Digest Logo

„მნიშვნელოვანი გეგმები, შეხვედრები და მოლაპარაკებები უნდა გადადოთ, რადგან პოზიტიური შესაძლებლობები მცირდება“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი

1696226542
მიხეილ ცაგარელი

მზის და მთვარის დაპირისპირება, ანუ სავსემთვარეობა გავიარეთ. დედამიწა უარყოფით ენერგოველში გადავიდა, რაც გარკვეულ წილად სირთულეებს შექმნის. აღნიშნულ თემაზე ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა ისაუბრა და საზოგადოებას რჩევები მისცა.

„დედამიწა შევიდა უარყოფით ენერგოველში, რაც იმას ნიშნავს, რომ გართულდება როგორც ფინანსური, ისე ბიზნეს-კომერციული საქმიანობა, გართულდება ადამიანთა ურთიერთობა, ჯანმრთელობის საკითხები და შესაძლოა მეტად დაუშვათ შეცდომები.

მნიშვნელოვანი გეგმები, შეხვედრები და მოლაპარაკებები უნდა გადადოთ, რადგან პოზიტიური შესაძლებლობები მცირდება, რადგან კონფლიქტების და დაპირისპირებების ტენდენცია იმატებს. ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა იყოთ წინდახედული. არ დაძაბოთ ურთიერთობები სახლში და სამსახურში.

წინ გვაქვს ოქტომბერი და ნოემბერი, ორივე ძალიან რთული და მნიშვნელოვანი თვეა. ამიტომ მათი ფრთხილად გავლაა საჭირო. ხვალიდან შევდივართ ამ ზონაში და ყველა ზოდიაქოს ნიშანს ექნება ამასთან დაკავშირებული გარკვეული სირთულეები“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ჩვენი სიამაყე ხარ“ - ოთო ბაზერაშვილის მიერ შესრულებული „მუხამბაზი თბილისს“

112 მოსახლეობას აფრთხილებს - „მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ“

🔵 „მოთქვამენ - სად დაიკარგა დისციპლინა?! რომელ დისციპლინას დაეძებთ ძალიან ძვირფასებო? ყურის აგლეჯას, თმების დაწიწკვნას, დანარჩენი ბავშვების წინ შერცხვენას, კუთხეში დაყენებას?“ - გიორგი კეკელიძე