🌙✨🔮 18 იანვარს 2026 წლის პირველი ახალმთვარეობაა, რა გავლენას მოახდენს ახალი მთვარე წლის დასაწყისზე - ამის შესახებ ქვეყნის მთავარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ საუბრობს.
„ახალი მთვარე ნიშნავს მზის და მთვარის შეერთებას. ისინი სხვადასხვა სიჩქარით მოძრაობენ. მაგ; მზეს სჭირდება 30 დღე ერთი ზოდიაქოს ნიშანი რომ განვლოს, ხოლო მთვარე იმ ზოდიაქოს ნიშანს ორ დღე ნახევარში გაივლის.
რადგან სხვადასხვა სიჩქარეები აქვს, ისინი სადღაც ყოველთვის ხვდებიან ერთმანეთს, ამ შემთხვევაში კი ისინი ხვდებიან თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში.
მგრძნობიარე ადამიანები უკვე დღეს იგრძნობენ, მაგრამ განსაკუთრებით საგრძნობი იქნება ხვალინდელი დღე, ზეგ კი 23:57წთ-ზე გვაქვს პიკი და ორშაბათ დღესაც იქნება სავსემთვარეობის ეს გავლენა.
როდესაც ასეთი შეხვედრაა მატულობს დაძაბულობა, ეს დღეები ე.წ. სატანურ დღეებად ითვლება. ადამიანებში მატულობს ცდუნებების ალბათობა, თუ რამე მავნე ჩვევები გაქვთ ყველაფერი ამ დღეებში ძლიერდება.
რადგან თხის რქაში ხდება მათი შეხვედრა, აქ ყურადღება უნდა მივაქციოთ ჯანმრთელობას - ძვლოვან სისტემა, ხერხემალს, სახსრებს და მუხლებს. მოერიდეთ ეს დღეები სიმძიმის აწევას და მკვეთრ მოძრაობას.
ამ პერიოდში მატულობს ნეგატიური ტენდენციების ალბათობა მათ შორის პროფესიული კუთხითაც. ამ პერიოდში არ არის სასურველი ხელშეკრულების დადება და დიდ საყიდლებზე წასვლა, რადგან შეიძლება იყიდოთ ისეთი ნივთები, რომელიც არ გამოგადგეთ.
თუ ვინმეს რამე ჯანმრთელობის ქრონიკული პრობლემა აქვს ამ პერიოდში ეს ყველაფერი უფრო წინ წამოიწევს და ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.
ასტროლოგი ასევე ახალმთვარეობასთან დაკავშირებით პოზიტიურ ტენდენციებზე საუბრობს.
„ახალმთვარეობა ერთ-ერთი საუკეთესო დროა მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ასეთ დღეებში უმჯობესია ილოცოთ და დალოცოთ ყველა.
მაგ; საკუთარ სახლში აანთეთ სანთელი და მოიარეთ საათის ისრის საწინააღმდეგოდ, შემდეგ საათის ისრის მიმართულებით იგივე ლოცვით, ამით საოცრად იწმინდება სახლი“, - გვირჩევს ასტროლოგი.
რა გავლენას მოახდენს ახალი მთვარე ზოდიაქოს ნიშნებზე ნახეთ ვიდეო 👇
⭕ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„შენ ხარ დღის მთავარი გმირი, სამყარო დღეს შენი უნიკალურობით ტკბება“ - 16 იანვრის კოსმოსური ამბები
⭕„დღეს საღამოს, სახლში დაბრუნებისას, ჩაიხედეთ სარკეში, გაიღიმეთ და თქვით...“ - პარასკევის რიტუალი