Digest Logo

🎥 „გავლენას მოახდენს თქვენს ინტიმურ ურთიერთობებზე...“ - პლუტონის ტრანზიტის ზემოქმედება, ასტროპროგნოზი მედეა დოლიძისგან

1739284526
მედეა დოლიძე

ასტროლოგი მედეა დოლიძე სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და საზოგადოებას ასტროპროგნოზებს უზიარებს ხოლმე.

ამჯერად „დაიჯესტი“ გთავაზობთ მედეა დოლიძის მორიგ ვიდეოს, სადაც პლუტონის ტრანზიტსა და მის გავლენებზე საუბრობს:

პირველ რიგში უნდა მოუსმინოთ თქვენი ასცედენტის ნიშანს, შემდეგ კი მზის და მთვარის ნიშანს.

♈ვერძი

ეს არის შენი მეთერთმეტე სახლი, სოციალური ჯგუფები, რომლებშიც ახლა ხარ სავარაუდოდ გაივლიან დიდ ტრანსფორმაციას. შენ შექმნი ახალ ძლიერ კავშირებს, რომლებიც დაფუძნებულია მტკიცე მიზნებზე. ეს ყველაფერი საბოლოოდ დაგეხმარება შენი პირადი შეხედულებების ჩამოყალიბებაში და საშუალებას მოგცემს შექმნა მომავალი,რომელზედაც არც კი გიოცნებია.

♉კურო

ეს არის შენი მეათე სახლი. შენი ცხოვრება ახალ საფეხურზე გადავა, მოემზადე პროფესიულ კიბეზე ახალ საფეხურებზე ასასვლელად. პლუტონი შენს ამბიციებს აამაღლებს და მოგცემს მოტივაციას გამოიყენო შენი შესაძლებლობები.

♊ტყუპები 

ეს არის შენი მეცხრე სახლი. პლუტონის ტრანზიტი მერწყულში მთლიანად გარდაქმნის სისტემას, რაც საშუალებას მოგცემს გამოცადო მსოფლმხედველობის და გამოცდილების სრულიად ახალი სფეროები. შორეული მოგზაურობა გარდამტეხი იქნება ამ მოგზაურობაში. მიენდე ტრანსფორმაციას.

♋კირჩხიბი

ეს არის შენი მერვე სახლი.ეს იქნება თვითგამოკვლევის პერიოდი შენს ცხოვრებაში. პლუტონის ტრანზიტი გავლენას მოახდენს თქვენს ინტიმურ ურთიერთობებზე და ნდობაზე. მისცემს მას მეტ შანსს ისევე როგორც აქტივებსა და ინვესტიციებზე. შენ შესაძლოა განიცადო ინტენსიური ტრანსფორმაცია ღრმა შიშებზე.

♌ლომი

ეს არის შენი მეშვიდე სახლი. პლუტონი მოახდენს გავლენას შენს ურთიერთობებზე.  შესაძლოა მიიზიდო ისეთი ადამიანები, რომელთა დახმარებით რაღაცებს გადაწონით.

♍ქალწული

ეს არის შენი მეექვსე სახლი. ტრანსფორმაცია მოხდება შენს და საქმეების და ცხოვრების წესის სფეროში. შესაძლოა შეიცვალო სამუშაო ადგილი ან გადაწყვიტო ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება. ცვლილებები ნებაყოფლობითი არ არის, თუმცა საოცარ შედეგებს მიაღწევთ.

♎სასწორი

ეს არის შენი მეხუთე სახლი. შემოქმედების დროა. დადგა დრო განიცადო რადიკალური ტრანსფორმაცია, სიყვარულის, ჰობის, კრეატივის და ბავშვების სფეროში. შესაძლოა ყველა გაკვეთილი არ იყოს სასიამოვნო, განაგრძე იმის კეთება რაც გიყვარს. სასიყვარულო კავშირი იქნება კარმული. ურთიერთობები გადავა ახალ ეტაპზე.

♏მორიელი

ეს არის შენი მეოთხე სახლი. პლუტონი შენი მმართველი პლანეტა სრულიად გარდაქმნის შენს ემოციურ სტაბილურობას. ასევე უძრავი ქონების სფეროს. შეგიძლია განთავისუფლდე წარსულის ტრავმებისგან და ფენიქსივით ხელახლა დაიბადო.

♐მშვილდოსანი

ეს არის შენი მესამე სახლი. პლუტონი რადიკალურად შეცვლის შენს გამოხატვისა და ინტელექტის სექტორს. ამ მომენტიდან მოყოლებული აღმოაჩენ, რომ ეძებ უფრო ღრმა მნიშვნელობას ყოველდღიურ ცხოვრებაში. აარიდებთ თავს უაზრო საუბრებს.

♑თხის რქა

ეს არის შენი მეორე სახლი. ბოლო 15 წელი პლუტონმა შენს ნიშანში გაატარა. კარგად დაინახავ როგორ იცვლება შენში პირადი  შეხედულებები. დააფასებ პირად ურთიერთობებს და ფულს. შესაძლოა იპოვო ახალი ხერხი ფულის საშოვნელად. მომავალი წლები მოგიწოდებს დააფასო ყველაფერ რაც გაქვს.

♒მერწყული

ეს არის შენი პირველი სახლი. პლუტონი ბოლოს შენს ნიშანში იყო 1998 წელს. ასე რომ შენ ყველაზე მეტად იგრძნობ ამ კოსმოსურ ცვლილებას. დროდადრო გათავისუფლდები და გაიაზრებ საკუთარ აუთენტიკურობას. ეს ნამდვილად არ იქნება მარტივი პროცესი. ეს არის ახალი ერა შენი იდენტობის.

♓თევზები

ეს არის შენი მეთორმეტე სახლი. ამ პერიოდში შეიძლება დაინტერესდე ყველაფერი დაფარულით. შენი ინტერესებიდან გამომდინარე ეს შესაძლოა ეხებოდეს მისტიკასაც. ჩაუღრმავდები შენი ფსიქიკის დაფარულ ნაწილებს და აღმოაჩენ ფარულ მოტივებს.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ვარ პრინციპული და მიზანდასახული ადამიანი, ჩემთვის არ არსებობს გამოწვევა ცხოვრებაში, რომელსაც ვერ მოვერევი“ - თამო ვაშალომიძე

⭕ნატო გელაშვილი მეორედ გახდა ბებია - ცნობილია, რა დაარქვეს გოგონას

🎥 „რაც დრო გადის, უფრო ვფრთხილობთ მეგობრის შერჩევისას... მეგობრებმა შემიქმნეს ის ცხოვრება, რომ ბედნიერად მეცხოვრა“ - რას ეტყოდით თქვენს ბავშვობის მეგობარს?