რას გვირჩევენ ვარსკვლავები 31 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
თუ ამ საღამოს რომანტიკული პაემანი გაქვთ დაგეგმილი, ის შესანიშნავად ჩაივლის! ვენერას გავლენით თქვენი მომხიბვლელობა პიკს მიაღწევს, ხოლო გემრიელი ვახშამი რაღაც უფრო დიდის დასაწყისი გახდება.
დიდი ალბათობით, მოულოდნელ ახალ ამბავს მიიღებთ, რამაც შეიძლება ოჯახურ ურთიერთობებში გარკვეული დაძაბულობა გააჩინოს. ხელფასი არ გაკმაყოფილებთ, მაგრამ სამსახურიდან წამოსვლას მაინც ნუ იჩქარებთ — ისეთი სამსახურის პოვნა, რომელიც გულსაც გაგიხარებთ და შემოსავლიანიც იქნება, არც ისე ადვილია.
თუ ახალ ბიზნესპროექტში ჩართვა შემოგთავაზეს, დათანხმდით. მერკური ახლა თქვენს მხარესაა და ყველაფერი წარმატებით ჩაივლის. ნუ მისცემთ სტრესს თქვენზე გაბატონების უფლებას, თორემ უძილობა დაგტანჯავთ.
კურო
შესაძლოა, პარტნიორის ზოგი ჩვევა ძალიან გაღიზიანებთ და რომანტიკული ურთიერთობისგან იმაზე მეტს ელოდით, ვიდრე მიიღეთ, მაგრამ იმედი არ დაკარგოთ — თქვენს სიყვარულს მაინც იპოვით.
ხელმძღვანელობა თქვენს ცოდნასა და გამოცდილებას ძალიან აფასებს. გირჩევთ ხელსაყრელი მომენტით ისარგებლოთ და ხელფასის მომატებაზე დაელაპარაკოთ. მალე თქვენი ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება და ამაში უახლოესი ნათესავები დაგეხმარებიან. გარშემომყოფთა ქცევაში ნაკლის ძებნის ნაცვლად, ჯობია საკუთარ საქმეებზე იზრუნოთ, მით უმეტეს, რომ დღეს ერთდროულად რამდენიმე პრობლემის მოგვარება მოგიწევთ. თუკი გადაუდებელი საქმეები არ გაკავებთ, ჯობს საღამო საყვარელი ადამიანის გვერდით გაატაროთ.
ტყუპები
მალე საიდუმლო თაყვანისმცემელი გამოგიჩნდებათ — თქვენით მაღალი, მუქთმიანი ადამიანი დაინტერესდება. ურთიერთობებში მოსალოდნელია კამათი და დაპირისპირება. მიზეზი იქნება ადამიანი წარსულიდან, რომელიც მოულოდნელად თავს შეგახსენებთ.
თქვენი გონება ამ დღეს განსაკუთრებული გამჭრიახობით გამოირჩევა — შეგიძლიათ სიტყვით გამოხვიდეთ. დიდი გეგმების განხორციელება რამდენიმე დღით გადადეთ. ახლა საუკეთესო დროა საყიდლებისთვის — შენაძენი სიხარულთან ერთად სარგებელსაც მოგიტანთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას — შესაძლოა, მსუბუქი შეუძლოდ ყოფნა ხვალ დაავადებად იქცეს, რომლის განკურნებასაც დიდი ძალისხმევა დასჭირდება.
კირჩხიბი
ზოგჯერ ყოველდღიური ქაოსიდან გაქცევა და განმარტოება სასარგებლოა. საკუთარ თავთან გატარებული დრო ფიქრების დალაგებაში დაგეხმარებათ. თქვენი ძლიერი ნებისყოფა და მიზანდასახულობა გარშემო მყოფებს აღაფრთოვანებს, თუმცა ხანდახან დათმობაზე წასვლაც აუცილებელია. ყურადღება გამოიჩინეთ ოჯახის წევრების სურვილებისა და საჭიროებების მიმართ.
თქვენი შემოქმედებითი პოტენციალი მწვერვალზეა, თუმცა შინაგანი ენერგიის მოზღვავებამ შეიძლება რომელიმე კოლეგასთან ურთიერთობა გაართულოს — სავარაუდოდ, თქვენი უბრალოდ შეშურდებათ. თუ სიმშვიდეს შეინარჩუნებთ, სიტუაცია სწრაფად და უმტკივნეულოდ მოგვარდება. ახალი ცოდნის მიღება ან კვალიფიკაციის ამაღლება ახალ ფინანსურ ჰორიზონტებს გაგიხსნით. საღამოს მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს და ნაკლებად ნაცნობ ადამიანებთან ურთიერთობას.
ლომი
ვარსკვლავები გირჩევენ, საკუთარი გრძნობები კონკრეტული საქმეებით დაამტკიცოთ, თუმცა ფრთხილად იმოქმედეთ, რომ საკუთარი გეგმები ჯერჯერობით საიდუმლოდ შეინახოთ. საღამოს სასიამოვნო სიურპრიზი გელოდებათ, რომელიც განწყობას აგიმაღლებთ— ეს შეიძლება წერილი ან საყვარელი ადამიანისგან სატელეფონო ზარი იყოს.
ენერგიით სავსე ხართ და ყველაზე რთულ საქმეებს ეჭიდებით, თუმცა კარიერულ დაწინაურებას ჯერჯერობით არ უნდა ელოდოთ. ხარჯებს მალევე ფინანსური შემოსავლები მოჰყვება, ასე რომ მატერიალურ სტაბილურობაზე არ უნდა იდარდოთ. მთვარის გავლენა ნოსტალგიისადმი მიდრეკილებას გაზრდის. თავი შეიკავეთ ძილის წინ კალორიული კერძების მიღებისგან. საღამოს, სუფთა ჰაერზე სეირნობა თქვენს შინაგან მდგომარეობაზე დადებითად აისახება.
ქალწული
უმიზეზო ეჭვიანობით და უსაფუძვლო პრეტენზიებით შესაძლოა დაკარგოთ ის, ვინც თქვენთვის ძვირფასია. იყავით უფრო მშვიდი და დამთმობი - ეს თქვენს სიყვარულს გაახანგრძლივებს. შესაძლოა ახლობლების მხარდაჭერა დაგჭირდეთ, რადგან დღეს თქვენი ემოციური მდგომარეობა მეტისმეტად არასტაბილურია.
ახლა სამუშაო ადგილის შეცვლაზე ფიქრის დრო არ არის! გაცილებით უკეთესი იქნება, თუ ყურადღებას საკუთარი მოვალეობების შესრულებაზე გადაიტანთ. მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში საკუთარ თავში ნუ ჩაიკეტებით — ხშირად იარეთ სტუმრად, სტუმრები მოიწვიეთ, გაერთეთ და იმხიარულეთ. ხელიდან ნუ გაუშვებთ შანსს, ინვესტიცია ჩადოთ პროექტებში, რომლებიც გაინტერესებთ. მოერიდეთ ორპირ ქარს — გაციების ალბათობა საკმაოდ მაღალია.
სასწორი
მეექვსე სახლში მყოფი სატურნი, მერკურთან ერთად, ფარული მტრების გააქტიურებას გამოიწვევს. შესაძლოა, არაკეთილმოსურნეებმა თქვენი და თქვენი საყვარელი ადამიანის დაპირისპირება სცადონ, მაგრამ არ გამოუვათ. ბოლო დროს ძალიან ცდილობდით მეორე ნახევართან თბილი და ნდობაზე დამყარებული ურთიერთობის აგებას და როგორც ჩანს, თქვენს ამაგს ამაოდ არ ჩაუვლია!
სამსახურში ცოტა მოწყენილობაა, თუმცა მუდმივ ქაოსს, საგანგებო რეჟიმში მუშაობას და სტრესს მოწყენილობა ჯობია. უახლოესი 24 საათის განმავლობაში შეგიძლიათ ხელმძღვანელობასთან ან გავლენიან მფარველებთან ოფიციალური შეხვედრები გამართოთ — იღბალი თქვენს მხარეს იქნება. შესაძლოა, დღის მეორე ნახევარში თავი შეუძლოდ იგრძნოთ, თუმცა სანერვიულო არაფერია — სიმშვიდე და დასვენება გჭირდებათ.
მორიელი
ზედმეტი ემოციურობა ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებისკენ გიბიძგებთ. კარგია, რომ საყვარელი ადამიანი ამას დროულად შეამჩნევს და შეცდომისგან დაგიცავთ. ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლებს ვარსკვლავები სანაცნობო წრის გაფართოებას ურჩევენ.
მალე საყვარელ ადამიანზე რაღაც ისეთს შეიტყობთ, რამაც შეიძლება მის მიმართ თქვენი წარმოდგენა როგორც უკეთესობისკენ, ისე უარესობისკენ შეცვალოს. იღბალზე გადაჭარბებულ იმედებს ნუ დაამყარებთ. თუ რამის მიღწევა მართლა გსურთ, დროა ოცნებებიდან აქტიურ მოქმედებაზე გადახვიდეთ! ნუ იჩქარებთ იმ ფულის დახარჯვას, რომელსაც მალე მიიღებთ — ფორტუნას მფლანგველი ადამიანები არ უყვარს. შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაში ხართ და უახლოეს ხანებში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ გემუქრებათ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „ყველაზე ლამაზი ხარ“ - რა კადრებს აქვეყნებს ელენე ეპიტაშვილი
⭕ WSJ: ChatGPT ბიოლოგიური იარაღის შექმნისთვის ეტაპობრივ ინსტრუქციებს იძლეოდა
🎥 ქეთევან წამებულის ცხოვრების უცნობი დეტალები - ეს უნდა იცოდე!