მზის და მთვარის დაპირისპირება, ანუ სავსემთვარეობა გავიარეთ. დედამიწა უარყოფით ენერგოველში გადავიდა, რაც გარკვეულ წილად სირთულეებს შექმნის. აღნიშნულ თემაზე ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა ისაუბრა და საზოგადოებას რჩევები მისცა.
მიხეილ ცაგარელმა ასევე ისაუბრა იმ ტენდენციებზე, რომელიც ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს ელოდება მიმდინარე კვირაში👇
♈ ვერძი
ყველაზე დიდი კოსმოსური გამოწვევა თქვენ პარტნიორულ ურთიერთობებში გელოდებათ. გინდაც საქმიანი, გინდაც ბიზნესპარტნიორული და სასიყვარულო მიმართულებით. გმართებთ მაქსიმალური დიპლომატიის, თავდაჭერის, მოთმინების გამოვლენა, რათა არასასიამოვნო დაძაბულობა და კონფლიქტები არ წარმოიქმნას. ადრე დაშვებული შეცდომებიც იჩენენ თავს. მოგიხდებათ არაერთი საკითხის მოგვარება, რომელიც დაკავშირებული იქნება ფინანსებსა და პირად თემებთან. ეს არის თქვენთვის კოსმოსური, კარმული ვალების გასტუმრების პერიოდი. ჯანმრთელობა მდგრადი გაქვთ, შესაძლებლობებიც აქტიურობისა გაქვთ.
♉ კურო
თქვენი ენერგოტონუსი ეცემა. ნუ გადაიღლებით, ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. სარისკო, გრანდიოზულ პროგრამებს თავი დაანებეთ. თქვენი მთავარი პრობლემა უკავშირდება ურთიერთობას სამსახურში. კოლეგებთან, ხელმძღვანელ პირებთან თქვენი სიჯიუტით, სიხისტით და ზედმეტი პირდაპირობით ურთიერთობა არ დაძაბოთ. შესაბამისი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. რუტინული, ყოველდღიური საქმეები თქვენში გამოიწვევს გაღიზიანებას.
♊ ტყუპები
გარკვეულმა პრობლემებმა შეიძლება იჩინოს თავი საქმიან სფეროში, ურთიერთობებში, ფინანსურმა მხარემ. ჯანმრთელობა მდგრადია, აქტიური და გონებამახვილი ხართ, ამ მხრივ პოზიტიური შანსები გაქვთ. უმრავლეს შემთხვევაში პრობლემები თქვენი გადამეტებული სიამაყით და ამბიციით იქნება გამოწვეული. გმართებთ მეტი დიპლომატია. მოგიხდებათ რევიზია ფასეულობების. ეცადეთ კარგი ურთიერთობა გქონდეთ ყველასთან. შეგიძლიათ ლატარიაში მონაწილეობა.
♋ კირჩხიბი
არამშვიდი პერიოდი გეწყებათ, ენერგოტონუსი იკლებს, ფსიქოემოციური არასტაბილურობა მეტად იჩენს თავს, ამიტომ ნუ გადაიღლებით, სარისკო მოქმედებებს მოერიდეთ. შესაძლოა ოჯახში შეგექმნათ სირთულეები, მათ შორის შესაძლოა საყოფაცხოვრებო პრობლემებმა იჩინოს თავი, ელექტრო ტექნიკასთან დაკავშირებული. შეიძლება დაიძაბოს თქვენსა და ახლობლებს შორის ურთიერთობა, ამიტომ მოერიდეთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ გარიგებას. ასევე, მოერიდეთ ახალ ბინაში გადასვლას, რემონტის დაწყებას. თქვენი ბევრი გეგმა შეიძლება სხვანაირად ან საერთოდ ვერ წარიმართოს. არ დაკარგოთ თვითრწმენა, რადგან ეს ყველაფერი მალე გადაივლის.
♌ ლომი
ენერგოტონუსი მდგრადია, ჯანმრთელობაც, ხართ ენერგიული, ინიციატივიანი, აქტიური. როგორც ლიდერი, კარგად წარმოაჩენთ თქვენს მონაცემებს, მაგრამ რადგან დედამიწა უარყოფით ენერგოველშია, ყველაზე ახდენს გარკვეულ ზეგავლენას. თქვენს შემთხვევაში წყალქვეშა დინება არის ის, რომ თქვენს გარშემო ხალხი რაღაც საკითხებს არ გაიზიარებენ, ეს გამოიწვევს გაუგებრობებს, წყენას და დაპირისპირება. თქვენში მოიმატებს ეჭვიანობა და შიშები. პირად ურთიერთობაშიც შესაძლოა კონფლიქტები დაიწყოს. გამოიჩინეთ ლოიალურობა და დიპლომატია. ხვალ და ზეგ განსაკუთრებით ყურადღებით იყავით, რადგან 3 რიცხვში მთვარე გამოდის თქვენი ნიშნიდან და გადადის ქალწულში.
♍ ქალწული
წინა პლანზე წამოიწევს ფინანსური საკითხი. იშრომებთ ძალიან ბევრს, ეცდებით, რომ იპოვოთ დამატებითი შემოსავლის წყაროები. ძალიან რთული იქნება საფინანსო პრობლემების მოგვარება. არ არის გამორიცხული, რომ კონფლიქტში აღმოჩნდეთ ახლობლებთან და ნათესავებთან ფინანსების გამო. შეიძლება ფული გთხოვონ და ვერ მისცეთ, ან თქვენ მოსთხოვოთ თანხის დაბრუნება და ვერ გააკეთონ. შეიძლება მიიღოთ სარფიანი წინადადება, რომელიც ფინანსების მოპოვებასთან იქნება დაკავშირებული, მაგრამ იყავით ყურადღებით. ეცადეთ, რომ არ დაეთანხმოთ ამ წინადადებას. გირჩევნიათ, რაც გაქვთ ის ხარჯოთ ყაირათიანად, ვიდრე გაეკიდოთ ფინანსურ პერსპექტივას და შემდეგ შეიძლება არაფრის გარეშე დარჩეთ.
♎ სასწორი
მზე თქვენს ზოდიაქოშია, ახლა თქვენი დროა. განწყობის მხრივ ყველაზე კარგად ხართ. შეგიძლიათ აიმაღლოთ ავტორიტეტი. სულსწრაფობა ამ კვირაში თქვენი მტერია, რაც შეიძლება გახდეს დაძაბულობის მიზეზი. ზოგიერთი თქვენგანი შესაძლოა გულაცრუების წინაშე აღმოჩნდეს, რადგან აღმოაჩენთ, რომ ზოგიერთი პარტნიორი უპასუხისმგებლობას იჩენს. გადაწყვეტილება არ მიიღოთ ემოციურ ფონზე. მნიშვნელოვანი გეგმების რეალიზაციას თუ 12 ოქტომბრის შემდგომ შეძლებთ, ეს უფრო იქნება მოგებიანი.
♏ მორიელი
თქვენ გჭირდებათ განსაკუთრებული სიფრთხილე! მინიმუმ 2 კვირის განმავლობაში. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი წლის განმავლობაში. თქვენი ენერგოტონუსი იკლებს, ადვილად გაცივდებით და გადაიღლებით. შესაძლოა ქრონიკულმა დაავადებებმა იჩინოს თავი. ფარული მტრები, ჭორები, კონკურენცია, ვალები, იჩენს თავს და გაიზრდება. გამოასწორეთ ძველი შეცდომები. მოერიეთ თქვენს შიშებს და აზრებს. ნუ მოახდენთ მძაფრ რეაქციებს. შეინარჩუნეთ სიმშვიდე. შემოიფარგლეთ ყოველდღიური საქმიანობით და დაისვენეთ.
♐ მშვილდოსანი
დინამიური, თუმცა ურთიერთწინააღმდეგობებით აღსავსე პერიოდი გაქვთ. ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია, განწყობა, ოპტიმიზმი მატულობს, თუმცა გაგირთულდებათ კარგი ურთიერთობების ჩამოყალიბება ირგვლივ მყოფ ადამიანებთან, რაზედაც გექნებათ ძალიან მძაფრი რეაქციები, რაც გახდება კონფლიქტების საბაბი. საღი, ლოგიკური აზროვნებით წაიწიეთ წინ. გამოიჩინეთ მეტი თავდაჭერა, დიპლომატია.
♑ თხის რქა
ენერგოტონუსი იკლებს, სიტუაცია დაძაბულია. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას! ზედმეტად ნუ გადაიღლებით. სამსახურებრივ სფეროში სერიოზული ცვლილებებია მოსალოდნელი, ადაპტირება არ იქნება მარტივი თქვენთვის. ნუ მიიღებთ სულსწრაფ გადაწყვეტილებებს, რადგან შეიძლება დაკარგოთ სამსახური. მოერიდეთ მსხვილ საკითხებს. არანაირი სასამართლო პროცესები.
♒ მერწყული
თქვენი აზრები ცხოვრებასთან მიმართებაში შესაძლოა შეიცვალოს და ირგვლივ მყოფ ადამიანებს ეს არ მოეწონება. აზარტმა შეიძლება შეცდომები დაგაშვებინოთ. ნუ არწმუნებთ ნურავის თქვენს სიმართლეში, თუ გინდათ შეინარჩუნოთ ურთიერთობები. მოერიდეთ კაპიტალდაბანდებებს. თქვენი ინვესტიციები არ გაამართლებს.
♓ თევზები
ენერგოტონუსი ეცემა, შესაძლოა ადვილად გაცივდეთ და გადაიღალოთ. თქვენი მოქმედებები შეიძლება გახდეს ფინანსური პრობლემების საბაბი. მოგიწევთ ვალის დაბრუნება, ჯარიმის გადახდა. აღიარეთ თქვენი შეცდომები და ეცადეთ გამოასწოროთ, მოერიდეთ ვალის აღებას და ხელშეკრულებების დადებას. ენას კბილი დააჭირეთ, რადგან შეცდომები არ დაუშვათ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „ჩვენი სიამაყე ხარ“ - ოთო ბაზერაშვილის მიერ შესრულებული „მუხამბაზი თბილისს“