Digest Logo

🎥 „იღბალი თქვენ მხარესაა და ბევრი რამ გამოგდით, წლის განმავლობაში ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისაგან

1774263895
 მიხეილ ცაგარელი

„კვირა კარგია ყველასთვის. ახლა არ გაქვთ მიძინების საშუალება, ყველა გამოცოცხლდება და არ გექნებათ მიძინების საშუალება“, - ამის შესახებ ქვეყნის მთავარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გადაცემაში „იმედის დილა“ საუბრობს და მიმდინარე კვირის შესახებ რჩევებს გვიზიარებს. 

მიმდინარე კვირაში 3 გეომაგნიტური დღე გვაქვს - ოთხშაბათი, ხუთშაბათი და კვირა. 

ორშაბათს და სამშაბათს კარგია მოგზაურობისთვის და კომუნიკაციისთვის.

ოთხშაბათს და ხუთშაბათს მატულობს ემოციურობა, ინტუიცია ძლიერდება და ასევე საუკეთესო პერიოდია ნათესავებთან ურთიერთობისთვის. 

პარასკევ საღამოს, შაბათს და კვირას - ერიდეთ გადაღლას, ნერვიულობაა და არ ასწიოთ სიმძიმეები. გაუფრთხილდით გულს. 

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ცალკეული ზოდიაქოს ნიშნებისთვის 

ვერძი - თქვენი დროა, ყოველ დღე იგრძნობთ ჯანის მატებას, ფულიც მოდის და ნაკლებად იღლებით. ხდებით ოპტიმისტები და შანსები ყველა კუთხით მატულობს. არ აჰყვეთ დაპირებას.

კურო - შეიძლება მიიღოთ ძველი საქმეებიდან მატერიალური შემოსავალი, ასევე კარგი პერიოდია აწარმოოთ მოლაპარაკებები. თუმცა ენას კბილი დააჭირეთ და გამოიყენეთ ეს კვირა მაქსიმალურად.

ტყუპები - ილაპარაკეთ რაც შეიძლება მეტი და თქვენი იდეები წარმოაჩინეთ. რეფორმების დროა, გემატებათ ინტუიცია და განახორციელეთ იდეები. ახლა სიახლეების დროა.

კირჩხიბი - ჯერ თქვენი ენერგოტონუსი კარგია, შემდეგი კვირიდან კი იგრძნობთ რომ იღლებით. ახლა გაქვთ საშუალება იაქტიუროთ და იმოძრაოთ. შემოქმედებითი და პროფესიონალური კუთხით კარგი პერიოდია.  

ლომი - გემატებათ ენერგია. მგზავრობა/მოგზაურობისთვის კარგი პერიოდია. იაქტიუროთ და გქონდეთ უცხოელებთან კომუნიკაცია, საუკეთესო პერიოდია შეძლოთ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება, თუმცა არ აჰყვეთ მაცდურ წინადადებებს. 

ქალწული - თუ პრობლემა გქონდათ ახლა ამის მოგვარების დროა, მატულობს ურთიერთგაგება, მაგრამ დააჭირეთ ენას კბილი და არ გათქვათ თქვენი გეგმები.

სასწორი - გრძნობს ვერძის ენერგიას, მოდიან ჯანზე და ხდებიან კომუნიკაბელურები. ყველა გეხმარებათ და გამოიყენეთ ეს პერიოდი. ხდებით სამართლიანი და ეს თქვენ ავტორიტეტს მაღლა წევს. თუ ქორწინებას გეგმავდით ეს კვირა ამისთვის კარგია. 

მორიელი -  ჯერ კიდევ გაქვთ ჯანი და ენერგია, ყურადღებით იყავით გართობის და აზარტული თამაშების მიმართ, ამ კუთხით მატულობს ლტოლვა და იქნება ფინანსური დანაკარგები. სხვა კუთხით კი პერიოდი აქტიურია.

მშვილდოსანი - ახლა თქვენი დროა, გრძნობთ რომ შეხვედით ცეცხლის სტიქიაში და გემატებათ ჯანი და ოპტიმიზმი. იღბალი თქვენ მხარესაა და ბევრი რამ გამოგდით. ასევე საუკეთესო პერიოდია ქორწინებისთვის. წლის განმავლობაში ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია, იმოძრავეთ და იმოქმედეთ.

თხის რქა - სასიყვარულო და შვილებთან კონტაქტისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია, ამიტომ ეცადეთ ამ კვირაში სწორედ ამას მიაქციოთ ყურადღება. გაქვთ შანსი, ინტუიციაზე დაყრდნობით იმუშაოთ და მიაღწიოთ წარმატებას.

მერწყული - ჯანზე მოდიხართ, გემატებათ ენერგია და იღბლიანები ხდებით. მშვენიერი პერიოდია კონტაქტებისთვის და მოლაპარაკებისთვის. შანსები გაქვთ არნახული. შესაძლოა, გაუმჯობესდეს მატერიალური მდგომარეობაც.

თევზები  - ინტუიცია მდგრადია, შეიძლება ადრეული საქმეებიდან მიიღო შემოსავალი, ასევე აღმოჩნდეთ პრემიების და ბონუსების წინაშე. წარმატების შანსები გაქვთ.

ვრცლად, ნახეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში, სიონის ტაძარში ილია II-ის საფლავზე სასულიერო პირები მისი უწმინდესობის სულის საოხად დაიწყებენ პანაშვიდის გადახდას მგალობლების თანხლებით

⭕როგორ აღმოჩნდა საპატრიარქოს რეზიდენციაში მუსლიმი ბიჭი სახელად ამინი და როგორ გახდა ინგუში ახალგაზრდა პატრიარქის შვილობილი - ემოციური ისტორია

🎥 ჯანეტ ქერდიყოშვილი შვილებთნ ერთად პატრიარქის სამძიმარზე იმყოფებოდა: რა კადრებს გვიზიარებს მოდელი - „ლამაზი და მისაბაძი ოჯახი“