„დღეს შაბათია 9 მაისი 2026 - ორი ამბავი პლანეტარული ენერგიების, რომლებსაც ჩვენ ახლა ყოველდღე ვცხოვრობთ“, - აღნიშნულ საკითხზე ვრცელ პოსტს სოციალურ ქსელში ასტროლოგი ლამზირა ხაჭაპურიძე აქვეყნებს:
„🔷️ რეტრო პლუტონი და ურანი ახლა მხოლოდ მოვლენებს არ ცვლიან — ისინი ცვლიან თვითონ რეალობის აღქმას.
🔷️პლუტონი მერწყულში ანგრევს ძველ ძალაუფლებრივ სისტემებს: რასაც ადამიანები „ნორმას“ ეძახდნენ, ნელ-ნელა იშლება. ძველი ავტორიტეტები, ხელოვნური წესრიგი, ცრუ უსაფრთხოებები, კონტროლზე აგებული სისტემები — ყველაფერი იწყებს ბზარვას.
🔷️რეტრო პლუტონი გვაიძულებს დავინახოთ: რა იყო რეალური და არა — მხოლოდ კოლექტიური ილუზია.
🔷️⚡️ხოლო ურანი — შოკით აღვიძებს ცნობიერებას. ის ცვლის: ტექნოლოგიას, ფინანსურ სისტემებს, მედიცინას, განათლებას, ურთიერთობებს, ადამიანის ნერვულ სისტემასაც კი.
☂️ამიტომ არის ახლა ამდენი: მოულოდნელი ცვლილება, შფოთვა, გაღვიძება, სიმართლის ამოსვლა, ფსიქიკური გადაღლა, იდენტობის კრიზისი.
☂️ ძველი სამყარო უკვე ვეღარ იჭერს ახალ ენერგიას.
🔷️ რეტრო პლუტონი გვეკითხება: „რისი დაკარგვის გეშინია?“
🔷️⚡️ურანი კი ამბობს: „თუ თავად არ შეიცვლები — ცხოვრება შეგცვლის შოკით.“
🌟ეს ეპოქა მხოლოდ ტექნოლოგიური რევოლუცია არ არის. ეს არის: ✨️ცნობიერების რევოლუცია. ახლა ადამიანი უნდა გახდეს: უფრო ცნობიერი, ფსიქოლოგიურად მდგრადი, ენერგიულად სუფთა და შინაგანად თავისუფალი. რადგან ახალი ეპოქა აღარ აშენდება მხოლოდ ძალაზე. ის აშენდება ცნობიერებაზე“, - წერს ლამზირა ხაჭაპურიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„არ გირჩევთ სესხის აღებას...“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი
⭕ცნობილია საბურთალოზე მოკლული კაცის ვინაობა
🎥 „მონა, მაშინ არ ხდები, როცა ბორკილს გადებენ“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე