Digest Logo

„გარემოცვიდან ზედაპირული ადამიანები ქრებიან, კარიერასა და მიზნების სტრუქტურაზე აგებს პასუხს“ - ხათუნა ნოელი სატურნის რეტროგრადულობაზე

1785595221
ხათუნა ნოელი

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.

იგი ამჯერად მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც სატურნის რეტროგრადულობაზე საუბრობს:

„სატურნი ვერძში რეტროგრადულად მოძრაობს და ხელახლა გადის იმ გრადუსებს, რომლებიც არცთუ დიდი ხნის წინ გამოიარა. ესე იგი ეს ის პერიოდია, როცა უნდა განვლილ დროს და საქმეებს გადავხედოთ, გავარკვიოთ, რამე ხომ არ გამოგვრჩა ან შეგვეშალა.

რეტროგრადული სატურნი ყველა ადამიანს უბიძგებს წარსული შეცდომების გამოსწორებისა და პასუხისმგებლობების გადაფასებისკენ. სიმბოლიზმში ის კარიერას და მიზნების სტრუქტურაზე აგებს პასუხს, თუმცა პირად რუკაში ხშირად სხვა თემები აბარია.

ამას გარდა, ძალზე მნიშვნელოვანია, რომელ სახლს გადის სატურნი მიმდინარე პერიოდში ტრანზიტულად.
მაგალითად, თუ სატურნის რეტროგრადულობა ახლა თქვენს პირველ სახლში ხდება,ეს გარკვეულ წილად მაინც სერიოზული პასუხისმგებლობების დაკისრებას გამოიწვევს; თან გაიძულებთ სხვანაირად შეხედოთ საკუთარ თავს. სავარაუდოდ გაგიჩნდებათ სურვილი, უფრო თავშეკავებული ან დისციპლინირებული გახდეთ. ცოტათი უფრო დისტანციურიც და ცივიც. ზოგ ადამიანებში წონის კლებას უწყობს ხელს, თუმცა შესაძლოა უფრო ენერგიის ნაკლებობაზე და დაღლილობის შეგრძნებაზე იმუშაოს...

თუ რეტრო სატურნი თქვენს მე10 სახლში ბრუნდება შეიძლება იგრძნოთ, რომ კარიერაში ძველი მეთოდები აღარ მუშაობს. სამყარო სრულიად ახალი იმიჯს, პოზიციონირებისა და პასუხისმგებლობის აღებას გთხოვთ.
თუ ვთქვათ, პირველი სახლიდან უკუსვლით მე-12-ში ბრუნდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ახალ ცხოვრებას სრულფასოვნად ჯერ კიდევ ვერ დაიწყებთ, სანამ ძველ ვალებს, შიშებს ან ფსიქოლოგიურ ბლოკებს საბოლოოდ არ მოხსნით და არ გაასუფთავებთ.

კიდევ სხვა მაგალითი, როდესაც ტრანზ. სატურნი უკუსვლით მე-7 სახლში მოძრაობს, ეს ნიშნავს, რომ თქვენი გარემოცვიდან ზედაპირული ადამიანები ქრებიან და რჩებიან მხოლოდ საიმედო და სერიოზული პარტნიორები (როგორც პირადში, ისე საქმიან ურთიერთობებში).

ასევე შესაძლოა გაგიჩნდეთ განცდა, რომ ადამიანებთან ურთიერთობა უფრო მეტ ენერგიას და ვალდებულებებს მოითხოვს, ვიდრე ადრე....

სატურნი რეტროგრადული იქნება კიდევ 4 თვე-ნახევარი“, - წერს ხათუნა ნოელი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ალექსანდრე გაქრისტიანდა...“ - ფაცაციების ოჯახური კადრები

„სასწაულად გიხდება ეს ფერები...“ - ლიზა ყენია წითელ კაბაში პოზირებს

თმის შეჭრის სარფიანი დღეები აგვისტოში ფენ-შუის სპეციალისტისგან