Digest Logo

გიორგი ლობჯანიძე: 26 ოქტომბრის სავსემთვარეობა ურთიერთობებსა და ძველ პროექტებზე გავლენას მოახდენს

1793002874
სავსემთვარეობაზე

ასტროლოგი გიორგი ლობჯანიძე 26 ოქტომბრის სავსემთვარეობის შესახებ პროგნოზს აქვეყნებს და აცხადებს, რომ მომდევნო ორი კვირა პირად ურთიერთობებსა და პროფესიულ საქმიანობაში ცვლილებებით იქნება გამორჩეული.

მისი თქმით, სავსემთვარეობას „მონადირის მთვარე“ ეწოდება და მისი პიკი თბილისის დროით 08:11 საათზე, კუროს ზოდიაქოს მე-3 გრადუსზეა მოსალოდნელი.

„მეტად დიდი კოსმიური ქარიშხლები გველოდება მალე და შევხედოთ ცის კაბადონსაც:

26 ოქტომბერს, წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე ტრანსფორმაციული, გარდამქმნელი და საბედისწერო სავსემთვარეობა გვექნება, რომლის შესახებაც დაბლა მოგახსენებთ:

მიმდინარე სავსემთვარეობას ეწოდება Hunter’s Moon {მონადირის მთვარე} პიკი გვექნება თბილისის დროით 08:11 საათზე კუროს ზოდიაქოს მე-3 გრადუსზე.

ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ეს ტერმინი გამოიყენება ზამთრის მზადებისთვის. მონადირეებს მოსავლის აღების შემდეგ, მთვარის შუქი უნათებდათ გზას ნადირობისა და საკვების მოსამარაგებლად.

კურო-მორიელის ღერძში შეხვდებით სტაბილურობისა და ტრანსფორმაციის საკითხებს.

კურო - ფიქსირებული ფენის წარმომადგენელი, მიწის სტიქიაა. მის თვისებებში შედის: სტაბილურობა, სიმტკიცე, მატერიალური აზროვნება, მიდრეკილება შენებისა და კომფორტისკენ, მეტად პროგნოზირებადი და ჯიუტია.

მორიელი - ფიქსირებული ნიშანია, წყლის სტიქია. საკმაოდ სტრატეგიული, ტაქტიკურად განსწავლული, მებრძოლი, მიზანდასახული და ინტუიციურია.

პიკის დროს, მთვარეს ექნება მძიმე ოპოზიცია რეტროგრადულ ვენერაზე და ასევე, მძიმე კვადრატურა ტრანსფორმაციებისა და ნგრევის პლანეტა პლუტონზე!

ნუ გაგიკვირდებათ, თუ 26 ოქტომბრიდან 9 ნოემბრამდე, ყველაზე აქტიურ და გარდამავალ დროში იხილავთ რიგ ცვლილებებს, როგორც სოციალურ, ისე პირად ინდივიდუალურ სამყაროში.

ამ ორკვირიან მონაკვეთში ბევრი დრომოჭმული ურთიერთობა საბოლოოდ დასრულდება და არაა გამორიცხული, რომ ბევრიც ფერფლიდან ხელახლა აღდგეს!

კვლავ შეგახსენებთ თავს ძველი ვალდებულებები, ურთიერთობები და ამ ვალდებულებებთან ერთად, ძველი პროექტებიც, რომლებიც ისევ დაიწყებენ გააქტიურებას.

რეტროგრადულ ვენერასთან ერთად, ასევე უკან მოძრავი გახდა გონების და ინტელექტის მმართველი პლანეტა მერკურიც.

მზე უკუსვლით მოძრავ ვენერაზეა მიერთებული და წვავს მას, ამ დროს კი ორივე პერსონალური პლანეტა მერკურის და ვენერას სახით რეტრო ფაზაზეა, ამ მოვლენას, ხშირად ნამდვილად ვერ ნახავთ.

ფაქტობრივად, ეს სავსემთვარეობა პირდაპირ ვენერაზეა, რაც მის ძალებს აორმაგებს და ახლა მიღებული გადაწყვეტილებები, როგორც პირადულ, ისე პროექტულ საკითხებში წლების მანძილზე იმუშავებს და ეს ნაბიჯები დიდი ხნით გაგყვებათ.

ყველაზე ცუდი და არასასიამოვნო დროა, სულ მცირე ნოემბრის 15-20 რიცხვამდე საბანკო ტრანზაქციებისთვის, ქონების შესყიდვა-გადაფორმების და ახალი საქმეების დასაწყებად. ჯობია რომ ცოტა ხნით გაჩერდეთ და მოითმინოთ!

სოციო/პოლიტიკური კუთხით მომდევნო დღეებში ისევ გამწვავდება ძველი კონფლიქტები და იხილავთ დაძაბულობას!

განსაკუთრებით აქტიურია აქ განხეთქილებების, კანონის დარღვევის და მიკერძოების ვარიანტები.

ცეცხლის კერების გაჩენის შანსები მაღალია. შესაძლოა იხილოთ ახალი კადრები და პოლიტიკურად ძველი სახეების დაბრუნებებიც, ზოგის ავტორიტეტი შეიძლება შეირყეს კიდეც.

ამ დროში არ გირჩევთ ძალაუფლების ფარულ კონტროლს და საჯარო ეჭვიანობებს. აკვიატებები და დაძაბულობა არაა საჭირო იმისთვის, რომ ერთპიროვნული ჰეგემონიის წინაშე აღმოჩნდეთ. ამით გარშემო მყოფებთან ბევრი გაიფუჭებს ურთიერთობას.

დრო ძალიან კარგია ძველ პროექტებზე მუშაობისა და ძველ ადამიანებთან კავშირების აღდგენისთვის, რაც გიღირთ და რამდენადაც თქვენთვისაა მისაღები, სხვა შემთხვევაში, საბოლოოდ ჩახურავთ ამ თავს.

ფსიქოლოგიური რეგენერაციისა და მატერიალური დაგეგმარების ერთ-ერთი გამორჩეული ეტაპია, სადაც ტაქტიკურად განსწავლული, დიპლომატიური და მომთმენი ადამიანები იზეიმებენ გამარჯვებას.

რიგი პროექტები შესაძლოა 2027 წელს გაიფურჩქნოს კიდეც!

ძალიან ბევრი ადამიანი დეკემბრის შუა რიცხვებამდე, ფაქტობრივად, წლის ბოლომდე დაასრულებს ფსიქოლოგიურ სიმძიმეებს და გაუგებრობებს, როგორც საკუთარ თავთან, ისე გარემოსთან.

მიმდინარე რეტროგრადული ფონი, ასევე ხელს უწყობს ფსიქოლოგიურ სეანსებს, საკუთარი სამყაროს უკეთ შეცნობას და შემოქმედთან კავშირის მცდელობას. ბევრი საჭირბოროტო საკითხი გამოაშკარავდება და ტრანსფორმირდება“,- წერს ლობჯანიძე.

✕