Digest Logo

როგორ აღმოჩნდა საპატრიარქოს რეზიდენციაში მუსლიმი ბიჭი სახელად ამინი და როგორ გახდა ინგუში ახალგაზრდა პატრიარქის შვილობილი - ემოციური ისტორია

1774255171
ინგუში ამინი

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

22 მარტს პატრიარქი სიონში ამბიონთან - წმინდა ნინოს ჯვარსა და ათონის ივერთა მონასტერში დაცული წმინდა ხატის ასლს შორის დაკრძალეს.

18–დან 22 მარტის ჩათვლით მოქალაქეები სამების საკათედრო ტაძარში უწყვეტი, რამდენიმე საათიან რიგში მყოფები, ქვეყნის სულიერი მამისთვის პატივის მიგებას ცდილობდნენ. არც დაკრძალვის დღე იყო გამონაკლისი, ჩამოსულ სტუმრებთან, სასულიერო პირებთან და მთავრობის წევრებთან ერთად, მთელმა ერმა პატრიარქი ილია II უკანასკნელ გზაზე გააცილა. დაკრძალვის ცერემონია თავიდან ბოლომდე პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა სხვადასხვა არხზე, ხოლო მოქალაქეებს თვალის მიდევნება სპეციალურად დამონტაჟებულ ეკრანებზეც შეეძლოთ.

ბოლო დღეების განმავლობაში, პატრიარქის შესახებ უამრავი ისტორია გავიხსენეთ, ამჯერად კი გთავაზობთ ინგუში მუსლიმი ბიჭის ისტორიას, რომელიც ილია მეორის შვილობილი გახდა:

„აქამდე, როდესაც პატრიარქზე ვსაუბრობდი მშვიდად ვიხსენებდი მას, ახლა კი ძალიან მიჭირს ვთქვა სიტყვები, უფალმა გაანათლოს მისი სული.  ყველანი მოკვდავები ვართ, თუმცა ძალიან რთულია დაკარგო ასეთი დიდი ადამიანი. 

პატრიარქი პირველად 2013 წელს ვნახე, მექადან მოვდიოდი საქართველოს გავლით ინგუშეთში. ჩვენთან ასეთი წესია, როდესაც მექას მოილოცებ ნათესავებთან მიდიხარ და მათთან საქართველო ვახსენე, იცოდნენ ისტორია თუ როგორ გამოატანა პატრიარქმა ჩვენ პრეზიდენტს წერილი ჩვენი გვარისთვის. 

ჩემმა ნათესავებმა მითხრეს, როდესაც საქართველოში მოვხვდებოდი წერილის ასლი გადამეცა პატრიარქისთვის.

როცა ჩამოვედი ვიკითხე, სად არის პატრიარქის რეზიდენცია. როდესაც ჭიშკართან მივედი და დაცვას ვკითხე: „აქ ცხოვრობდა თუ არა პატრიარქი“. დაცვამ მკითხა ვინ ვიყავი და ავუხსენი, რომ „ვარ მრწამსით მუსლიმი“.

წერილი დავუტოვე დაცვას, რომ გადაეცათ, სადაც ჩემი მონაცემები იყო და 1 კვირის შემდეგ მირეკავს ტელეფონი. 

ხმაზე ვიგრძენი, რომ არამიწიერ ადამიანს ველაპარაკებოდი, პატრიარქი იყო. მან მითხრა, „ვიზიტით თურქეთში ვიყავი და ბოდიში მომიხადა ვერ შეგვხდითო“.

მახსოვს, კიდევ რამდენჯერმე მომიბოდიშა და ვიუხერხულე, ასაკით ჩემზე უფროსი ადამიანის ხმა გაქვთ და ამდენ ბოდიშს თქვენ არ უნდა მიხდიდეთ-მეთქი.

ბოლოს მკითხა: „ამინ, შეგიძლიათ კვლავ ჩამოხვიდეთ ჩემთან შენი ოჯახით?“

დავეთანხმე, რადგან ძალიან მაინტერესებდა ამ ადამიანის ნახვა.

რჩევისთვის ჩემს უფროს ძმასთან წავედი, ის განათლებული კაცია და როდესაც ეს ვუთხარი სავარძელში იჯდა და წამოხტა, მითხრა რომ ბევრი რამ იცოდა საქართველოს პატრიარქის შესახებ. 

საღამოს 9 საათზე ვესტუმრეთ პატრიარქს გულში ჩამიკრა და მითხრა: 

„მე ბავშვობიდან ვთხოვდი ღმერთს, რომ თქვენი ოჯახის რომელიმე წევრი მენახა და ღმერთმა ჩემი ლოცვა შეისმინაო.“

დიდხანს ვიყავით მასთან, თავის ბავშვობას იხსენებდა ახსოვდა ჩემი წინაპრები. 

ვიფიქრეთ, არ გადავღალოთ-მეთქი და დამშვიდობება მოვინდომეთ, ის კი განერვიულდა: „ასე რატომ ჩქარობთ, ხომ არაფერი გაწყენინეთო?“

ავუხსენით, მისი შეწუხება რომ არ გვინდოდა და გვითხრა: „ამინ, თქვენთან საუბრისას მთელი ჩემი ცხოვრება დამიდგა თვალწინ და კარგა ხანია, ასე კარგად არ მიგრძნია თავი. გთხოვთ, ჯერ არ წახვიდეთო“, - ჩვენც დავრჩით. 

ჩემთვის ეს იყო ვეებერთელა ოკეანე საინტერესო.

რაც შეეხება უწინდესისა და ჩემი ძმადნაფიცობის ამბავს, მე არ მსმენია, რომ პატრიარქს მსგავსი რამ ვინმესთვის ეთქვას. ეს იმიტომ კი არ მახარებს, რომ მაინცდამაინც მე შემომთავაზა ძმად დაფიცება, არამედ ჩემი ხალხის, ინგუშების გამო მიხარია, რადგან ეს დიდი პატივია.

მახსოვს, 2014 წელი იყო, მისი რეზიდენციის კელიაში ვისხედით. იქვე იყვნენ დაცვა და რამდენიმე მოძღვარი. პატრიარქი დიდხანს მაკვირდებოდა და უცებ მითხრა: „ამინ, შეგიძლია ხელი გაიჭრა და სისხლი გამოუშვა? მეც გავიჭრი ხელს და გამოვუშვებ სისხლსო“.

ვკითხე, „უწინდესო, ეს რისთვის არის საჭირო-მეთქი?“

„ასეთი რიტუალი გვაქვს, როდესაც გვინდა სისხლისმიერი ძმები გავხდეთ, მინდა მე და შენ საერთო სისხლი გვქონდესო“.

„უწინდესო, მართლა გინდათ ხელი გაიჭრათ-მეთქი?“

„კი, მინდაო“, მითხრა და დაამატა, „მინდა ჩემი შვილი იყოო“.

ეს ნამდვილად უწინდესის სიტყვებია, ასე უნდოდა და თქვა. ყველაფერი ღვთის ნებაა და რაც მოსახდენია, ის ყოველთვის მოხდება. 

ვუთხარი, „უწინდესო, ხელს ვერ გაგაჭრევინებთ, მაგრამ თქვენი შვილი ვიქნები-მეთქი“. ღვთის წინაშე მართლაც ასეა, რადგან უწინდესმა თქვა და მე დავთანხმდი, ხელი კი მაინც არ გავაჭრევინე!“, - იხსენებს ამინი. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕სიახლეები, ფინანსური სიურპრიზი და დაუგეგმავი ცვლილებები - როგორი იქნება 23-29 მარტის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

⭕🎥 „მთელი გულით მიყვარს, ნეტა ცოცხალი იყოს...“ - მოქალაქე პატრიარქს ემშვიდობება

⭕„რაღაც საოცრად ნაცნობი და მშობლიური იყო მასში, მისი ხმა, ზოგჯერ გაბზარულიც… მიყვარხართ თქვენო უწმინდესობავ“ – თიკა ფაცაცია