ასტროლოგი მარიამ შუკაკიძე „იუთუბის“ საკუთარ არხზე მორიგ საინტერესო ვიდეოს აქვეყნებს თემებზე:
✅ 2025 წლის პირველი სავსემთვარეობა
✅ კარმული კვანძების ცვლილება
✅ კატაკლიზმები და ომების საშიშროება
2025 წლის პირველი სავსემთვარეობა
მარიამ შუკაკიძე: 13-14 იანვარი ძირითადად ეს პერიოდია პირველი სავსემთვარეობა. ზოგადად სავსემთვარეობამდე სამი დღით ადრე ადამიანები მეტად კონფლიქტურები ხდებიან. პიკს აღწევს თავად სავსემთვარეობის დღეს, ამიტომ გირჩევთ მშვიდად შეხვდეთ ძველით ახალ წელს. შეიძლება ნაგვის გატანა, ლოცვა მედიტაცია, სახლის დალაგება, ყველაფერი ის, რაც დაგეხმარებათ ნეგატიური ენერგიების გაშვებაში. ზოგადად სავსემთვარეობა არის საკმაოდ ძლიერი ფაზა მთვარის, ამ დღეს წმენდების ჩატარებაც არის შესაძლებელი. ის ნეგატიური ენერგიები, რაც თქვენშია ჩაგროვილი ძირითადად ამ დღეს იჩენს ხოლმე თავს.
კარმული კვანძების ცვლილება
მარიამ შუკაკიძე: პლანეტარული ცვლილებებიც გვაქვს. ვენერამ, სიყვარულის პლანეტამ შეიცვალა ზოდიაქოს ნიშანი. მარსმაც შეიცვალა უკვე. ვენერა გვაქვს თევზებში, მარსი კი კირჩხიბში - რეტროგრადული. თევზებისთვის ძალიან კარგი პერიოდია პირადი და ფინანსური თვალსაზრისით. ასევე კარგი პერიოდია იმისათვის, რომ უფრო მოუაროთ თავს. თევზებისთვის ჰარმონიული პერიოდია, ასევე მათთვის, ვისაც ვენერა აქვს თევზებში. სერიოზული წამოწყებები ვისაც გინდათ, შეიძლება თამამად გადადგათ ეს ნაბიჯები. ასევე შეგიძლიათ ქირურგიული ჩარევების და კვლევების გაკეთებაც. ვინც ხელოვნების სფეროში ხართ, შემოქმედებითად კარგი პერიოდი გაქვთ.
გვაქვს ტრანზიტი - მზე მარსის ოპოზიცია თხის რქაში. თხის რქის, ქალწულისა და კუროს პერიოდია ახლა. მიწის ნიშნების, ვინაიდან მარსი არის რეტროგრადული და მსოფლიოში კონფლიქტები საკმაოდ გაიწელა, თებერვლამდე ასე გაგრძელდება. მზე დაბრუნდა კირჩხიბში და შექმნა ოპოზიცია მზემ მარსის - საკმაოდ აგრესიული და კონფლიქტური ტრანზიტია. იყავით მაქსიმალურად ფრთხილად. ეს განსაკუთრებით ეხებათ კარდინალურ ნიშნებს - სასწორი, თხის რქა, კირჩხიბი, ვერძი.
აღმავალი კარმული კვანძი შევიდა თევზებში და დაღმავალი კარმული კვანძი შევიდა ქალწულში. გილოცავთ სასწორებო და ვერძებო დაგიმათვრდათ კარმული წლების პერიოდი. ვისაც პირად რუკაში გქონდათ აღმავალი ვერძი ან სასწორი დაგიმთავრდათ ეს რთული პერიოდი. კარგი იქნება მეტად მშვიდები და მიმტევებლები ვიყოთ. კარმული კვანძები საკმაოდ მისტიკური წერტილებია და თევზებსა და ქალწულზე იმოქმედებს. არ ჩააციკლდეთ დეტალებს და ნაკლებად კრიტიკულები იყავით. სასწორებო, მარტამდე რჩება ჯერ კიდევ კარმული კვანძი თქვენს ნიშანში და ფრთხილად იყავით. შემდეგ უკვე შავი მთვარე გადადის მორიელის ნიშანში.
კატაკლიზმები და ომების საშიშროება
მარიამ შუკაკიძე: 7 იანვრიდან დაიწყო ცეცხლის გაჩენა ლოს-ანჯელესში და მთელი ჰოლივუდი გადაიწვა. რომ ვთქვი, რომ კატაკლიზმები დაიწყებათქო, ცხრიანის წელი გამოდის და კატაკლიზმები და ნგრევები იცისთქო ამ ციფრმა მინუსში, უკვე ხდება ეს ყველაფერი. მეორე კვირაა 2025, წლის ჯერ ჰოლივუდი გადაიწვა, ტრამპმა განაცხადა, რომ თუ კი გრენლანდიას არ მიჰყიდის დანია დაიპყროს. სერიოზული მუქარები წავიდა მსოფლიოს მასშტაბით. უკვე ამდენნი რამ მოხდა და წარმოიდგინეთ რა მოხდება. საკმაოდ გარდამტეხი წელი იქნება მსოფლიოსთვის. მოგზაურობის დროს იყავით ფრთხილად. გველი ჯერ არც შემოსულა, 29 იანვარს შემოდის და აუცილებელია შეეგებოთ შესაბამისად - ჩაიცვით მწვანე ან ნაცრისფერი ფერის სამოსი. ჯერ კიდევ დრაკონის წელია ჩინური კალენდრით.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ფიფქებო... ფიფქებო...“ - რუსკა მაყაშვილი ქალიშვილის სიმღერის ვიდეოს გვიზიარებს
⭕„11 წლის წინ მე წავაგე ჩემი დებიუტი...“ - რას წერს მერაბ დვალიშვილი?