Digest Logo

„იმოქმედეთ გააზრებულად, რადგან დღეს დაშვებული შეცდომა აუცილებლად მოგვიანებით შეგახსენებთ თავს“ - ცაგარელი

1652162932
ცაგარელის პროგნოზი

ინტელექტისა და კომუნიკაციის მმართველი პლანეტის – მერკურის 3 ივნისამდე რეტროგრადულობა მეტწილად სატრანსპორტო მოძრაობას და ტექნიკური საშუალებების მუშაობას შეაფერხებს, გართულდება კომუნიკაცია ადამიანებსა და ქვეყნებს შორის, საჭირო ინფორმაციის მოძიება და მიღება. 

ბევრს მოუწევს ძველ საქმეებს, ურთიერთობებს დაბრუნება და გამოსწორება ან ახლებურად წარმართვა.

იმოქმედეთ გააზრებულად, რადგან დღეს დაშვებული შეცდომა აუცილებლად მოგვიანებით შეგახსენებთ თავს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს და ელენთას.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყვითელი, კრემისფერი, ნარინჯისფერი, თიხისფერი და ყავისფერი, ასევე ოპალი, აქატი, ქრიზოპრაზი, ზურმუხტი, ყვითელი და მწვანე იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კირჩხიბისა და ქალწულისთვის, თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და ტყუპებს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ლიფტში ვარ გაჭედილი, ორ საათში მოვა შუქიო... ყველა საგინებელი სიტყვა, რაც ვიცოდი და არ ვიცოდი, მათზე დავხარჯე“ - რას წერს ინგა გრიგოლია

🔵🎥 „არასდროს ამბობდა, ცუდად ვარო. შეიძლება ატკივებოდა რაღაც, მაგრამ არ გეტყოდა“ - ნახეთ, როგორ გამოიყურება დომენიკ მანგოს დედის საფლავი

🔵🎥 თინა კანდელაკი თავისუფალ დროს თურქულ სერიალებს უყურებს - ნახეთ კადრები