Digest Logo

🎥 „გეძლევათ შანსი შექმნათ ოჯახი, წლის ერთ-ერთი ფავორიტი ნიშანი ხართ“ - რომელ ზოდიაქოს ნიშანს გაუმართლებს სიყვარულში 2025 წელს?!

1738824438
ანზორ ოდიშარია

რომელ ზოდიაქოს ნიშანს გაუმართლებს სიყვარულში 2025 წელს?!

როგორ განვითარდება მოვლენები სასიყვარულო კუთხით ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის?

ამ საკითხებზე „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში ასტროლოგი და ეზოტერიკოსი ანზორ ოდიშარია საუბრობს. 

„2025 წელს ადვილი იქნება სასიყვარულო ურთიერთობების დაწყება, ბევრ ზოდიაქოს გაუმართლებს,“ - ამბობს ანზორ ოდიშარია. 

ვერძი - გიმართლებთ ამ მიმართულებით, ყველაზე მეტად 2025 წელს სწორედ სიყვარულის დაბალანსება გჭირდებათ.  უმჯობესია სასიყვარულო ურთიერთობებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ მარტი-აპრილის პერიოდში. 

ლომი - თქვენთან სასიყვარულო ენერგია იზრდება და გეძლევათ საშუალება იპოვოთ თქვენი გულის სწორი, ვისაც არ გყავთ, ვისაც გყავთ ეს ურთიერთობა გაიზრდება. წლის მაისამდე ენერგია დაბალია, მაისიდან კი აქტიურდება ეს ენერგიები.

მშვილდოსანი - გჭირდება პარტნიორული ურთიერთობები, თუმცა წლის ბოლოსკენ არის მაღალი შანსი იპოვოთ თქვენი გულის სწორი. არ დაკარგოთ კონცენტრაცია. 

ტყუპები - გიადვილდებათ პარტნიორულ ურთიერთობაში შესვლა, თუმცა ურთულდება იქ დარჩენა. მეექვსე მეშვიდე თვეში ვისაც არ ჰყავს პარტნიორი მაღალია იპოვოს, ხოლო ვისაც ჰყავს თქვენი ურთიერთობა გადავა ახალ ეტაპზე. 

სასწორი - ზოგადად ურთიერთობების ნიშანია და ამ წელს მარტივად გამოგდით ურთიერთობა. სექტემბრიდან წლის ბოლომდე თქვენი პერიოდია. 

მერწყული - ვისაც გყავთ პარტნიორი ძლიერად განვითარდება თქვენი ურთიერთობა და ახალ ფაზაში შევა. დიდი ხნის ოცნებები შეიძლება წელს ასრულდეს, მაგალითად უშვილო წყვილებს შეიძლება ეყოლოს შვილი. 

კირჩხიბი - თქვენი პერიოდი იქნება მეხუთე თვიდან მერვე თვემდე, მარტში კი უმჯობესია შეიკავოთ თავი და იყოთ ფრთხილად, რათა ურთიერთობა არ დაზიანდეს.

მორიელი - ერთი და იგივე შეცდომები არ დაუშვათ, თქვენ საკუთარ თავს წირავთ ურთიერთობაში, რომ თქვენი პარტნიორი ბედნიერი იყოს, წელს წარსულის გამოცდები არსებობს და ეცადათ ისწავლოთ შეცდომებზე. კარგი პერიოდი სასიყვარულო კუთხით არის აგვისტოდან წლის ბოლომდე. 

თევზები - ახლა გაქვთ სწორი ენერგია, როცა ურთიერთობების განახლება შეგიძლიათ მარტის ბოლომდე. 

კურო - გეძლევათ შანსი შექმნათ ოჯახი, წლის ერთ-ერთი ფავორიტი ნიშანი ხართ სასიყვარულო კუთხით. კარგი პერიოდია აპრილიდან მეშვიდე თვის ბოლომდე. 

ქალწული - ყველაზე მეტად გჭირდებათ ფლირტი, და წელს სწორედ თქვენ შეიძლება იყოთ ინიციატორები სასიყვარულო ურთიერთობების. 

თხის რქა - თქვენთან იანვარში დაიწყო სასიყვარულო ურთიერთობები და გაგრძელდება მარტის ბოლომდე. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „შესაძლოა გაგეზარდოთ ხელფასი, ან შეიცვალოთ სამსახური“ - 6 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

⭕გაფრთხილება ამინდის გაუარესების შესახებ - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

⭕გზებზე არსებული ვითარება - სად არის გადაადგილება აკრძალული?