როგორი იქნება მიმდინარე კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, ამის შესახებ ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საუბრობს.
♈ ვერძი - აქტიური, ენერგიულია ენერგოტონუსი მაღალია, მოულოდნელი ფინანსური შემოსავლების წინაშე შეიძლება დადგეთ. კარგი პერიოდია მგზავრობა-მოგზაურობისთვის, ახლაა საჭირო გაემგზავროთ უცხოეთში.
♉ კურო - თქვენი ენერგოტონუსი გაძლიერებას კვირის მეორე ნახევრიდან დაიწყებს. კვირის მეორე ნახევარი კარგია მგზავრობა-მოგზაურობისთვის.
♊ ტყუპები - გაითვალისწინეთ, რომ ჯერ კიდევ კარგი პერიოდია იდეებისთვის, მაგრამ ენას კბილი დააჭირეთ, რათა სხვამ ეს ყველაფერი თქვენ წინააღმდეგ არ გამოიყენოს.
♋ კირჩხიბი - გამოცოცხლების დრო იწყება, იწყება თქვენი აღმავლობის პერიოდი. შესაძლებლობა ფინანსური და კარიერული კუთხით არის კარგი.
♌ ლომი - აქტიური და მიმზიდველია. მაგრამ ამ პერიოდში შეიძლება თქვენმა პირდაპირობამ კონფლიქტი გამოიწვიოს.
♍ ქალწული - ენერგოტონუსი მატულობს, აქვთ შანსი ახალი იდეების განხორციელების.
♎ სასწორი - თავს კარგად გრძნობენ, აქტიურები და ენერგიულები არიან. აქვთ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შანსი. სწრაფად გინდათ მიაღწიოთ ყველაფერს, მაგრამ ეცადეთ არ იყოთ სულსწრაფები.
♏ მორიელი - გამოცოცხლდებიან, გირჩევთ რა იდეებიც გაქვთ შეიტანოთ განხილვაზე, რადგან გაქვთ წარმატების დიდი შანსი და ეს ყველაფერი მოგიტანთ ფინანსურ კეთილდღეობას.
♐ მშვილდოსანი - მთავარი ფავორიტი და წარმატებულია. საინტერესო კვირაა ფინანსური გაუმჯობესებისთვის და ახალი საქმეები დაწყებისთვის.
♑ თხის რქა - იწყებთ გამოცოცხლებას, შედიხართ სწორ ურთიერთობებში და გეზრდებათ წარმატების შანსები. მაგრამ გახსოვდეთ, არ სძინავს ფარულ მტრებს.,
♒ მერწყული - სჯობს ეს კვირა გამოიყენოთ მაქსიმალურად, რადგან შემდეგი კვირა არ იქნება ისეთი, როგორიც ეს. ბევრს გააოცებთ თქვენი იდეებით და აზრებით, ამიტომ იაქტიურეთ და არ გაჩერდეთ.
♓ თევზები - გამოცოცხლდებიან, გრძნობთ ენერგოტონუსის მომატებას და ხდებით აქტიურები. შემოქმედებითი ნიჭი და უნარი უფრო წინა პლანზე წამოიწევს. მოლაპარაკებისთვის არის კარგი პერიოდი, ამიტომ არ გაჩერდეთ. ინტუიციასთან ერთად გეძლევათ შანსი პირად ურთიერთობაში შეიტანოთ კარგი სიახლეები.
🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ: