები, თქვენზე ინფორმაციები გაიგოთ. თუმცა ამან არ უნდა შეგაშინოთ დეზინფორმაციას ნუ აჰყვებით. შეიძლება მიზანიც ეს არის, რომ პროვოკაციას წამოეგოთ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕დღეს, 29 აპრილს რუსთაველზე „საყოველთაო სახალხო შეკრება“ გაიმართება

⭕შენარჩუნებული იქნება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი - გარემოს ეროვნული სააგენტო

⭕29 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს