Digest Logo

„ჰოროსკოპი ეს არის შესაძლებლობა, არ იმოქმედო ბრმად, ეს არის შენი პიროვნების და ბედისწერის ნავიგატორი“ - რამაზ გიგაური პირადი რუკის შედგენაზე

1763924474
რამაზ გიგაური

ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი, რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებს.

ამჯერად ასტროლოგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც პირადი რუკის შედგენის დადებით მხარეებზე წერს:

„ცხოვრებას არ მოჰყვება ინსტრუქცია თუ მოჰყვება?

რატომ უნდა შეადგინოთ პირადი რუკა? არა იმიტომ, რომ მომავალი გამოიცნოთ, არამედ იმიტომ, რომ აწმყოში მიიღოთ სწორი გადაწყვეტილებები.  

აი, კონკრეტულად რაში დაგეხმარებათ თქვენი რუკის ცოდნა:

1. შენი პოტენციალი და კარიერა

გაიგებთ თქვენს ნამდვილ ნიჭს — სად ხართ შეუცვლელი? საბოლოოდ გაარკვევთ: თავისუფალი გრაფიკი გჭირდებათ, თუ სტაბილური სამსახური?

დაინახავთ, საიდან მოდის ფული ყველაზე მარტივად: საკუთარი შრომით, იდეებით, თუ პარტნიორობით.
მიხვდებით, რომელი ჰობი შეიძლება იქცეს შემოსავლის წყაროდ.

2. ურთიერთობების ფსიქოლოგია

გაიგებთ, ვინ ხართ ურთიერთობაში და როგორი პარტნიორი გჭირდებათ რეალური ბედნიერებისთვის (და არა ის, ვინც „უნდა“ გყავდეთ).

შეარჩევთ საუკეთესო პერიოდს პირადი ცხოვრების დასალაგებლად.

დაინახავთ, ვინ გართმევთ ენერგიას: ჰოროსკოპი დაგეხმარებათ, დისტანცია დაიჭიროთ ტოქსიკურ ადამიანებთან და შეინარჩუნოთ საკუთარი თავი.

3. სტრატეგია: სად და როდის?

ლოკაცია: სად გელოდებათ გამართლება? სამშობლოში თუ ემიგრაციაში? მშვიდ გარემოში თუ ქალაქის ხმაურიან სივრცეში?

დრო: როდის უნდა იმოქმედოთ რისკით და როდის უნდა გაჩერდეთ? ჰოროსკოპი გიჩვენებთ „მწვანე შუქის“ პერიოდებს.

გაიგებთ, როდის უბერავს თქვენი „ზურგის ქარი“ და როდის გიწევთ დინების საწინააღმდეგოდ ცურვა.

4. უსაფრთხოება და ენერგია

გაიგებთ თქვენი ორგანიზმის სუსტ წერტილებს (პრევენციისთვის).

გაიგებთ თქვენს ურთიერთობას ტრანსპორთან: ხართ თუ არა მძღოლი ბუნებით, თუ ჯობს საჭეს მოერიდოთ?
თავიდან აიცილებთ სახიფათო პერიოდებს და დაზოგავთ ნერვებს.

5. განვითარება და სულიერი გზა

განათლება: გჭირდებათ თუ არა დამატებითი განათლება, თუ ეს დროის კარგვაა და პრაქტიკა გირჩევნიათ?

სულიერი სიმშვიდე: სად იპოვით რესურსს — რელიგიაში, ფსიქოლოგიაში თუ რაიმე ეზოთერულ პრაქტიკაში?

ჰოროსკოპი ეს არის შესაძლებლობა, არ იმოქმედო ბრმად. ეს არის შენი პიროვნების და ბედისწერის ნავიგატორი“, - წერს რამაზ გიგაური.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ენერგეტიკულად საკმაოდ „მძიმე“ წელს ვემშვიდობებით და წინ ძალიან მაგარი შესაძლებლობები გველის“ - რა მოგვიტანა 2025 წელმა

🎥 „იცოდით, რომ თქვენი ბარათის ნომერი მოქმედებს თქვენზე და თქვენს ფინანსურ შემოსავალზე?“ - თათია გარანიძე ვიდეომიმართვას ავრცელებს

„სამშენებლო კომპანიის 5 თანამშრომელი ჩამოშლილი მასის ქვეშ მოყვა, ნაპოვნია 4 ცხედარი“ - საავტომობილო გზების დეპარტამენტი